![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Giorgi- |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 ![]() |
ამ თემაში ვისაუბროთ წარმართულ რიტუალებზე, მათთან ბრძოლის ხერხებზე
მაგალითისთვის ავიღოთ ნათლობა: თურმე: 1. ნათლიების რიცხვი ლუწი უნდა იყოს 2. ნათლობის დროს ნათლულს რაიმე უნდა დავანათლოთ 3. მონათვლიდან მესამე დღეს მონათლულს ფეხები სხვა ადამიანმა უნდა დაბანოს და ტაშტში ხურდა ფული უნდა ჩაუყაროს (ეს პიროვნებაც ნათლიად იწოდება თურმე) და ა.შ. როგორ ფიქრობთ, საიდან იღებს სათავეს ეს წარმართული ჩვეულებები და რატომ არის ქრისტიანობასთან ასე "შერწყმული"? როგორ ებრძვით წარმართობას? (80% ხომ წარმართები ვართ) |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ქრისტიანობა თანდაყოლილი მდგომარეობაა თუ მერე უნდა განავითარო? თუკი ქრისტიანობაში ღვთისადმი სწრაფვას გულისხმობ, მაშინ იგი ის ხატებაა რაც ჩვენშია, რადგან უკვდავი სული გონის საშუალებით ბუნებისეულად მიილტვის შემოქმედისაკენ და ამ მხრივ თანდაყოლილია, მაგრამ ამავდროულად იგი განვითარებადია, ანუ უნდა განვითარდეს იმდენად რამდენადაც ხატების გვერდით ადამიანს აქვს მსგავსებაც, რაც ნიშნავს ადამიანის სწრაფვას ღვთის მიმსგავსებაში ანუ ღვთის მსგავსება, რომელიც ადამიანში პოტენციის სახით დევს და ადამიანმა თავად უნდა მიაღწიოს განღმრთობას (ღვთის მადლთან სინერგიული ერთიანობით რათქმაუნდა) და იგი შინაგან, სულიერ მდგომარეობას ეხება. იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 02:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი