ჯადოქრობა, მისნობა, მკითხაობა და გრძნეულება, საეკლესიო დანაშაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯადოქრობა, მისნობა, მკითხაობა და გრძნეულება, საეკლესიო დანაშაულები |
კანონისტი |
Feb 6 2007, 09:46 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
თემა იხსნება KAIROS-ის თხოვნით
ჯადოქრობა, მისნობა, მკითხაობა და გრძნეულება წარმოადგენენ უმძიმეს საეკლესიო დანაშაულებს. აღნიშნულის ჩადენა ხშირად იწვევს ეშმაკის მიერ ადამიანის შეპყრობას ან სხვა მძიმე შედეგებს. აქ მომყავს დიდ სჯულისკანონში შეტანილი კანონები ამ მძიმე დანაშაულის თაობაზე: მეექვსე მსოფლიო (ე.წ. ტრულის) კრების 61-ე კანონი: ვინც მიენდობა მისნებს ან ასისთავად წოდებულებს [ანუ უხუცეს მოგვებს], ან სხვა ამგვართ, რათა მათგან სწავლით რაიმე გამოეცხადოს მათ, ექვსი წლით უზიარებლობით განკანონება მიესაჯოს მათ მამათა მიერ განწესებული დადგენილებისამებრ. ამავე კანონით საჭირო არის იმათი განკანონება, ვინც დაატარებს დათვს და სხვა ცხოველს მარტივი, უბრალო ადამიანების გასართობად და სავნებელად, ვინც მკითხაობს სვე-ბედისა და შობის დღის შესახებ და ამნაირ სიტყვებს ერის საცდუნებლად ამბობს, ვისაც ეწოდებათ ღრუბელთმდევნელნი, მსახვრალნი (რიცხვებით მკითხავნი), შემლოცველნი, თილისმის მკეთებელნი, გრძნეულნი. თუ ისინი განაგრძობენ ამგვარ უწესოებას, არ შეიცვლებიან და კვლავაც გამოიჩენენ მისწრაფებას სულის მომსპობი და წარმართული ჩვეულებებისადმი, დავადგენთ მათ გაძევებას ეკლესიიდან, როგორც ამბობენ საღვთო კანონები, ”რა აქვს საერთო სინათლეს სიბნელესთან?” (2 კორ. 6:14), როგორც ამბობს მოციქული, ”როგორ შეესატყვისება ღვთის ტაძარი კერპებს? რა თანამონაწილეობა აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რა თანხმობაა ქრისტესა და ბელიარს შორის?” (2 კორ. 6:15-16) ანკვირიის ადგილობრივი კრების 24-ე კანონი: მისნობის მოქმედნი და წარმართთა ჩვეულების მიმდევრები ან თავის სახლში წამლებისათვის და გრძნებისათვის ვინმეს შემყვანნი, სამი წელი უნდა შეუვრდებოდნენ და ორი წელი უნდა ეზიარებოდნენ ლოცვებს სიწმიდეთა გარეშე. ლაოდიკიის ადგილობრივი კრების 36-ე კანონი: მღვდელი ან სასულიერო წოდების სხვა წარმომადგენელი არ უნდა იყოს ჯადოქარი, გრძნეული, ვარსვლავთმეტყველი. ისინი არ უნდა ამზადებდნენ თილისმას,რაც მათი სულების საპყრობილეა. ხოლო ვინც ატარებს თილისმას, როგორც დამცველს, მათ ეკლესიიდან გაძევებას ვბრძანებთ. ბასილი დიდის: ა) 65-ე კანონი: ვინც თავისი გრძნეულება ან მომწამვლელობა აღიაროს, კაცის მკვლელის სასჯელი მოიხადოს დროის ისეთივე განაწილებით, რადგან თვით გაამჟღავნა თავის ცოდვაში თავი. ბ) 72-ე კანონი: ვინც გრძნებას ან რაიმე ასეთს მისცემს თავს, მან კაცისმკვლელის სასჯელი მოიხადოს იმავე დროით და დროის ისეთივე განაწილებით. გ) 83-ე კანონი: ის, ვინც გაჰყვება საწარმართო ჩვეულებას და სახლში შეიყვანს ბოროტად გრძნეულებს წამლობისა და მისნობისათვის, განკანონებულ უნდა იყოს ექვსი წლით შემდეგნაირად: ერთი წელი უნდა შესტიროდეს, ერთი წელი მსმენელი უნდა იყოს, სამი წელი უნდა შეუვრდებოდეს და ერთი წელი უნდა იდგეს მორწმუნეებთან ერთად. ამგვარად უნდა იქნეს იგი შეწყნარებული. განმარტებებს თანდათან დავდებ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
KAIROS |
Feb 9 2007, 10:55 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა დუხით აყროლებული არ გინახავს ლეონტი ბატონო უნდა გითხრა, რომ ასაკის გამო დიდ პატივსგცემ და მიხარია, რომ თქვენი ასაკის ხალხიც შემოდის აქ, ასევე დიდი პატივისცემით იქნება გამსჭვალული ყველა პოსტი და პასუხი, რომელიც შეიძლება მკაცრად აკრიტიკებდეს კიდეც თქვენს აზრს, ამიტომ არ გამიბრაზდეთ რასაც თქვენ წერთ არაა მართლმადიდებლობა, ასე არცერთი სერიოზული თეოლოგი არ აზროვნებს და არცერთ ადგილობრივ ეკლესიას არანაერი დადგენილება არ მიუღიათ ამის შესახებ, პირიქით, შემიძლია დიდი სია დავდო, ჩვენი წმინდა სინოდის ეპისკოპოსებს, რომელი "დუხი" ( სუნამო სჯობია ) უყვართ, რომ დაიპკურონ ( "აყროლება" არაფერ შუაშია ) ახლა კი განვიხილოთ, თქვენი არგუმენტი ძალიან სუსტია, იმისათვის რომ ვიღაც ფრანგულმა ფირმამ სუნამოს "შავი მაგია" დაარქვა, ეგ სულაც არ ნიშნავს იმას რომ შიგ რაღაც მაგიურია, ან მითუმეტეს იმას რომ ყველა სუნამო ცუდია ეგ ძალიან უმარტივესი საკითხია ლეონტი ბატონო, გაპარსვის შემდეგ რაიმე ბალზამს არ იყენებეთ? ან შამპუნი? თუ იცით რომ ისინიც იგივე ფირმების მიერაა დამზადებული და საკმაოდ კარგი სუნიც აქვთ და მეღიმება, რაზე მაკამათებთ აქ? უბრალო თავის მოწესრიგებაში დოგმატიკას რა უნდა? ლეონტი ბატონო, უნდა მოყვანო დოკუმენტალური არგუმენტაცია მე ასე მგონია არაა არგუმენტი, რომელიმე მამა მოიყვანეთ, რომელიც სუნამოს კრძალავდა ( სასაცილოა პირდაპირ, იცით სიონში ჩემი ერთერთი მეგობარი სტიქაროსანია და ხატების მინებს საკმაოდ სურნელოვანი "ვარდის ადეკოლონით"წმინდავს ) მოკლედ, მე პირადად სეზონის მიხედვით ვარჩევ სუნამოს, და ასევე გირჩევთ თქვენც შოთიკო, მაპატიეთ გამონათქვამისათვის, მაგრამ ოფლის სუნი ხომ არ სჯობია? კარგით ხალხო რეებს წერთ? შენ ქალი გაბრკოლებს ლოცვისას თუ სუნამოს სუნი? ცოტა ნიორი ჭამე და ნახე აღარ შეგაწუხებენ "ნიორსურნელოვანს" "დუხაყროლებულები" მოკლედ, ხანდახან საოცრებებს წაიკითხავს კაცი აქ -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th May 2024 - 01:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი