ქართული წირვა-ლოცვები, კალენდარი ევროპაში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული წირვა-ლოცვები, კალენდარი ევროპაში... |
k@the |
Feb 16 2008, 12:44 AM
პოსტი
#121
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ამ თემის გახსნის მიზანი, არის თავი მოვუყაროთ, საზღვარგარეთ ქართულ ენაზე აღვლენილ წირვა-ლოცვათა შესახებ ინფორმაციას.
მინდა, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა შეიტანოს ამ საქმეში წვილილი. თუკი ვინმეს აქვს ინფორმაცია, თუ სად აღევლინება უახლოეს მომავალში ქართული წირვა-ლოცვა, გავუზიაროთ ერთმანეთს. ბევრი ქართველი ცხოვრობს უცხოეთში ისე, რომ არც კი იცის თუ მის ქალაქში, ან მის მახლობელ ქალაქში ქართულ წირვა-ლოცვაზე დასწრების საშუალება აქვს. ღმერთს ებარებოდეთ! პ.ს. მადლობა KAIROS-ს -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
Irma |
Apr 24 2009, 11:29 AM
პოსტი
#122
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 28-September 06 მდებარ.: skami წევრი № 228 |
ოდეს გათენდა შვიდეული იგი ვნებისაი, გამინათდა გონება და ვიფიქრე ლაბორატორიაში ყოფნას და ბაქტერიების “წამებას” ჯობია აღვიღო ჯუარი ჩემი და შევუდგე მუნხენის გზასო, თქმა და ქმნა ერთი იყო. დიდი მადლობა Deutsche Bahn-ს, ზუსტად ჩემთვის შესაფერისი ფასდაკლება ქონდათ უფრო მეტად შესაფერისი განრიგით.
დიდი ხუთშაბათი, ეგ დღე წელს გასაკუთრებული იყო მუნხენის ქართული მართლმადიდებლური ტაძრისთვის, ნანატრი ჯვარი აღიმართა ტაძრის “გუმბათზე”. ეგ თითქოსდა ჩვეულებრივი მოვლენა, სინამდვილეში არაჩვეულებრივია. ჯვრის აღმართვაში მონაწილეობდა პიროვნება რომელსაც თურმე ამავე ტაძარში დაუწერია ჯვარი და ეგ პროვნება ამავე უბნელი იყო და მისი შვილი იქვე მეზობლად მდებარე ბაღის ეზოში თამაშობდა, ეგ ყველაფერი მაშინ გაირკვა როდესაც ბავშვების “ჯარი” ღობეს მოაწყდა და მათშორის ერთ-ერთი ხმამაღლა რომ გაყვიროდა ეგ ჩემი მამიკოაო. რათქმაუნდა მაშინათვე გაიგეს ჯვრისაღმმათველებმა, ეგ “ეგზოტიკური ხასიათის” საზოგადოება ქართველობა რომ იყო. ეზოში გამართულ მაგიდასთან მსხდომებს კი გვისურვეს კარგი მადა, ეგონათ ვსადილობდით, სინამდვილეში მადლის მომხვეჭელთა გუნდი სანთლებს ძერწავდა. გერმანელი სტუმრების გამასპინძლება პასკა და ლუდით, იფ იფ.. დამდინდა დორბლები. მე – ჩაი მერგო (ნეტავი ლუდზე არ დამპატიჟებენ?!:) ) სხვებსაც… -------------------- ...ვაი არს კაცისა მის, რომლისა სახელი უმეტეს არს საქმეთა მისთა და ესე დამემართა მე...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი