![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ბევრი საკითხია ძალიან ბევრი, რომელიც უბრალოდ არ ჩანს ან ნაკლებად ჩანს წმ. წერილში, მინდა ბიბლიისეულ დედებზე ვისაუბროთ, ბიბლიაში მოხსენიებულ ქალებზე, ბევრი მათგანი უბრალოდ ნახსენებია, ან მხოლოდ სახელი ან გაკვრით, მაგრამ ამ ზოგადი ინფორმაციის უკან დიდი ისტორიაა, ქალური სიძლიერეც, სიმორცხვეც, სიყვარულიც, ტროა და სამოთხე დაიკარგა ქალის გამო, და ქალთა უკეთილშობილესმა არსებამ ხსნა მოგვივლინა, ქალის უჩვეულო და აღმატებული მაგალითია წმ. მარიამ ეგვიპტელი, დაცემიდან უზარმაზარ სიწმიდემდე, ჩვენ ახლა ვერ ამოვწურავთ ამ თემას, თორემ შუშანიკიდან ქეთევანამდე მაგალითებს რა გამოლევს, დარეჯან დედოფლიდან ვიდრე 1921 წლის 23 თებერვალს დაღუპულ მარო მაყაშვილამდე, ექვთიმესა და ილიას ცოლებიდან ჩვენს საყვარელ დედიკოებამდე, ჩვენს ულამაზეს ფორუმელ დედებზე და უნაზეს გოგონებამდე, ჰოდა ამ ყველათა წმიდა წინასახე ბიბლიაშია, დაწყებული ევადან მოსეს დამდე, კარავში ჩუმად გაცინებულ სარადან ან იაკობის საყვარელ ცოლამდე...
მოკლედ გავიხსენოთ ქალები წმ. წერილში, ისინი ხშირად საზოგადოების ცხოვრებაში აქტიური მონაწილოებას ღებულობდნენ, მეტიც მოსეს და-მარიამი ისაა, ვინც გადარჩენილ ებრაელ ერს ღვთის დიდების სიმღერას პირველი შემოსძახებს: 19. როცა შევიდნენ ზღვაში ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებითურთ, ზღვის წყლები მიაქცია მათზე უფალმა, ხოლო ისრაელიანები მშრალად გავიდნენ ზღვაში. 20. აიღო ხელში დაფდაფი მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, და მიჰყვნენ მას დედაკაცები დაფდაფებით და დააბეს ფერხული. 21. ასე შეუძახა მათ მირიამმა: უმღერეთ უფალს, რადგან დიდად განდიდდა იგი; ცხენი და მხედარი ჩაჰყარა ზღვაში. არ ყოფილა, მიუხედავ აზიური ცხოვრებისა ბიბლიაში ქალები განრიყულები, საოცრად უყვარდა ისრაელის მსაჯულს თავისი ერთადერთი ქალიშვილი: 34. შინ მობრუნდა იფთახი მიცფაში და, აჰა, როკვით გამოეგება თავისი ასული დაირით ხელში. ეს ერთი ჰყავდა, მის გარდა არც ვაჟი ჰყავდა და არც ქალი მეტიც, ქალები წინასწარმეტყველები იყვნენ ძველ აღთქმაშიც და ახალშიც: 14. მივიდნენ ხილკია მღვდელი, ახიკამი, ყაქბორი, შაფანი და ყასაია ხულდასთან, წინასწარმეტყველ ქალთან, რომლის ქმარი შალუმი, თიკვა ხარხასის ძის ძე, სამოსელთა მცველი იყო. ქალი იერუსალიმში, მეორე უბანში, ცხოვრობდა და დაელაპარაკნენ მას. 15. უთხრა ქალმა: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: უთხარით იმ კაცს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ. ნეემია 6 : 14 14. ღმერთო ჩემო, მათი ამ საქმეებისაებრ გაიხსენე ტობია და სანბალატი, აგრეთვე ნოყადია, წინასწარმეტყველი ქალი, და სხვა დანარჩენი წინასწარმეტყველები, მე რომ მაშინებდნენ. და ჩვენი უფლის მირქმის წინასწარმეტყველი ანა 36. და იყო ანნა წინაწარმეტყუელი, ასული ფანოელისი, ტომისაგან ასერისა. ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხორებულ იყო ქმრისა თანა შჳდ წელ სიქალწულითგან თჳსით. 37. და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე. 38. ესე მასვე ჟამსა შინა მოიწია და აღუვარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთჳს ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოჴსნასა იერუსალჱმს შინა. გავაგრძელებ; იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ძალიან გთხოვ სიდ, ნუ აოფებ, და ასევე სხვებსაც, გასაოფებლად არის გავუზიაროთ აზრები და იქ ისაუბრეთ!
ლოტის შესახებ, არც დათრობა და არც ინცესტი არაა გამართლებული წმიდა წერილის მიერ, ანუ ყველა დროს, გამონაკლისის გარეშე ინცესტი მშობელსა და შვილს შორის ითვლებოდა, ითვლება და ჩაითვლება უმძიმეს ცოდვად, მაგრამ ამ შემთხვევაში მრუშობითი გულისთქმით კი არ მოხდა ინცესტი არამედ, როგორც დავწერე წინა პოსტში, გამრავლების მიზნით, თუმცა ცოდვად მაინც ითვლება და არცაა გამართლებული: ციტატა უცნაური ისტორიაა ლოტის ქალიშვილების ისტორია, თუმცა რა ისტორია, როგორც დავწერე ციტატა წერილში აშკარად ჩანს ორი რამე ა. წერილი (ბიბლია ანუ) მათ არ ამართლებს ბ. მათ ინცესტი ინცესტისათვის კი არ ჩაიდენეს, არამედ ადამიანთა გამო, მარტო ისინიღა დარჩნენ ეგონათ და გამრავლებისათვის მოხდა, ასე წერია ბიბლიაში "30. აიყარა ლოტი ცოღარიდან და მთაში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად, რადან ცოღარში ცხოვრების ეშინოდა. ერთ გამოქვაბულში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად. 31. უთხრა უფროსმა უმცროსს: მოხუცია მამაჩვენი და კაცი არ არის ამ ქვეყანაში, რომ შემოვიდეს ჩვენთან როგორც ქვეყნის წესი და რიგია. 32. მოდი, დავალევინოთ ღვინო მამაჩვენს და მივუწვეთ, შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს. 33. შეასვეს ღვინო მამას იმ ღამით; მივიდა უფროსი და მიუწვა მამას, ხოლო მამამ ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა. 34. მეორე დღეს უფროსი ეუბნება უმცროსს: აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩემთან, შევასვათ ღვინო ამაღამაც, მიდი და მიუწექი. შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს. 35. შეასვეს ღვინო იმ ღამითაც მამას; ადგა უმცროსი და მიუწვა, ხოლო მან ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა. 36. დაორსულდა ლოტის ორი ასული მამისაგან. 37. შვა ძე უფროსმა და უწოდა სახელად მოაბი. იგი არის მოაბელთა მამა დღევანდლამდე. 38. უმცროსმაც შვა ძე და უწოდა სახელად ბენ-ყამი. იგი არის ყამონიანთა მამა დღევანდლამდე" აშკარაა რომ ორივენი შეცდნენ, თუმცა ორივემ საქციელი ჩაიდინა შთამომავლობის აღდგენის მიზნით მოხდა, თუმცა უცნაური ძველი აღთქმის შვილად ჩავთვალოთ ეს და გავაგრძელოთ საუბარი. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 02:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი