![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
aragveli |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 82 რეგისტრ.: 28-February 08 წევრი № 4,049 ![]() |
ყველა, ვინც ეთანხმებით ლოზუნგს ''გადავარჩინოთ აფხაზური ფოლკლორი და კულტურა'',შემოგვიერთდით და ლოზუნგი მიზნად ვაქციოთ!
დააფიქსირეთ თქვენი აზრი,როგორ წარმოგიდგენიათ ზემოთ ხსენებულის რეალობაში განხორციელება. ჩვენ ერთად უნდა დავიბრუნოთ ქართველები,რომ შევძლოთ საქართველოს დაბრუნება!!! |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
მართა
ციტატა ძნელია დავით? მეგრულს გაავს? ძნელი კი არა, უძნელესია. ![]() საერთოდ არ ჰგავს მეგრულს. ჟღერადობით ოდნავ წააგავს სვანურს, თუმცა იმდენი ლაბიალიზებული (სტვენითი) თანხმოვანი აქვს, რომ საერთო ჯამში, განსხვავებულია. აფხაზურ ენას აქვს: 6 თანხმოვანი, 3 ნახევრად ხმოვანი და 56 ( ![]() ![]() ![]() ამათში არის თითოეული ჩვენთვის ცნობილი თანხმოვნის შერბილებული ან ლაბიალიზებული ვარიანტი ანდა ორივე ერთად. ყ - ყჲ - ყo (ყუ) შ - შჲ - შo (შვ) ც - ცo (ჩვ, "ც" "ჩ"-დ ისმის) და ასე. გარდა ამისა, აფხაზურ ენას არ აქვს ბრუნვები და ბრუნვის ფუნქცია გადაცემული აქვს ზმნას, რის გამოც ზმნა არის ურთულესი. მაგალითად: მივდივარ - ს-ცოიტ მანქანით მივდივარ - ამაშշნა ს-ლა-ცოიტ ![]() აფხაზურ ენას არ აქვს კავშირები "და" "ან" ![]() "და"-ს ფუნქციას ასრულებს ნაწილაკი "ი", რომელიც დაერთვის წინადადების ყველა სიტყვას (ბოლოკიდური "ა" ამ დროს "ე"-თი იცვლება): მე - სარა, შენ - უარა მე, შენ, ვანო და ზურა - სარეი, უარეი, ვანოი, ზურეი ![]() მე, ბებია, ილიკო და ილარიონი - სარეი, აბდუი, ილიკოი, ილარიონი ![]() "ან"-ის ფუნქციას, ამავე წესით, "უ" (აქ "ა" "ო"-დ იცვლება): საროუ, უაროუ, ვანოუ, ზუროუ ესეც მოკლე ექსკურსი...... ![]() bekas ციტატა ერთი ხმოვანი და 6 თუ 7 ნახევარხმოვანი რომ ექნება ის ენაა საერთოდ? რას ერჩი? არაა ლამაზი გამოთქმა ![]() ეს ენაა?? ვბრდღვნ-ი ![]() ან ვფრცქვნ-ი ![]() გვწვრთნ-ის ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 05:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი