IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს, კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
უჩა
პოსტი Apr 21 2009, 02:09 PM
პოსტი #1


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



აღდგომას უწმინდესის ქადაგება.

http://www.ertsulovneba.ge/qadagebebi.php


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
მნათე
პოსტი Apr 22 2009, 09:21 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



აი ესეც ლადარიას შეფასება, ვეთანხმები.

ასიმეტრიები (სააღდგომო და არა მარტო)

”ძი-ა-ლო-გი! ძი-ი-ა-ალო-ოგი!” — არა, ამჯერად სულაც არ ვქილიკობ — აბა, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერზე ქილიკი ვის გაუგონია. მე მოკრძალებით ვეთანხმები ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს და ვაღიარებ, რომ ”დიალოგი” მოცემულ შემთხვევაში არა მარტო მიუღებელია, არამედ შეუძლებელიცაა. იქნებ ვინმეს ეგონოს, რომ ეს რაღაც ბოროტი ნების ან ფსიქოლოგიური შეუთავსებლობის შედეგია? სინამდვილეში სულ სხვა, ბევრად უფრო ძლიერი შეუთავსებლობა ვლინდება დღევანდელი საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე — ეს ისტორიული შეუთავსებლობაა.
აქ კი ერთი ასიმეტრია იჩენს თავს... ბევრად უფრო ადვილია იმის ჩვენება, რომ სააპრილო პროტესტის ავტორები რევანშისტები არიან, ვიდრე იმის დამტკიცება, რომ მათ გარეშე საქართველო სულ კუნტრუშ-კუნტრუშით გაუყვება ნათელი მომავლის გზას. მაგრამ ეგ არაფერი — ასიმეტრია საკმაოდ ჩვეული ჭირია და ადამიანისათვის დიდად ნაცნობი. აკი რუსთველიც ამბობდა: ”კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია!”. აქაც ასიმეტრიაზეა ლაპარაკი — ბოროტი და კეთილი თანაბრად არ არის განაწილებული ჩვენს ცოდვილ წუთისოფელში. ჰოდა, საწუხარიც არაფერია: ქვით-კირისა არ იყოს, ჩვენც გავმაგრდეთ და შევტოპოთ ჩვენი ცხოვრებისეული ასიმეტრიების ჭაობში.
რუსთველის ციტირება, რა თქმა უნდა, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლემ მოგვაფიქრა. ამ ტექსტსაც ”ვეფხისტყაოსნის” ერთი სტრიქონი უძღვის წინ. ჩვენც ეპისტოლეთი დავიწყოთ.
ჯერ პატარა შესავალი. ეპისტოლე იხსენებს XVII საუკუნის საქართველოს და ერთმანეთს ადარებს ორ მეფეს — როსტომსა და თეიმურაზს. პირველის შესახებ ვკითხულობთ: ”როსტომმა ქრისტიანობა უარჰყო; თავის გარშემოც ასეთნი შემოიკრიბა და უზნეოდ მცხოვრებს სურდა, ხალხიც მასავით გადაგვარებულიყო. მის დროს ’გამრავლდა სიძვა და არაწმიდება, ცოდვა იგი სოდომ-გომორული და დედათა თანა-აღრევა...’ ამასთან, ვინც ასე იქცეოდა, მეფისგან დაფასებული იყო, ხოლო სიმართლისმომქმედნი, ცოდვისმოძულენი და წრფელნი გულითა, იჩაგრებოდნენ (ქართლის ცხოვრება)”. როსტომმა ისლამი მიიღო — გასაგებია, რომ იმ დროის ქრისტიანი ქრონისტისათვის ეს თავისთავად უზნეობასთან და ”სოდომ-გომორასთან” იქნებოდა ასოცირებული. ახლა პოლიტკორექტულობასა და ისლამის მიმართ შეუსაბამო დამოკიდებულებაზე წუწუნს არ დავიწყებთ, უბრალოდ აღვნიშნავთ, რომ შუასაუკუნეობრივი ღირებულებები, როგორც ეტყობა, ჯერაც ცოცხალია. ამის აღნიშვნა კი სულ სხვა რამისთვის გვჭირდება.
ვნახოთ კიდევ ერთი ციტატა ეპისტოლედან: ”ქვეყნის კეთილდღეობა დიდად არის დამოკიდებული მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობაზეც. ჩვენ მათთან, აუცილებლად, უნდა გავაღრმავოთ კავშირი, რის წინაპირობადაც უნდა იქცეს კულტურათა შორის დიალოგი; ერთმანეთის სულიერი, მეცნიერული და მატერიალური ფასეულობების წარმოჩენა ხელს შეუწყობს ჩვენს შორის არსებული სხვა საკითხების გადაწყვეტასაც”. წინა ციტატა იმის დასადგენად დაგვჭირდა, რომელი ”მეზობელი სახელმწიფოები” იგულისხმება აქ. სულ ოთხია. ამასთან, თურქეთი და აზერბაიჯანი უნდა გამოვრიცხოთ, რადგან ამ შემთხვევაში ”ერთმანეთის სულიერი, მეცნიერული და მატერიალური ფასეულობების წარმოჩენა” რაც იქნებოდა XVII საუკუნის ქრონისტის თვალში, ეს უკვე წავიკითხეთ. დარჩა სომხეთი და რუსეთი. პირველი უნდა გამოვრიცხოთ: აქ ერთმანეთის სულიერ, მეცნიერულ და მატერიალურ ფასეულობებს როგორც წარმოაჩენენ, კარგადაა ცნობილი სხვადასხვა არქიტექტურული ძეგლის გარშემო ატეხილი აურზაურის წყალობით.
ერთი სიტყვით, ეს იდუმალი ”მეზობელი სახელმწიფოები” სხვა არაფერია, თუ არა რუსეთი. ამას თუნდაც ის მოწმობს, რომ ამჯერად სააღდგომო წირვაზე საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მწყემსთმთავარს ხელთ ეპყრა ახალი რუსული კვერთხი. მრავლობითი რიცხვი კი რაღა შუაშია? რომელი ”სახელმწიფოები” იგულისხმება? — ოჰ, რუსეთი ხომ ფედერაციაა, ბატონებო, აქ ეპისტოლის ავტორი, როგორც ეტყობა, იმას გულისხმობს, რომ ურთიერთობა ”უნდა გავაღრმავოთ”, ესე იგი, დავეწაფოთ და წარმოვაჩინოთ მოძმე უდმურტებისა და ჩუვაშების, ტუველებისა და ბაშკირების და, ვინ მოსთვლის, კიდევ ვისი ”სულიერი, მეცნიერული და მატერიალური” ფასეულობები. ან კი რას გადავეკიდეთ ამ გრამატიკულ კატეგორიებს — განა თვით ბიბლიაში ღმერთი მრავლობით რიცხვში მდგომი სიტყვით არ მოიხსენიება? — ”ელოჰიმ”. ვისთვისაც რუსეთი ღმერთია, გაიგებს და დააფასებს.
მაგრამ ასიმეტრიას დავუბრუნდეთ. ამისათვის კი ერთი ციტატაც დაგვჭირდება: ”საერთოდ, სახელმწიფო უნდა განვითარდეს და მისი იდეოლოგიის განმსაზღვრელი უნდა იყოს არა გარე გეოპოლიტიკური ფაქტორები, არამედ ეროვნული ინტერესები. ამ ინტერესებს უმნიშვნელოვანესად უნდა მიიჩნევდეს როგორც ხელისუფლება, ისე პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია. იგივე ითქმის ჩვენს თითოეულ მოქალაქეზეც”. ჯერ აღვნიშნოთ, რომ ეს ციტატა უშუალოდ მოსდევს ზემოთ უკვე მოყვანილს და მათ შორის ერთი სიტყვაც კი არ არის. ამ ორი წინადადებიდან მეორე, ცოტა არ იყოს, უცნაურად ჟღერს: საქმე ისაა, რომ ეროვნული ინტერესების ჩამოყალიბება, ფორმულირება და გამოხატვა ხდება ჩამოთვლილი სუბიექტების მიერ: ხელისუფლება, პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია. ეროვნული ინტერესები არის სწორედ ის მრავალფეროვნება, რაზეც დასახელებული სუბიექტები ლაპარაკობენ. დროთა განმავლობაში ხან ერთი ინტერესი იმარჯვებს, ხან მეორე, პრიორიტეტებიც იცვლება და მიმართულებებიც. ეროვნული ინტერესები დინამიკური კატეგორიაა. მაგრამ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, თუ პირველ წინადადებას დავაკვირდებით: ”სახელმწიფო უნდა განვითარდეს და მისი იდეოლოგიის განმსაზღვრელი უნდა იყოს არა გარე გეოპოლიტიკური ფაქტორები, არამედ ეროვნული ინტერესები”. აქაც უცნაურობა: რაო, ”გარე გეოპოლიტკური ფაქტორები” არ შეიძლება შეადგენდეს ეროვნულ ინტერესებს? მაგრამ ყველაფერს ხსნის ეს ასიმეტრიული წყვილი: ”ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები” — ”გარე გეოპოლიტიკური ფაქტორები”. რაღა ბევრი გავაგრძელოთ: პირველი რუსეთია, მეორე კი დასავლეთი. საერთო უწყება კი შემდეგნაირად ჟღერს: ხელისუფლება, პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები ერთიანად უნდა შებრუნდნენ რუსეთისაკენ და ზურგი შეაქციონ დასავლეთს. ერთი ხომ ”სახელმწიფოებია”, მეორე კი მხოლოდ უპიროვნო და უფორმო ”ფაქტორები”.
ან კი რატომ უნდა ელაპარაკებოდეს ეკლესია საკუთარ მრევლს ასეთი რთული ქარაგმებით? არა ჯობია, პირდაპირ მოგვიწოდოს, მაგალითად, უარი ვთქვათ ”ნაბუკოს” პროექტზე? — დასაწყისში კატეხიზმოს საწყისებს გვამცნობენ (რა განსხვავებაა მოზეიმე და მებრძოლ ეკლესიას შორის, რას ნიშნავს მკვდრეთით აღდგომა და ა. შ.), თითქოს მსუბუქი ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ საქართველოში ქრისტიანობა ლამის 19 საუკუნის წინადაა ნაქადაგები. პირდაპირი ტექსტით და დაწვრილებით გვიყვებიან იმას, რაც ყველა ქრისტიანმა ისედაც უნდა იცოდეს. მაგრამ მერე, როცა საქმე ეხება პოლიტიკურ საკითხებს (რის ცოდნაც ყოველ ქრისტიანს ნამდვილად არ მოეთხოვება), გაუგებარი ქარაგმების მოკლე საბანს აფარებენ პრორუსულ მისწრაფებებს.
დაახლოებით ამგვარ ქარაგმებს მიმართავს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, როცა ნატოს გეგმიურ სამხედრო სწავლებით გამოწვეულ გაღიზიანებას გამოხატავს: არ ამბობს ”ნატო”, არამედ ”დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური ძალები”. წყარო კი ამ ქარაგმებს ერთი და იგივე აქვთ: საბჭოთა პროპაგანდის მოყირჭებული ინვენტარი, რომელმაც კულმინაცია პოვა სიმღერაში ერთი ძველი დეტექტიური სერიალიდან: ”если кто-то кое-где у нас порой” — ”თუ ვინმე ზოგან ჩვენთან ზოგჯერ”.
მაინც რატომ დავარქვი ამ ყველაფერს ასიმეტრია? — ძალიან უბრალო მიზეზის გამო: ”რუსეთი თუ დასავლეთი” არ შეიძლება იყოს დილემა, არ შეიძლება იყოს არჩევანი. ამაზე დასავლეთშიც და რუსეთშიც ამბობენ, ერთმანეთში ნუ ავურევთ საღვთო ნიჭსა და ერბოკვერცხსო. ვითარება იმას ჰგავს, როცა სასწორის ერთ პინაზე მარმარილოს ლოდი ძევს, მეორეზე კი ბამბის ქულა: ზეგარდმო მონაბერი შთაგონება არ არის საჭირო იმის გასაგებად, რომ ასეთი სასწორი რხევას არ დაიწყებს, შეფასებისთვის წამიერი ყოყმანის საბაბსაც ვერ მისცემს თვალხილულ ადამიანს.
იგივეა უკვე ნახსენები დიალოგის შემთხვევაშიც, რომელსაც ასე ხმატკბილად უგალობა ”საქართველოს გზის” წინამძღოლმა. როგორც თავიდანვე ვთქვი, აქ სავარაუდო მხარეთა არათანაბარ ძალაზე არაფერს ვიტყვი, თუმცა ესეც აშკარაა. მე სხვა მომენტზე მინდა გავამახვილო ყურადღება: ასიმეტრია აქ მათსა და მათ შორის კი არ არის, არამედ ჩვენსა და მათ შორის.
ამის ასახსნელად კვლავ მაგალითს უნდა მივმართო. რამდენიმე დღის წინათ ერთმა საზოგადო მოღვაწემ მითხრა: ”მდგომარეობიდან ვერ გამოხვალ, თუ ჯერ ბესელიას პადოშიზაცია არ მოხდა”. მე პირადად მინდა ვთხოვო დეპუტატ გია თორთლაძეს, მაპატიოს ამ ფრაზის გამოქვეყნება, თუმცა ეს არანაირად არ აკნინებს მის პიროვნებას, არამედ დამატებით ნათელს ჰფენს იმაზე, თუ როგორ უყურებენ სხვებსაც და საკუთარ თავსაც ქართველი პოლიტიკანები. ამ შემთხვევაში მე პრეტენზია არა მაქვს იმ ჰიპოთეზურ ფაქტთან, რომ ეკა ბესელია ან ვინმე მისი მსგავსი რაიმე თანამდებობას მიიღებს, ან სხვაგვარად დაიოკებს მტანჯველს წყურვილს, ამაზე უარესიც გვინახავს. მე პრეტენზია მაქვს დიალოგთან, რომელიც, თუნდაც ჰიპოთეზურად, შეიძლება ამით დამთავრდეს ან ამას ისახავდეს მიზნად.
დიალოგი არ არის რამდენიმე ადამიანის შეკრება რომელიმე სასტუმროს დარბაზში ან საპატრიარქოში და მერე იმაზე მსჯელობა, როგორ უნდა მოხდეს ”გრეჩიხას” ვალების ”გარასხოდება”, ან კობა დავითაშვილის უზრუნველყოფა შემწვარი ზუთხის საკმარისი რაოდენობით. არც სახელმწიფო თუ პარტიულ პოლიტიკად მიმაჩნია იმაზე სავარაუდო ფიქრი, რამდენ თეთრად უნდა ვაყიდინოთ ბინა რომელიმე ჯერაც არგაქცეულ თანაგუნდელს, რომ ამის მერე ნაღდად არ გაიქცეს. ეს ოპოზიციასთან დიალოგი და შიდაპარტიული პოლიტიკა კი არა, იმ ”კოლექტიური შევარდნაძის” დაბრუნებაა, რომლის შესახებ შვიდი თუ ექვსი წლის წინ მიწევდა წერა.
არც ეს გაუთავებელი ამნისტიები და შეწყალებებია გონიერი დათმობის თუ ”კომპრომისის” მაჩვენებელი, რადგან ერთადერთ შედეგად სახელმწიფოს სისუსტის შეგრძნებასა და დაუსჯელობის განცდას ბადებს, რისი მაგალითიც იყო ქალთა კოლონიაში ბოლოდროინდელი არეულობა. სოზარ სუბარმაც კი ვერ მოძებნა არგუმენტები მის გასამართლებლად.
მე, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ, ხმა მივეცი განათლების რეფორმას, ლიბერალურ ეკონომიკას, საერო სახელმწიფოს, კანონის უზენაესობას, დანაშაულისადმი ნულოვან ტოლერანტობას. სწორედ ამის გარშემო უნდა მიმდინარეობდეს დიალოგი ყოველდღე, ყველა საზოგადოებრივ დონეზე და ყველანაირ, თუნდაც სულ მცირე საგანზე. თანაც ისე, რომ დიალოგის საგანი მისი წარმართვის დონე ერთმენთის შესაბამისი იყოს და იმ პრობლემისათვის არ ვითხოვდეთ პრეზიდენტის გადადგომას, რომლის გადასაწყვეტად უბნის რწმუნებულიც კმარა.
სწორედ მაშინ დაიძლევა ასიმეტრია. გვაქვს კი ამის საფუძველი? — რატომაც არა. განა ყველაფერი ასიმეტრიულია ჩვენ ირგვლივ. არის სიმეტრიის ნიმუშებიც: მაშინ როცა საპატრიარქო ”ფინანსური ამნისტიის” ინიციატივით გამოდის, ეკონომიკური განვითარების მინისტრი იერუსალიმში მიფრინავს სააღდგომო ცეცხლის ჩამოსატანად. დაუკვირდით, რა ლამაზად აწონასწორებს ეს ორი მოვლენა ერთმანეთს...

[ცნობისათვის: ილია მეორის ეპისტოლეები იწერება რუსულად და შემდეგ ითარგმნება]


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
უჩა   უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს   Apr 21 2009, 02:09 PM
kmunebi   საინტერესო დამრავ...   Apr 21 2009, 02:16 PM
lch   Belief მარტო შენ კი არა...   Apr 21 2009, 10:15 PM
მნათე   პრორუსულია... არ მომ...   Apr 21 2009, 10:17 PM
lch   მნათე მნათეუს, ავგ...   Apr 21 2009, 10:26 PM
KAIROS   უწმიდესის ქადაგებ...   Apr 21 2009, 11:10 PM
უჩა   KAIROS გეთანხმები, მოკ...   Apr 21 2009, 11:14 PM
lch   KAIROS თავშეკავება არ...   Apr 21 2009, 11:17 PM
მნათე   არ აქვს აზრი, აჟიო...   Apr 21 2009, 11:20 PM
lch   :* გაიხარე, შენნაი...   Apr 21 2009, 11:27 PM
მართა   KAIROS თან გეთანხმები ...   Apr 22 2009, 02:56 PM
ბექა   lch ზევით პოსტებში გ...   Apr 22 2009, 04:07 PM
KAIROS   კი მაგრამ მართა მე ...   Apr 22 2009, 08:47 PM
მნათე   აი ესეც ლადარიას შ...   Apr 22 2009, 09:21 PM
KAIROS   ცინიზმი და ცილისწ...   Apr 22 2009, 09:48 PM
მნათე   მე არ ვფიქრობ ასე......   Apr 22 2009, 09:55 PM
KAIROS   ერიდე მაგ ხალხს მნ...   Apr 22 2009, 10:00 PM
staywhite   გამოაბეს ხო ეგრევე...   Apr 22 2009, 10:03 PM
abo   რამდენი უწვალია სა...   Apr 23 2009, 12:41 AM
zegardeli   და ვისაც არ მოსწონ...   Apr 23 2009, 09:43 AM
staywhite   zegardeli ეგენი უკვე ზეპ...   Apr 23 2009, 03:40 PM
მატასი   ეგ ადამიანი ყოველ...   Apr 23 2009, 04:12 PM
staywhite   რა კარგად აქვს ნათ...   Apr 23 2009, 04:22 PM
lch   მნათე გამიკვირდებ...   Apr 23 2009, 09:43 PM
KAIROS   შეგიძლია კრიტიკულ...   Apr 23 2009, 09:52 PM
abo   KAIROS გეთანხმები ლად...   Apr 23 2009, 09:58 PM
KAIROS   შეიძლება ეგრეცაა ა...   Apr 23 2009, 10:09 PM
lch   KAIROS მგონია ცდები... ა...   Apr 23 2009, 10:33 PM
KAIROS   იჩ, შენთან კამათს ა...   Apr 23 2009, 10:50 PM
inaina   ლადარია თუ ვიღაცა,...   Apr 23 2009, 11:10 PM
მნათე   არაფერი მაქვს საწ...   Apr 23 2009, 11:13 PM
staywhite   inaina არც მე წამიკითხ...   Apr 23 2009, 11:13 PM
lch   KAIROS კარგი, გასაგები...   Apr 24 2009, 01:07 AM
მნათე   აქაც ორი მომენტია,...   Apr 24 2009, 02:38 AM
staywhite   მნათე კარგი რა, ახლ...   Apr 24 2009, 12:48 PM
lch   staywhite ვიზიარებ და ვე...   Apr 24 2009, 01:01 PM
მართა   staywhite გეთანხმები და ...   Apr 24 2009, 04:01 PM
lch   მართა მეც გული მწყ...   Apr 24 2009, 08:49 PM
მნათე   საჭირო ადამიანია ...   Apr 24 2009, 09:42 PM
staywhite   მნათე შენ იყავი კა...   Apr 24 2009, 09:47 PM
მნათე   მიხარია, რომ მიუხე...   Apr 24 2009, 09:49 PM
staywhite   მნათე იმიტომ რომ ვ...   Apr 24 2009, 09:54 PM
inaina   მნათე იმიტომ რომ ვ...   Apr 24 2009, 10:39 PM
staywhite   inaina არა , არ მალავს, ჯ...   Apr 24 2009, 11:33 PM
inaina   inaina არა , არ მალავს, ...   Apr 24 2009, 11:57 PM
lch   staywhite inaina საზოგადოება...   Apr 25 2009, 06:50 PM
staywhite   lch ძვირფასო lch, არაფე...   Apr 25 2009, 08:39 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th July 2025 - 04:14 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი