ქართული წირვა-ლოცვები, კალენდარი ევროპაში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული წირვა-ლოცვები, კალენდარი ევროპაში... |
k@the |
Feb 16 2008, 12:44 AM
პოსტი
#41
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ამ თემის გახსნის მიზანი, არის თავი მოვუყაროთ, საზღვარგარეთ ქართულ ენაზე აღვლენილ წირვა-ლოცვათა შესახებ ინფორმაციას.
მინდა, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა შეიტანოს ამ საქმეში წვილილი. თუკი ვინმეს აქვს ინფორმაცია, თუ სად აღევლინება უახლოეს მომავალში ქართული წირვა-ლოცვა, გავუზიაროთ ერთმანეთს. ბევრი ქართველი ცხოვრობს უცხოეთში ისე, რომ არც კი იცის თუ მის ქალაქში, ან მის მახლობელ ქალაქში ქართულ წირვა-ლოცვაზე დასწრების საშუალება აქვს. ღმერთს ებარებოდეთ! პ.ს. მადლობა KAIROS-ს -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
Bodbeli |
Apr 15 2009, 07:27 PM
პოსტი
#42
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 142 რეგისტრ.: 15-April 08 წევრი № 4,565 |
მიუნხენის ქართულ ეკლესიაში ღმრთისმსახურების განრიგი ვნების შვიდეულში(www.eklesia.de):
ოთხშაბათი, 15.04. - 09:00 პირველშეწირულის ლიტურგია 18:00 საღამოს ლოცვა ხუთშაბათი, 16.04. - 09:00 წირვა, საიდუმლო სერობის ხსენება 17:00 7-გზის ზეთის ცხების საიდუმლო პარასკევი, 17.04. - 09:00 ცისკარი 12 ვნების სახარებით 13:00 გარდამოხსნის გამოსვენება შაბათი, 18.04 - 06:00 წირვა 23:00 მწუხრი კვირა, 19.04 - 00:00 სააღდგომო ლიტანიობა და წირვა ყველა მორწმუნემ, ვისაც აღდგომას ზიარება სურს ვნების შვიდეულის ერთ-ერთ დღეს უნდა თქვას აღსარება და აღდგომას აღსარების გარეშე ეზიაროს. გაითვალისწინეთ, რომ აღდგომის ღამეს აღსარებების მიღება შეუძლებელი იქნება ხალხის სიმრავლის გამო. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი