ქრისტეს სისხლი და ხორცი, რას ვეზიარებით ევქარისტიისას |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტეს სისხლი და ხორცი, რას ვეზიარებით ევქარისტიისას |
death |
Apr 22 2009, 01:22 AM
პოსტი
#1
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
მოკლედ ეხლხანს მქონდა ნახევრად იუმორისტული კამათი ამ საკითხზე და ამ კამათს მოჰყვა კიდევ სხვა რაციონალური შემეცნებითი საღამო . მართლია ორივე შემთხვევაში ჩემი პოზიცია, რაღაც ერეტიკული აღმოჩნდა ზოგიერთისთვის. ამიტომ აქ მინდა ამ თემაზე ვისაუბროთ
გასაგებია, რომ ევქრისტიისას ვეზიარებით (ვიღებთ) ქრისტეს ხორცს და სისხლს მაგრამ... მოდი განვსაზღვროთ, როგორ და რა ფორმით ხდება ამ ხორცის გაარდასახვა ღვინოში და პურში. რა არის ეს ხორცი და სისხლი ცოცხალი იესოს (აღდგომადე) თუ განახლებული (აღდგომის შემდგომი) თუ... ეს ბოლო კითხვა ცოტა პრიმიტიულად არის დასმული მაგრამ თავდაპირველი განსაზღვრისთვის ესე აჯობებს... მოკლედ გისმენთ... ჩემს პოზიციას თქვენი კომენტარების შესაბამისად დავაფიქსირებ -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
მნათე |
Apr 22 2009, 01:42 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
death
ტრანსსუბსტანცია - ანუ გადაარსება - ეს არის მართლმადიდებლურ/კათოლიკური პოზიცია, ანუ პური და ღვინო ინარჩუნებენ სუნს, გემოს, ფერსა და ფორმას, - მაგრამ არსობრივად აღარ არიან აღარც პური და აღარც ღვინო, მათი არსი შეცვლილია, ჩვენ წინ უცილობელად არის ის ხორცი და ის სისხლი, რომელიც ქრისტესია და როცა მას ვეხებით, ვეხებით ქრისტეს. კალვინისტური პოზიციით - ზიარება არის სულიერი მოვლენა, ანუ ფორმები მხოლოდ სიმბოლოებია და ამ სიმბოლოს მშვეობით ხდება ჩვენი თანაზიარება უფალთან, არავითარი მატერიალური სისხლი და ხორცი არ არსებობს. ევქარისტიის ტრადიციული გაგება ეფუძნება კაცობრიობაში ღვთის მარადიულ შემოსვლას, მარადიულ ჯვარცმასა და აღდგომას. ღმერთი მიკერძოებული არ არის. რადგან არა მხოლოდ 1 საუკუნის ქრისტიანებს ქონდათ შესაძლებლობა შეხებოდნენ მას, არამედ ჩვენც. ქრისტეს მოვლენიდან აქამომდე არ დამდგარა დღე, როცა ქრისტე არ ასულიყო ჯვარზე და არ შეწირულიყო კიდევ ერთხელ. ეს არის ერთგვარი დროითი გადაარსებაც. ჩვენ არაფერს ვიხსენებთ, ჩვენ ვაცოცხლებთ ამ რეალობას. ამ საკითხს აქ ჩავუღრმავდით, დიალოგი იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც მათი მონაწილეები სამი ძირითადი ქრისტიანული კონფესიდან არიან. http://forum.ge/?f=84&showtopic=33934493 |
death |
Apr 22 2009, 01:45 AM
პოსტი
#3
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
death ტრანსსუბსტანცია - ანუ გადაარსება - ეს არის მართლმადიდებლურ/კათოლიკური პოზიცია, ანუ პური და ღვინო ინარჩუნებენ სუნს, გემოს, ფერსა და ფორმას, - მაგრამ არსობრივად აღარ არიან აღარც პური და აღარც ღვინო, მათი არსი შეცვლილია, ჩვენ წინ უცილობელად არის ის ხორცი და ის სისხლი, რომელიც ქრისტესია და როცა მას ვეხებით, ვეხებით ქრისტეს. კალვინისტური პოზიციით - ზიარება არის სულიერი მოვლენა, ანუ ფორმები მხოლოდ სიმბოლოებია და ამ სიმბოლოს მშვეობით ხდება ჩვენი თანაზიარება უფალთან, არავითარი მატერიალური სისხლი და ხორცი არ არსებობს. ევქარისტიის ტრადიციული გაგება ეფუძნება კაცობრიობაში ღვთის მარადიულ შემოსვლას, მარადიულ ჯვარცმასა და აღდგომას. ღმერთი მიკერძოებული არ არის. რადგან არა მხოლოდ 1 საუკუნის ქრისტიანებს ქონდათ შესაძლებლობა შეხებოდნენ მას, არამედ ჩვენც. ქრისტეს მოვლენიდან აქამომდე არ დამდგარა დღე, როცა ქრისტე არ ასულიყო ჯვარზე და არ შეწირულიყო კიდევ ერთხელ. ეს არის ერთგვარი დროითი გადაარსებაც. ჩვენ არაფერს ვიხსენებთ, ჩვენ ვაცოცხლებთ ამ რეალობას. რაც დაწერე ეგ უკვე ცნობილია ჩემთვის. მაგას არ ეხება ჩემი კითხვა. მე ვკითხულობ: ციტატა მოდი განვსაზღვროთ, როგორ და რა ფორმით ხდება ამ ხორცის გაარდასახვა ღვინოში და პურში. ნუ ჩამთვლით ეხლა გამოუსწორებელ რაციონალისტად უბრალოდ რაციონალიზმის ერთგვარ ჩარჩოში ვცდილობ ამ ყველაფერის მოქცევას და მეორე, გავაკეთოთ ქრისტეს სხეულის არსობრივი განმარტება. ეს ორი საკითხე გადაჯაჭვულია ერთმანეთზე. ისე გარდასახვას, გადაარსებას ალბათ უფრო, რაც შეეხება ამაზე საინტერესოდ წერს კიპრიან კერნი: Церковь, причастная им, не их превращает в человеческое тело, как это случается с обычной пищей, но сама претворяется в них, ибо высшее (божественное) побеждает тварное. Железо, прикоснувшееся огню, само становится огнем (раскаляется), a не допускает огню превратиться в железо. И подобно тому, как раскаленное железо не представляется нашему взору железом, но огнем, так как свойства железа как-будто бы поглощены огнем, — точно так же, если бы можно было видеть Христову Церковь, поскольку она соединена с Ним и причастна Его Плоти, мы не увидели бы ничего иного, кроме Тела Господня ანუ გარდასახვა პირიქით ხდება... თუმცა გავაგრძელოთ... ველი პასუხებს -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 08:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი