![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ბევრი საკითხია ძალიან ბევრი, რომელიც უბრალოდ არ ჩანს ან ნაკლებად ჩანს წმ. წერილში, მინდა ბიბლიისეულ დედებზე ვისაუბროთ, ბიბლიაში მოხსენიებულ ქალებზე, ბევრი მათგანი უბრალოდ ნახსენებია, ან მხოლოდ სახელი ან გაკვრით, მაგრამ ამ ზოგადი ინფორმაციის უკან დიდი ისტორიაა, ქალური სიძლიერეც, სიმორცხვეც, სიყვარულიც, ტროა და სამოთხე დაიკარგა ქალის გამო, და ქალთა უკეთილშობილესმა არსებამ ხსნა მოგვივლინა, ქალის უჩვეულო და აღმატებული მაგალითია წმ. მარიამ ეგვიპტელი, დაცემიდან უზარმაზარ სიწმიდემდე, ჩვენ ახლა ვერ ამოვწურავთ ამ თემას, თორემ შუშანიკიდან ქეთევანამდე მაგალითებს რა გამოლევს, დარეჯან დედოფლიდან ვიდრე 1921 წლის 23 თებერვალს დაღუპულ მარო მაყაშვილამდე, ექვთიმესა და ილიას ცოლებიდან ჩვენს საყვარელ დედიკოებამდე, ჩვენს ულამაზეს ფორუმელ დედებზე და უნაზეს გოგონებამდე, ჰოდა ამ ყველათა წმიდა წინასახე ბიბლიაშია, დაწყებული ევადან მოსეს დამდე, კარავში ჩუმად გაცინებულ სარადან ან იაკობის საყვარელ ცოლამდე...
მოკლედ გავიხსენოთ ქალები წმ. წერილში, ისინი ხშირად საზოგადოების ცხოვრებაში აქტიური მონაწილოებას ღებულობდნენ, მეტიც მოსეს და-მარიამი ისაა, ვინც გადარჩენილ ებრაელ ერს ღვთის დიდების სიმღერას პირველი შემოსძახებს: 19. როცა შევიდნენ ზღვაში ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებითურთ, ზღვის წყლები მიაქცია მათზე უფალმა, ხოლო ისრაელიანები მშრალად გავიდნენ ზღვაში. 20. აიღო ხელში დაფდაფი მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, და მიჰყვნენ მას დედაკაცები დაფდაფებით და დააბეს ფერხული. 21. ასე შეუძახა მათ მირიამმა: უმღერეთ უფალს, რადგან დიდად განდიდდა იგი; ცხენი და მხედარი ჩაჰყარა ზღვაში. არ ყოფილა, მიუხედავ აზიური ცხოვრებისა ბიბლიაში ქალები განრიყულები, საოცრად უყვარდა ისრაელის მსაჯულს თავისი ერთადერთი ქალიშვილი: 34. შინ მობრუნდა იფთახი მიცფაში და, აჰა, როკვით გამოეგება თავისი ასული დაირით ხელში. ეს ერთი ჰყავდა, მის გარდა არც ვაჟი ჰყავდა და არც ქალი მეტიც, ქალები წინასწარმეტყველები იყვნენ ძველ აღთქმაშიც და ახალშიც: 14. მივიდნენ ხილკია მღვდელი, ახიკამი, ყაქბორი, შაფანი და ყასაია ხულდასთან, წინასწარმეტყველ ქალთან, რომლის ქმარი შალუმი, თიკვა ხარხასის ძის ძე, სამოსელთა მცველი იყო. ქალი იერუსალიმში, მეორე უბანში, ცხოვრობდა და დაელაპარაკნენ მას. 15. უთხრა ქალმა: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: უთხარით იმ კაცს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ. ნეემია 6 : 14 14. ღმერთო ჩემო, მათი ამ საქმეებისაებრ გაიხსენე ტობია და სანბალატი, აგრეთვე ნოყადია, წინასწარმეტყველი ქალი, და სხვა დანარჩენი წინასწარმეტყველები, მე რომ მაშინებდნენ. და ჩვენი უფლის მირქმის წინასწარმეტყველი ანა 36. და იყო ანნა წინაწარმეტყუელი, ასული ფანოელისი, ტომისაგან ასერისა. ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხორებულ იყო ქმრისა თანა შჳდ წელ სიქალწულითგან თჳსით. 37. და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე. 38. ესე მასვე ჟამსა შინა მოიწია და აღუვარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთჳს ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოჴსნასა იერუსალჱმს შინა. გავაგრძელებ; იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
მოკლედ კამათი რომ შევწყვიტოთ და ნელნელა დავუბრუნდეთ თემას, რომელსაც აღდგომის შემდეგ უფრო დავუბრუნდები, უბრალოდ ახლა რამოდენიმე რამეზე უნდა შევჩერდე, საინტერესო რაღაც ხდება იაკობის და რაქელის ისტორიაში თავიდანვე
დაბადება თავი ოცდამეცხრე 1) ესაა პირველი ბიბლიური "ერთი ნახვით შეყვარება" ( დაცემის შემდეგ, რადგან სამოთხეში ადამმა შესანიშნავად აღწერა ევა, მაგრამ იქ უფრო შეცნობაზე იყო გამახვილებული ყურადღება, ვიდრე ემოციურ სიყვარულზე) 2) მძიმე, პატრიარქალურ, მკაცრ ძველ აღთქმაში ესაა პირველი ( და მგონი უკანასკნელიც) მოვლენა როცა კაცი ატირდება სიყვარულის გამო: 11. აკოცა იაკობმა რახელს და ხმამაღლა ატირდა. (არის ვარაუდები, რომ სიყვარულის გამო კი არ ატირდა, არამედ იმის გამო, რომ ხსნა იხილა,რადგან შემდეგ წერია შეუყვარდაო, მე არ ვეთანხმები ამ აზრს, რადგან ერთი ნახვით სიყვარულის გააზრება მოხდა მოგვიანებით, ხოლო რაქელი აშკარად თავიდანვე შეუყვარდა იაკობს) 3) უცნაურად შემოდის ძველ აღთქმაში ფიზიკური მოვლენა, ლია ( რაქელის და ) სუსტია თვალებით ( არსად წერია მახინჯიაო) და მის საპირისპიროდ რაქელი ფიზიკურად ძალიან ლამაზია 17. ლეას სუსტი თვალები ჰქონდა, რახელი მშვენიერი იყო ტანად და პირად. 4) ისევ გრძელდება ძველ აღთქმისეული ( და ჩვენთვის რათქმაუნდა მიუღებელი) ერთგვარი ინცესტი, როცა ცოლად მოყავთ არამარტო ბიძაშვილები ( რაქელი იყო იაკობის დედის ძმისშვილი"10. როგორც კი დაინახა იაკობმა რახელი, თავისი დედისძმის, ლაბანის ასული) , არამედ მეტიც პოლიგამია ისევ მეორდება, ერთდროულად ორი დის მოყვანა პირველად და უკანასკნელად ფიქსირდება წმიდა ადამიანებს შორის ბიბლიაში. 5) იაკობის სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ იგი 7 წელს და შემდეგ ისევ 7 წელს ანუ მთლიანობაში 14 წელს იმუშავებს სიმამრთან რომ რაქელი დაიმსახუროს, ესეც განუმეორებელი მომენტია ბიბლიაში 18. შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა ლაბანს: შვიდ წელიწადს გემსახურები რახელისთვის, შენი უმცროსი ასულისთვის. 6) ორ ცოლს შორის ხდება ერთგვარი ბრძოლა უფალსა და იაკობს შორის (შემდეგშიც "შეიბმებიან" უფალი და იაკობი და ეწოდება იაკობს ისრაელი "უფალთან მოჭიდავე"), იაკობი უფრორე მისი პირველი სიყვარულისაკენ გადაიხრება-რაქელისაკენ, ხოლო ლია დაიჩაგრება, უფალი დაჩაგრულს გამოექომაგება (იაკობის საპირისპიროდ) და ლია ზედიზედ 4 ვაჟს უშვებს და რაქელი ბერწი იქნება და მეტიც, სწორედ მეოთხე ვაჟი ლიასი - იუდა არის უფლის ტომის წინაპარი"35. კვლავ დაორსულდა და შვა ვაჟი და თქვა: ახლა კი ვმადლობ უფალს. ამიტომ უწოდა ვაჟს სახელად იუდა და შეწყვიტა შობა. " აქ ძალიან საინტერესოა შემდეგი რამ, პირველი სამი შვილის შობისას ლიას მთელი ყურადღება მიქცეული იყო ქმრის გულის მოგებაზე "ამიერიდან შემიყვარებს ჩემი ქმარი"ახლა კი შემომევლება ჩემი ქმარი" და ა.შ. იმეორებდა ლია, მაგრამ იუდას დაბადების შემდეგ მისი აზროვნება შვილისა და შვილის მომცემისაკენ მიექცა, ასე გამოიყვანა განსაცდელიდან უფალმა ლია და ასე აამაღლა იგი განსაცდელზე. შემდეგ გავაგრძელებ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 01:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი