ქრისტეს სისხლი და ხორცი, რას ვეზიარებით ევქარისტიისას |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტეს სისხლი და ხორცი, რას ვეზიარებით ევქარისტიისას |
death |
Apr 22 2009, 01:22 AM
პოსტი
#1
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
მოკლედ ეხლხანს მქონდა ნახევრად იუმორისტული კამათი ამ საკითხზე და ამ კამათს მოჰყვა კიდევ სხვა რაციონალური შემეცნებითი საღამო . მართლია ორივე შემთხვევაში ჩემი პოზიცია, რაღაც ერეტიკული აღმოჩნდა ზოგიერთისთვის. ამიტომ აქ მინდა ამ თემაზე ვისაუბროთ
გასაგებია, რომ ევქრისტიისას ვეზიარებით (ვიღებთ) ქრისტეს ხორცს და სისხლს მაგრამ... მოდი განვსაზღვროთ, როგორ და რა ფორმით ხდება ამ ხორცის გაარდასახვა ღვინოში და პურში. რა არის ეს ხორცი და სისხლი ცოცხალი იესოს (აღდგომადე) თუ განახლებული (აღდგომის შემდგომი) თუ... ეს ბოლო კითხვა ცოტა პრიმიტიულად არის დასმული მაგრამ თავდაპირველი განსაზღვრისთვის ესე აჯობებს... მოკლედ გისმენთ... ჩემს პოზიციას თქვენი კომენტარების შესაბამისად დავაფიქსირებ -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
death |
Apr 23 2009, 12:25 AM
პოსტი
#2
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
KAIROS
მემგონი შენც ვერ გამიგე რისი თქმა მინდოდა ევქარისტისას, რომ ქრისტეს სხეულს და სისხლს ვეზიარებით ამაში საკმათო არაფერია. ჩემი კითხვა თვითონ ამ გადაარსების ფორმას ეხებოდა. გასაგებია, რომ ჩვენ ვეზიარებით მის სიხლსა და ხორცს მაგრამ რომელ, რომელიც განსხეულების დროს ჰქონდა თუ შემდეგ? ფაქტია ჩვენ ვეზიარებით განახლებულ სისხლსა და ხორცს, რომელიც გვაერთიანებს მასთან ერთ სხეულად, ამიტომაც არ აქვს მას ადამიანური სისხლისა და სხეულის სახე. არ ვიცი რამდენად მეთანხმებით ამაში მაგრამ მე ესე წარმომიდგენია. კურაევის და უსპენსკის ნაშრომები საინტერესო იყო, თუმცა მეორე ბოლომდე არ წამიკითხია. ასევე საუბრობს კურაევიც: Мы вкушаем Тело и Плоть Христа, но это частицы преображенного космоса, преображенной Плоти Христовой, облагодатствованной. შემდეგ კი ამატებს: Итак, к Воскресшему Телу Христа мы приобщаемся. Не к тому, которое было до преображения, до страдания, а к Воскресшему, в котором нет тления, которое победило тление, в котором смерть сломалась, и там нет смерти. ანუ გასაგებია, რომ ჩვენ ვეზიარებით იმ განახლებულ სხეულს, რომელიც არ განიცდის ხრწნას და არ კვდება, ხოლო რეალური სისხლი და ხორცი ხრწნადი და მოკვდავია. იმიტომ, რომ მისი სხეულის ასონი ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანი (ეფ. 5.30) აქედანაც გასაგებია, რომ სისხლი და სხეული, რომელსაც ჩვენ ვეზიარებით არ არის ჩვენებური, მატერიალური სისხლი და ხორცი. ჩვენ, რომელნიც ერთ მთლიან ორგანიზმს ვქმნით მასთან, ხომ ვერ ვიქნებით მისი ადამიანური სხეულის ასეობი? -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი