ფსიქოლოგია მართლმადიდებლურ ფორუმზე... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფსიქოლოგია მართლმადიდებლურ ფორუმზე... |
fsevdopodia |
Mar 30 2008, 01:20 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 60 რეგისტრ.: 3-March 08 წევრი № 4,068 |
მაინტერესებს ერთი რამდენად უახლოვდება მართლმადიდებლობას ფსიქოლოგია თუნდაც ფსიქიატრია,ნევროლოგია... და ყველა ის დარგი რაც ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემასთანაა დაკავშირებული. საინტერესოა თქვენი აზრი როგორც ჩემზე უფრო მართლმადიდებლების. ფსიქოლოგია რელიგიას მოიცავს თუ პირიქით? უჯერებთ ფსიქოლოგებს?
|
G_I_O_R_G_I_ |
Apr 23 2009, 02:34 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ჩემი აზრი ფსიქოლოგიაზე.ფსიქოლოგია ყველა ადამიანი ვინც საკუთარი სულის სიღრმეებს უკვირდება და ვერ იქნება ქრისტიანი წარმატებული თავის სულიერ ცხოვრებაში თუ არ არის კარგი ფსიქოლოგი ანუ თუ არ იკვლევს სულის სიღრმეებს.ცოდვითი თუ ვნებითი ან სათნოებითი მოძრაობებს სულში რომელიც განაპირობებს ამათუ იმ ქცევას ადამიანისა. როცა უპირისპირდება ქრისტიანი ამ ცოდვის თუ ვნების მიერ გამოვლინებებს და ცდილობს მათგან თავის დახწევას უფრო მეტ გამოცდილებასა და ცოდნას იძენს და ამ ბრძოლაში თავის ცოდვებთან თუ ვნებებთან რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება რაც უფრო წარმატებულია ადამიანი უფრო კარგი ფსიქოლოგიცაა. როგორც მოციქული ამბობს რომ დაცემულ ანგელოსებს არც დღისით და არც ღამით არ სძინავთ და სულ იმის ცდაში არიან როგორ გვაცდუნონ გარკვეული უარყოფითი კუთხით ფსიქოლოგებიც შეიძლება ვუწოდოთ რომ ისინი სწავლობენ ადამიანის სულიერ მდგომარეობას და მის სუსტ წერტილებზე მიაქვთ იერიში.რაც ერთის მხრივ კარგია უფალი უშვებს რათა დაინახოს ადამიანმა თავისი სისუსტეები და აღმოფხვრას იგი.ადამიანი საკუთარი თავში დაგროვილი გამოცდილებით შეუძლია მიხვდეს ზოგ რამეს სხვა ადამიანის ქცევის საუბრის თუ მიმიკის გამოვლინებაში.
ზემოთთქმულიდან გამომდინარე ჩემი აზრით წმინდა დიდი მოსაგრე ბერები ასევე უდიდესი ფსიქოლოგები იყვნენ ატარებდნენ რა დროის უმეტეს ნაწილს საკუთარი სულის შესწავლის სიღრმეებში.განსაკუთრებით ამ კუთხით აღსანიშნავია იოანე სინელის "კიბე" მე ასეთი ღრმა ფსიქოლოგიური წიგნი სხვა არ მეგულვება. ამიტომ აზრს რომ ფსიქოლოგია სხვა რამეა და შორსაა ქრისტიანობისგან არ ვეთანხმები.უბრალოდ სხვადასხხვა ადამიანი ეს იქნება ფროიდი თუ სხვა საკუთარი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე უძებნიდა ახსნას ადამიანის იმ გამოვლინებებს რაც ფსიქოლოგიურ კატეგორიაში შედის. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 04:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი