აფხაზთა ეთნოსი, გადავარჩინოთ აფხაზური ფოლკლორი და კულტურა! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აფხაზთა ეთნოსი, გადავარჩინოთ აფხაზური ფოლკლორი და კულტურა! |
aragveli |
Jun 16 2008, 01:02 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 82 რეგისტრ.: 28-February 08 წევრი № 4,049 |
ყველა, ვინც ეთანხმებით ლოზუნგს ''გადავარჩინოთ აფხაზური ფოლკლორი და კულტურა'',შემოგვიერთდით და ლოზუნგი მიზნად ვაქციოთ!
დააფიქსირეთ თქვენი აზრი,როგორ წარმოგიდგენიათ ზემოთ ხსენებულის რეალობაში განხორციელება. ჩვენ ერთად უნდა დავიბრუნოთ ქართველები,რომ შევძლოთ საქართველოს დაბრუნება!!! |
კანონისტი |
Apr 15 2009, 03:39 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მართა
ციტატა ძნელია დავით? მეგრულს გაავს? ძნელი კი არა, უძნელესია. საერთოდ არ ჰგავს მეგრულს. ჟღერადობით ოდნავ წააგავს სვანურს, თუმცა იმდენი ლაბიალიზებული (სტვენითი) თანხმოვანი აქვს, რომ საერთო ჯამში, განსხვავებულია. აფხაზურ ენას აქვს: 6 თანხმოვანი, 3 ნახევრად ხმოვანი და 56 ( ) თანხმოვანი. ამათში არის თითოეული ჩვენთვის ცნობილი თანხმოვნის შერბილებული ან ლაბიალიზებული ვარიანტი ანდა ორივე ერთად. ყ - ყჲ - ყo (ყუ) შ - შჲ - შo (შვ) ც - ცo (ჩვ, "ც" "ჩ"-დ ისმის) და ასე. გარდა ამისა, აფხაზურ ენას არ აქვს ბრუნვები და ბრუნვის ფუნქცია გადაცემული აქვს ზმნას, რის გამოც ზმნა არის ურთულესი. მაგალითად: მივდივარ - ს-ცოიტ მანქანით მივდივარ - ამაშշნა ს-ლა-ცოიტ აფხაზურ ენას არ აქვს კავშირები "და" "ან" "და"-ს ფუნქციას ასრულებს ნაწილაკი "ი", რომელიც დაერთვის წინადადების ყველა სიტყვას (ბოლოკიდური "ა" ამ დროს "ე"-თი იცვლება): მე - სარა, შენ - უარა მე, შენ, ვანო და ზურა - სარეი, უარეი, ვანოი, ზურეი მე, ბებია, ილიკო და ილარიონი - სარეი, აბდუი, ილიკოი, ილარიონი "ან"-ის ფუნქციას, ამავე წესით, "უ" (აქ "ა" "ო"-დ იცვლება): საროუ, უაროუ, ვანოუ, ზუროუ ესეც მოკლე ექსკურსი...... bekas ციტატა ერთი ხმოვანი და 6 თუ 7 ნახევარხმოვანი რომ ექნება ის ენაა საერთოდ? რას ერჩი? არაა ლამაზი გამოთქმა ეს ენაა?? ვბრდღვნ-ი ან ვფრცქვნ-ი გვწვრთნ-ის -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი