მსჯავრდებულები მონასტერში..., უწმინდესის გადაწყვეტილება... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსჯავრდებულები მონასტერში..., უწმინდესის გადაწყვეტილება... |
lch |
Apr 25 2009, 06:44 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
ქრისტე აღსდგა!!! ჭეშმარიტად აღსდგა!!!
ყველას გილოცავთ აღდგომის დღესასწაულთა დღესასწაულს, მრავალს დაესწარით!!! იხარეთ ორთავ სოფელსა შინა!!! თავიდანვე მინდა განვაცხადო, რომ ამ თემას ვხსნი არა ურთიერთ დაპირისპირებისთვის და ურთიერთ შეურაწყოფის მიყენების მიზნით, არამედ რათა ყოველმა ჩვენგანმა მშვიდად და ურთიერთ პატივისცემით გამოვთქვათ ჩვენი შეხედულებები ამ ახალ გადაწყვეტილებაზე: კერძოდ, საქართველოს ეკლესიამ და საქართველოს მთავრობამ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად საზოგადოებისთვის ნაკლებ საშიში მსჯავრდებულები, თავიანთ მისჯელის ვადას მოიხდიან საქართველოს ეკლესია-მონასტრებში (ძირითადად მონასტრებში)... ეს არის ხელშეკრულების ძირითადი თეზა, ეს მომდინარეობს ჩვენი უწმინდესისგან, დიდება მას!!! მაგრამ ჩემთვის პირადად მონასტერი დღესდღეობით არის ერთადერთი სიმშვიდის, სულიერების წყარო, ადგილი (ოაზისი) სადაც შეიძლება აქაურ (ქალაქის, ერის საერთოდ) დაძაბულ და გაუსაძლის ცხოვრებას "გაექცე" და თუ სამუდამოდ არა, დროებით მაინც შეეფარო... ეხლა, ამ გადაწყვეტილებით კი "სოდი"-ს, "კუდი"-ს, "შსს"-ს და ვიღაცა შაშკინის დამქაშებს საქართველოს ყველა მონასტერში წანწალის და კონტროლის უფლება მიეცემა... და ეს დაარღვევს მონასტრული ცხოვრების მთელს წყობას... მე, როგორც მიწა მეუფებისა ჩვენისა, უწმინდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასი, ამ გადაწყვეტილებას მორჩილებით ვიღებ. იმ მონასტერთან, სადაც მე მრავალი წლეია მიხდება ურთიერთობა (და გარკვეული პერიოდით ცხოვრებაც კი), ასეთ სიტუაციაშიც (თუ მართლაც მოხდა) არ გავწყვეტ ურთიერთობას, მაგრამ დამერწმუნეთ, ასეთი რაღაც ყველგან შექმნის რაღაც დაბრკოლებებს... საინტერესოა თქვენი აზრიც... ვიმსჯელოდ ამ საკითხზე (ვიმეორებ შეურაწყოფებისა, ქილიკის და განკითხვის გარეშე).... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
მხევალი ნინო |
Apr 25 2009, 08:38 PM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
lch
ციტატა კერძოდ, საქართველოს ეკლესიამ და საქართველოს მთავრობამ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად საზოგადოებისთვის ნაკლებ საშიში მსჯავრდებულები, თავიანთ მისჯელის ვადას მოიხდიან საქართველოს ეკლესია-მონასტრებში (ძირითადად მონასტრებში)... ეს რაღაც ახალია. მართალი გითხრათ ამის შესახებ არაფერი ვიცი. ნუ, მოკლედ რა ვთქვა არ ვიცი. საერთოდ, როცა მსჯავრდებულ უფარდებ პატიმრობას, რეჟIმი, ანუ როგორ დაწესებულებაში უნდა მოიხადოს თვისუფლების აღკვეთაა, სასამართლო არ წყვეტს, მაგრამ წყვეტს სასჯელ-აღსრულების დეპარტამენტი. ანუ, მკაცრი რეჟიმის, კოლონია თუ აშ, ადრე ამას სასამართლო წყვეტდა. მიუხედავად ამისა, კანონში წერია, რომ მას ესჯელბა თავისუფლების აღკვეთა ამდენი წლისთ. ტავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის ციხე. ანუ, ვერ გავიგე, ამის დარეგულირება როგორ უნდა მოხდეს ხელშეკრულებით. ჩემთვის მართლაც საინტერესოა, რა წერია ხელშეკრულებაში და ეს ხელშეკრულება, ხომ არ საჭიროებს რიგ ცვლილებებს კანონში. მე რაც არ წამიკIტხია, იმაზე აზრს ვერ გამოვხატავ, მაგრამ რომც იყოს ასეთი სახელ ტავისუფლების სასჯელის მოხდის, ანუ მონასტერში ცხოვრება, გარკვეულწილად იქაც იქნება შეზღიდვა, ანუ სავარაუდოდ ამ ადამიანს დაევალება მონასტერში ცხოვრება, სავაურაუდოდ ყველა მონასტერი ამას ტავზე ვერ აიღებს, ალბათ იქნება, რომელიღაც მონასტრები, ისე როგორც ფერიცვალების მონასტრემა აიღო ტავზე ნარკომანების მკურნალობა. რაც შეეხება სოდს და კუდს, ნუ იტყვი, რომ აქ მომუშავე ადამიანები, ნაკლებად მორწმუნენნი არიან ან მეტად ცოდვილები ვიდრე შენ. მათი აქვსთ გარკვეული სამსახური და შესაბამისი უფლებები და ველდებულებები. საერთოდ, არ მესმის სოდს ან კუდს რა საქმე უნდა ჰქონდეს მსჯავრდებულთან, მაგრამ სოდი იქნება კუდი თუ სხვა ვინმე მაგალიტად პრობაცია, მათ ექნებათ გარკვეული ვალდებულებები და უფლებები, მეტს ვერ გაბედავნ. ტავქთ მოვლენ და შემოწმებენ, ეს ადამიანები ხომ ნამდვილად არიან მონასტერში, ან რაიმე სხვა. ანუ, არავინ მყუდროებას არ დაგირღვევს, არავინ შემოვარდება ჯგუფურად სახეზე ნიღბით, ამის საჭიროება ან ამის უფლება ნამდვილად არავის ექნება. ნუ, ყველაფერს ტავი რომ დავანებოთ, ხელშეკრულების წაკიტხვაა კარგი. რაც არ ვიცით ვერ წავიკიტხავთ. მხოლოდ ალბათობით ვილაპარაკებთ. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 06:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი