მსჯავრდებულები მონასტერში..., უწმინდესის გადაწყვეტილება... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსჯავრდებულები მონასტერში..., უწმინდესის გადაწყვეტილება... |
lch |
Apr 25 2009, 06:44 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
ქრისტე აღსდგა!!! ჭეშმარიტად აღსდგა!!!
ყველას გილოცავთ აღდგომის დღესასწაულთა დღესასწაულს, მრავალს დაესწარით!!! იხარეთ ორთავ სოფელსა შინა!!! თავიდანვე მინდა განვაცხადო, რომ ამ თემას ვხსნი არა ურთიერთ დაპირისპირებისთვის და ურთიერთ შეურაწყოფის მიყენების მიზნით, არამედ რათა ყოველმა ჩვენგანმა მშვიდად და ურთიერთ პატივისცემით გამოვთქვათ ჩვენი შეხედულებები ამ ახალ გადაწყვეტილებაზე: კერძოდ, საქართველოს ეკლესიამ და საქართველოს მთავრობამ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად საზოგადოებისთვის ნაკლებ საშიში მსჯავრდებულები, თავიანთ მისჯელის ვადას მოიხდიან საქართველოს ეკლესია-მონასტრებში (ძირითადად მონასტრებში)... ეს არის ხელშეკრულების ძირითადი თეზა, ეს მომდინარეობს ჩვენი უწმინდესისგან, დიდება მას!!! მაგრამ ჩემთვის პირადად მონასტერი დღესდღეობით არის ერთადერთი სიმშვიდის, სულიერების წყარო, ადგილი (ოაზისი) სადაც შეიძლება აქაურ (ქალაქის, ერის საერთოდ) დაძაბულ და გაუსაძლის ცხოვრებას "გაექცე" და თუ სამუდამოდ არა, დროებით მაინც შეეფარო... ეხლა, ამ გადაწყვეტილებით კი "სოდი"-ს, "კუდი"-ს, "შსს"-ს და ვიღაცა შაშკინის დამქაშებს საქართველოს ყველა მონასტერში წანწალის და კონტროლის უფლება მიეცემა... და ეს დაარღვევს მონასტრული ცხოვრების მთელს წყობას... მე, როგორც მიწა მეუფებისა ჩვენისა, უწმინდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასი, ამ გადაწყვეტილებას მორჩილებით ვიღებ. იმ მონასტერთან, სადაც მე მრავალი წლეია მიხდება ურთიერთობა (და გარკვეული პერიოდით ცხოვრებაც კი), ასეთ სიტუაციაშიც (თუ მართლაც მოხდა) არ გავწყვეტ ურთიერთობას, მაგრამ დამერწმუნეთ, ასეთი რაღაც ყველგან შექმნის რაღაც დაბრკოლებებს... საინტერესოა თქვენი აზრიც... ვიმსჯელოდ ამ საკითხზე (ვიმეორებ შეურაწყოფებისა, ქილიკის და განკითხვის გარეშე).... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
ნაინა |
Apr 25 2009, 09:19 PM
პოსტი
#2
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
მხევალი ნინო
ციტატა ნინ, შენ ისე დარწმუნებით ლაპარაკობ, რომ ხელშეკრულება წაკითხული გექნება. ,,ნაცნობებმა'' გადმომცეს, ძირითადად ვის და რა ფორმით შეეხება. ხელშეკრულების ტექსტი კი ჯერ-ჯერიბით ასე იოლად ხელმმისაწვდომი იყოს არა მგონია. მერე ვნახოთ, თუ ჩავიგდე ხელში გაჩვენებ -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი