პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
KAIROS |
Feb 7 2007, 09:23 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...
http://church.ge/index.php?showtopic=576 "ლოცვა უცნობი ადამიანისათვის" მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს: "... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..." და სხვაგან: " ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით." ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ? მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)" რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ... საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
დეკ. ანდრია |
Feb 10 2007, 02:28 AM
პოსტი
#2
|
* * * ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 |
დილის ლოცვებში ჩვენ ვამბობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წარმწყმედელთა წვალებათაგან დაბნეულნი..." ნებისმიერი მწვალებლობა არის მართალი სარწმუნოების უარყობა და ჭეშმარიტების გზიდან გადახვევა. როგორც ლოცვის სიტყვებიდან ჩანს, ჩვენ ვიხსენიებთ მათ, ვინც შეცდა და დაიბნა. არის სხვა კატეგორია ადამიანებისა, რომელთა მდგომარეობას მიესადაგება ტერმინი "სასიკვდინე ცოდვა". მარიამის კითხვაზე ჩემს მიერ გაცემულ პასუხში იყო ბმულები წმიდა თეოფილაქტე ბულგარელის და წმიდა იუსტინეს (პოპოვიჩი) წიგნებზე, რომლებშიც ვკითხულობთ შემდეგს (შენდობას ვითხოვ რუსული ტექსტის მოყვანისათვის): "о грехе к смерти говорит: пусть не просит, то есть не молится: ибо не будет услышан, потому что просит не на добро. Разумеет того, кто не показывает никакого обращения. Ибо грех к смерти тот и есть только, в котором не приносят раскаяния" (ნეტარი თეოფილაქტე); "каждый грех, в котором остается человек добровольно, благодарно и непреклонно, есть грех к смерти" (ღირსი იუსტინე). როგორც ვხედავთ ეს მამები სასიკვდინე ცოდვაში მყოფებს უწოდებენ მათ, ვინც არ აჩვენებს არანაირ ნიშანს სინანულისა და მოქცევისა, ნებაყოფლობით და მოუდრეკელად რჩება ცოდვაში. შევნიშნოთ, რომ წმიდა მოციქული იოანე ხსენებულ ეპისტოლეში ლაპარაკობს ცოცხლებზე, რომელთა მდგომარეობა ჯერ კიდევ იძლევა არჩევანის გაკეთების საშუალებას და მაშასადამე მათთვის ლოცვითი შეწევნა შეიძლება კეთილ საქმედაც კი ჩანდეს. თითქოს უცნაურია სიყვარულის მოციქულისაგან მსგავსი მიდგომა. მაგრამ ღმერთი, რომელიც აძლევს ადამიანს ნების თავისუფლებას, ითვალისწინებს მის [ადამიანის] არჩევანს, პატივსსცემს მის მიერვე მინიჭებულ ამ თავისუფლებას, არ ართმევს მას ადამიანს და მისი გამოყენებისდამიხედვით განსჯის. ჩვენ ვერ ვშველით მათ, ვინც გაიგებს უფლის სიტყვებს, მაგრამ მაინც ჯიუტად გაიძახის თავისას. ასე მაგალითად, რასელისტებს ჩვევიათ პატიოსანი ჯვრის სისულელედ წოდება თითქოსდა წმიდა პავლეს სიტყვებით (თეს. 5,18). მაგრამ როცა წაუკითხავ წინადადებას სრულად, გადაგიან სხვა თემაზე. რატომ არ დაფიქრდებიან თავიანთი შეხედულებების სიმცდარეზე, რატომ არ დაეჭვდებიან თავიანთი მოძღვრების არაგულწრფელობასა და არაკომპეტენტურობაში? იმიტომ, რომ მათ გარკვეული მიზეზის გამო აწყობთ სიცრუის არათუ მიღება, არამედ ქადაგებაც კი. ძნელად დასაჯერებელია არ კითხულობდნენ ამ წინადადებას სრულად. ასე რომ არის განსხვავება მათ შორის, ვინც ცდება და ვინც შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას.
ლოცვა სასიკვდინედ მცოდველთათვის, თუ დავუჯერებთ ნეტარ თეოფანეს და ღირს იუსტინეს, ვერ იქნება აღვლენილი. ვერ აღევლინება იმდენად, რადნენადაც ეს იქნება კადნიერება, რომელსაც ჩვენს მიერ "სიყვარულად" წოდებული ემოცია ვერ გაამართლებს. სიყვარულის ნიჭი ბევრად მეტი ჰქონდათ იმ მამებს, რომლებიც შეაჩვენებდნენ მწვალებლებს და ანათემატიზმები დაგვიტოვეს. როცა ადამიანი კადნიერდება და აკეთებს იმას, რაც არ ეთანხმება წმიდა წერილსა და მამათა მცნებებს, განსაცდელის წინაშე აყენებს თავს. ეს არ არის მოყვასის გადასარჩენად ტვირთული განსაცდელი, არამედ უგუნური კადნიერების შედეგი. განსაცდელის სახე ყოველთვის არ არის ერთნაირი. მძიმე შედეგი ასეთი კადნიერებისა არის სარწმუნოებრივი ეჭვები. მაგრამ ყველაზე საშინელი, თუმცა ნაკლებად საგრძნობი არის სულიერი მდუღარების დაკნინება, წუთისოფელთან შერიგების გზების ფარული ძიება. უამრავი ადამიანია ჩვენს ირგვლივ, რომელთაც არ იციან ღმრთის სიტყვა და მათი ჭეშმარიტებისადმი წინააღმდეგობა არცოდნას ეყრდნობა. უმეტესი მათგანი მონათლულიც კი არის. როცა იცი ის საშინელება, რომელიც ქრისტეს გარეშე დარჩენილს ელოდება, შეუძლებელია დარჩე გულგრილი და არ შეეწიო სიტყვით თუ ლოცვით. მაგრამ სხვაა ის, ვინც იცის და თვალს ხუჭავს. მათთან შეიძლება საუბარი, უფრო იმისათვის რომ გული მოვულბოთ, მაგრამ ლოცვა ვერ (ანუ – არ) აღესრულება. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 02:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი