თვითმკვლელობა ანუ სუიციდი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თვითმკვლელობა ანუ სუიციდი |
tekla2007 |
Dec 11 2008, 06:07 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 28-April 07 წევრი № 1,777 |
მოგესალმებით ყველას ეს არის ჩემი სადიპლომო თემა და ძალიან გთხოვთ მომეხმაროთ მართმადიდებლური ლიტერატურის მოძებნაში სადაც ამ თემაზე რაიმე იქნება დაწერილი და მომწეროთ თქვენი აზრით როდის მიდის ადამიანი ამ მდგომარეობამდე და რატომ? წინასწარ გიხდით მადლობას
|
KAIROS |
Dec 12 2008, 04:25 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ჩემი აზრით, სუიციდს ნორმალური ჯანმრთელობის (ფსიქიკის) მქონე ადამიანი ვერ ჩაიდენს. მაგ ლოგიკით, მაშინ არც იუდას ჩაუდენია უდიდესი ცოდვა და არც ეკლესიაა მართალი წესს რომ არ უგებს სინამდვილეში კი სავსებით შესაძლებელია ეს ჩაიდინოს სრულიად ჯანმრთელი ფსიქიკის მქონემაც, სხვადასხვა მიზეზია, ხშირად ერთმანეთის საწინააღმდეგო... მომყავს სხვადასხვა წყაროები ( ჩემს პოზიციას ზოგი აქ გამოთქმული აზრი ბოლომდე არ ეთანხმება ან დაზუსტებას საჭიროებს, მაგრამ მაინც იყოს ) " თვითმკვლელობა უმძიმესი ცოდვაა, რამეთუ სიცოცხლე ღმერთის მოცემულია და მხოლოდ ღმერთსა აქვს უფლება მისი წართმევისა. თვითმკვლელისათვის ლოცვა არ შეიძლება, ეკლესია მათ არ იხსენიებს და არც წესის აგების ნებას რთავს, მათი ქრისტიანთა სასაფლაოზე დაკრძალვა და ჯვარის აღმართვაც კი დაუშვებელია. ასეთი სიმკაცრე იმით აიხსნება, რომ თვითმკვლელმა გადაიგდო თავისი ჯვარი, უარყო მისი სიმძიმე, ღმერთის შეწევნის იმედი დაკარგა და უგულებელყო უფლის გამოუთქმელად მოწყალე მზრუნველობა ყოველივე კაცისათვის, უფალმა ხომ თქვა, "თქუენნი თავისა თმანიცა ყოველნი განრაცხილ არიანო"(მათე, 10, 30). მკურნალობაზე უარის თქმა, ექიმის დარიგების განზრახ უგულებელყოფა, საკუთარი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება, ზედმეტი ღვინის სმა, თამბაქოს წევა, წამლების ბოროტად გამოყენება, ნარკომანია და საერთოდ, საკუთარი ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის არად ჩაგდება იმავე თვითმკვლელობის სახესხვაობებია. სხეულის სულის ტაძარია, ასევე, როგორც მთლიანად კაცია სული წმიდის ტაძარი, ხოლო წმ. წერილი ამბობს: "რომელმან ტაძარი ღმრთისაი განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან"(1 კორ. 3, 17)." http://www.orthodox.ge/index.php?id=damckebtatvis/doc10.php კითხვა: შეიძლება თუ არა თვითმკვლელობას მივაკუთვნოთ ყველა ის შემთხვევა, როცა ადამიანი შეგნებულად სწირავს საკუთარ სიცოცხლეს, რომელიც მას უმაღლეს ღირებულებად მიაჩნია? პასუხი: გააჩნია, რას იჩნევს ადამიანი უმაღლეს ღირებულებად. ქრისტე მაცხოვარი ღვთისთვის ანუ სახარებისთვის ანუ მოყვასისთვის სულის დადებას სიყვარულის უმაღლეს გამოვლინებას უწოდებს. არის ერთი კერძო შემთხვევაც „როცა ადამიანი შეგნებულად სწირავს საკუთარ სიცოცხლეს... (იმისათვის) რაც მას უმაღლეს ღირებულებად მიაჩნია“: როდესაც დედკაცს ძალადობას დაუპირებენ და უბიწოების შენარჩუნების მიზნით მოიკლავს თავს, ამას თვითმკვლელეობა კი არა, ბიბლიური იოსებისეული უბიწოება ეწოდება. ვხვდები, რომ, სამწუხაროდ, ასე რიგად მომრავლებული მეძავები და მრუშები, ისეთები, ვინც ჯეიმზ ჯოისის ენით რომ ვთქვათ „სიამოვნებით ნებდებიან მოძალადეებს“, ძალზე „არაპროგრესულად და არაცივილიზებულად“ მიიჩნევენ ჩვენს შეხედულებას და კიდევ ერთხელ გამოაცხადებენ მართლმადიდებელ ეკლესიას კონსერვატიულად, ხოლო სამღვდელოებას „ბნელეთის მოციქულებად“. ეს არის შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო! კითხვა: თვითმკვლელობა ამორალურია, ვინაიდან ზიანს აყენებს სხვა ადამიანებს, საზოგადოებას მთლიანად, რას გვეტყოდით ამის შესახებ? პასუხი: იმას, ჩემო კეთილო, რაც აქამდე მოგახსენეთ. კითხვა: თვითმკვლელობის ძალდატანებითი აკრძალვა ყოველთვის მისაღებია, თუ ცალკეულ შემთხვევებში? პასუხი: თვითმკვლელობა, გარდა ხსენებული ერთი კერძო შემთხვევისა, ყოველთვის მიუღებელია. კითხვა: ევთანაზიის გადაწყვეტილება თავისი ბუნებით ირაციონალურია და უკვე დაწყებული სულიერი დაავადების ერთ-ერთი გამოვლენაა, სულიერად დაავადებულნი კი არ განიკითხებიან. თქვენი აზრი ამის შესახებ. პასუხი: „ევთანაზიის გადაწყვეტილებას თავისი ბუნებით ირრაციონალურად“ სულაც არ მიიჩნევენ ვთქვათ, პრაგმატული და რაციონალური გონების მქონე ამერიკელები. აი, რას წერს ამ საკითხის კომენტირებისას ლანს მოროუ ჟურნალ „ტაიმში“: ძნელი წარმოსადგენი არაა ჩემთვის ახალი გულმოწყალებისა და რაციონალიზმის საზოგადოების აღმოცენება, რომელშიც ჰუმანური შეწევნის ერთგვარი სისტემა განტვირთავდა საზოგადოებას უიმედო ტარპერებისაგან (განუკურნელი ავადმყოფებისაგან) და ამ უკანასკნელთ გაამგზავრებდა უკეთეს ქვეყანაში (ანუ საიქიოში - დეკანოზი ა.მ.). ბოლოს და ბოლოს რა ხეირია მათგან, მათი შენახვა კი ფული ღირს. ებედურ მარაზმატებზე მთელი ქონება იხარჯება, მაშინ როცა ლომის წილი მოდის მათზე ისედაც გაბერილი სამედიცინო ხარჯებისა, მათი სიცოცხლე კი უსიხარულო და უღიმღამო რჩება. არ ვვარდები რა უკიდურესობაში, შემიძლია წარმოვიდგინო საზოგადოების გაჩენა, რომელშიც ეფექტურობისა და ვარგისიანობის გათვალისწინებით სავსებით რუტინულად დამკვიდრდება გევორქიანის მეთოდი. ქრისტიანებს არ შეგვიძლია ვილოცოთ თვითმკვლელთათვის, გარდა ჩვენგან ხსენებული კერძო შემთხვევისა და მაშინ, როცა სულიერად დაავადებული ადამიანი, რომელიც ვეღარ ფლობს თავისფალ ნებას, იკლავს თავს. ევთანაზიის გადაწყვეტილებას კი სულიერად ჯანმრთელი ადამიანი იღებს და ხელს აწერს შესაბამის საბუთზე თანხმობის ნიშნად. ხოლო თუ სულირად დაავადებულს გამოსცინცლავს ექიმი თუ ახლობელი ხელმოწერას, ჯერ ერთი, რა იურიდიული ძალა აქვს ასეთ ხელმოწერას და განა ექიმი და ახლობელი უფრო მეტად არ არიან კაცისმკვლელნი და განა რითიმე განსხვავდებიან ნაცისტებისაგან. http://www.orthodoxy.ge/skhva/evtanazia.htm -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
subterranean |
Apr 13 2009, 10:43 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,908 რეგისტრ.: 21-September 07 წევრი № 2,804 |
სიცოცხლე ღმერთის მოცემულია და მხოლოდ ღმერთსა აქვს უფლება მისი წართმევისა. მსჯელობაში დაშვებული ძირითადი შეცდომებიდან ერთ-ერთია შეცდომაა "ვინც ზედმეტს ასაბუთებს, ის არაფერს არ ასაბუთებს. " ამ შეცდომის ერთ-ერთი მაგალითი არის ის, რომ ზოგიერთ ბერძენ ფილოსოფოსს დაუშვებლად მიაჩნდა თვითმკვლელობა, რადგან ადამიანს არ აქვს უფლება წაართვას საკუთარ თავს ის, რაც თვითონ არ მოუპოვებია, მაგრამ თუ ასე ვიმსჯელებთ, ადამიანს არც იმის უფლება აქვს, ფრჩხილები დაიჭრას და თმა შეიკრიჭოს და თუ რაიმე დებულებიდან მცდარი შედეგი გამოდის, მაშინ ეს დებულებაც მცდარი ყოფილა დანარჩენში გეთანხმები |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 12:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი