მსჯავრდებულები მონასტერში..., უწმინდესის გადაწყვეტილება... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსჯავრდებულები მონასტერში..., უწმინდესის გადაწყვეტილება... |
lch |
Apr 25 2009, 06:44 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
ქრისტე აღსდგა!!! ჭეშმარიტად აღსდგა!!!
ყველას გილოცავთ აღდგომის დღესასწაულთა დღესასწაულს, მრავალს დაესწარით!!! იხარეთ ორთავ სოფელსა შინა!!! თავიდანვე მინდა განვაცხადო, რომ ამ თემას ვხსნი არა ურთიერთ დაპირისპირებისთვის და ურთიერთ შეურაწყოფის მიყენების მიზნით, არამედ რათა ყოველმა ჩვენგანმა მშვიდად და ურთიერთ პატივისცემით გამოვთქვათ ჩვენი შეხედულებები ამ ახალ გადაწყვეტილებაზე: კერძოდ, საქართველოს ეკლესიამ და საქართველოს მთავრობამ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად საზოგადოებისთვის ნაკლებ საშიში მსჯავრდებულები, თავიანთ მისჯელის ვადას მოიხდიან საქართველოს ეკლესია-მონასტრებში (ძირითადად მონასტრებში)... ეს არის ხელშეკრულების ძირითადი თეზა, ეს მომდინარეობს ჩვენი უწმინდესისგან, დიდება მას!!! მაგრამ ჩემთვის პირადად მონასტერი დღესდღეობით არის ერთადერთი სიმშვიდის, სულიერების წყარო, ადგილი (ოაზისი) სადაც შეიძლება აქაურ (ქალაქის, ერის საერთოდ) დაძაბულ და გაუსაძლის ცხოვრებას "გაექცე" და თუ სამუდამოდ არა, დროებით მაინც შეეფარო... ეხლა, ამ გადაწყვეტილებით კი "სოდი"-ს, "კუდი"-ს, "შსს"-ს და ვიღაცა შაშკინის დამქაშებს საქართველოს ყველა მონასტერში წანწალის და კონტროლის უფლება მიეცემა... და ეს დაარღვევს მონასტრული ცხოვრების მთელს წყობას... მე, როგორც მიწა მეუფებისა ჩვენისა, უწმინდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასი, ამ გადაწყვეტილებას მორჩილებით ვიღებ. იმ მონასტერთან, სადაც მე მრავალი წლეია მიხდება ურთიერთობა (და გარკვეული პერიოდით ცხოვრებაც კი), ასეთ სიტუაციაშიც (თუ მართლაც მოხდა) არ გავწყვეტ ურთიერთობას, მაგრამ დამერწმუნეთ, ასეთი რაღაც ყველგან შექმნის რაღაც დაბრკოლებებს... საინტერესოა თქვენი აზრიც... ვიმსჯელოდ ამ საკითხზე (ვიმეორებ შეურაწყოფებისა, ქილიკის და განკითხვის გარეშე).... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
მხევალი ნინო |
Apr 25 2009, 11:47 PM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
lch
ციტატა მონასტრებში სოდის, კუდის და ათასი ჯურის შა--თ--- რო სოდს და კუდს რა უნდა პატიმრებთან ისიც გვიტხარი რა! ციტატა ვითომ ამ პატიმრების საკონტროლოდ მოიცა, ვთქვატ პრობაციას ამის უფლება მიეცა, ვითომ რატომ ირბენენ, ვითომ კი არა, იმისტვის ირბენენ რასაც დააველებენ, მსჯავრდებულებზე კონტროლს, მსჯავრდებულების მონასტრეში გადაყვანა, მათ სრულ თავისუფლებას არ ნიშნავს, ამიტომ, ცხადია გარკევეული კონტროლი იქნება. გარდა ამისა, პატრიარქს ეს ,,რბენა,, უღირს. ისე ლაპარაკობ, თითქოს ეს ინიციატივა ვიღაცის შემოგდბეულია იმისთვის, რომ სოდმა და კუდმა (მაინც არ მესმის სოდს და კუდს მსჯავრდებულებტან რა ხელი აქვთ) ირბინონ მონასტრებში . ვერ გავიგე რა გაწუხებს. შენს სულიერ სიმშვიდეს დაარღვევს ვინმე და ეს უმეტესია იმაზე, რომ პატიმრებს რაღაც შეღავათი მიეცემათ? მე ვფიქორბ, რომ ყველა მონასტრეს ამის უფლება არ ექნებათ. იქნება გამორჩეული მონატსრეი რომელიც მიიღებს პატიმრებს გამოსასწორებელი დროით ან რაღაც მსგავსი. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი