ქრისტეს სისხლი და ხორცი, რას ვეზიარებით ევქარისტიისას |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტეს სისხლი და ხორცი, რას ვეზიარებით ევქარისტიისას |
death |
Apr 22 2009, 01:22 AM
პოსტი
#1
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
მოკლედ ეხლხანს მქონდა ნახევრად იუმორისტული კამათი ამ საკითხზე და ამ კამათს მოჰყვა კიდევ სხვა რაციონალური შემეცნებითი საღამო . მართლია ორივე შემთხვევაში ჩემი პოზიცია, რაღაც ერეტიკული აღმოჩნდა ზოგიერთისთვის. ამიტომ აქ მინდა ამ თემაზე ვისაუბროთ
გასაგებია, რომ ევქრისტიისას ვეზიარებით (ვიღებთ) ქრისტეს ხორცს და სისხლს მაგრამ... მოდი განვსაზღვროთ, როგორ და რა ფორმით ხდება ამ ხორცის გაარდასახვა ღვინოში და პურში. რა არის ეს ხორცი და სისხლი ცოცხალი იესოს (აღდგომადე) თუ განახლებული (აღდგომის შემდგომი) თუ... ეს ბოლო კითხვა ცოტა პრიმიტიულად არის დასმული მაგრამ თავდაპირველი განსაზღვრისთვის ესე აჯობებს... მოკლედ გისმენთ... ჩემს პოზიციას თქვენი კომენტარების შესაბამისად დავაფიქსირებ -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
G_I_O_R_G_I_ |
Apr 23 2009, 01:02 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/86.htm
ამ საკითხზე ვრცლად იოანე დამასკელი აქ იხილეთ ნაწყვეტი:ამ თავიდან იოანე დამასკელის წიგნისა "ეს პური და ღვინო არ არის სახე ქრისტეს სხეულისა და სისხლისა (ნუ მოხდება ეს!), არამედ - თვით განღმრთობილი სხეული -უფლისა, თქმულია რა თავად უფლის მიერ: „ეს არის ჩემი სხეული“ და არა - სახე სხეულისა. ასევე, ითქვა „სისხლი“ და არა - სახე სისხლისა. უფრო ადრე იუდეველებსაც უთხრა მან: „თუ არ შეჭამთ ძის ხორცს, არ გექნებათ საუკუნო სიცოცხლე, რადგან ჩემი ხორცი ჭეშმარიტი საჭმელია და ჩემი სისხლი - ჭეშმარიტი სასმელი“. და კიდევა: „ვინც მჭამს მე, იცოცხლებს“ (იოანე 6,53-57). " "ამასთან, თუმცა ზოგმა ამ პურსა და ღვინოს უფლის სხეულისა და სისხლის ნაცვალსახენი11 უწოდა, როგორც უთქვამს, მაგალითად, ღმერთშემოსილ ბასილის, მაგრამ ასე თქვეს მათ არა შესაწირავის განწმენდის შემდეგ, არამედ თვით შესაწირავს უწოდეს ამგვარად ვიდრე მის განწმენდამდე. წილმიმღებლობად ითქმის იგი12, რადგან მის მიერ იესოს ღმრთეების წილმიმღებნი ვხდებით, ზიარებად კი ითქმის და არის კიდეც ჭეშმარიტად, რადგან, ერთი მხრივ, მის მიერ ქრისტეს ვეზიარებით ჩვენ და წილმქონე ვხდებით მისი ხორცისა და ღმრთეებისა, მეორე მხრივ კი, მის მიერვე ვეზიარებით და ვუერთდებით ურთიერთსაც, რადგან, ვართ რა ერთი პურის წილმიმღებნი, ყველანი ქრისტეს ერთი სხეული, ერთი სისხლი და ურთიერთის ასოები ვხდებით, ქრისტეს თანამესხეულეებად13 წარმოჩენილნი. " |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 01:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი