მსჯავრდებულები მონასტერში..., უწმინდესის გადაწყვეტილება... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსჯავრდებულები მონასტერში..., უწმინდესის გადაწყვეტილება... |
lch |
Apr 25 2009, 06:44 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
ქრისტე აღსდგა!!! ჭეშმარიტად აღსდგა!!!
ყველას გილოცავთ აღდგომის დღესასწაულთა დღესასწაულს, მრავალს დაესწარით!!! იხარეთ ორთავ სოფელსა შინა!!! თავიდანვე მინდა განვაცხადო, რომ ამ თემას ვხსნი არა ურთიერთ დაპირისპირებისთვის და ურთიერთ შეურაწყოფის მიყენების მიზნით, არამედ რათა ყოველმა ჩვენგანმა მშვიდად და ურთიერთ პატივისცემით გამოვთქვათ ჩვენი შეხედულებები ამ ახალ გადაწყვეტილებაზე: კერძოდ, საქართველოს ეკლესიამ და საქართველოს მთავრობამ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად საზოგადოებისთვის ნაკლებ საშიში მსჯავრდებულები, თავიანთ მისჯელის ვადას მოიხდიან საქართველოს ეკლესია-მონასტრებში (ძირითადად მონასტრებში)... ეს არის ხელშეკრულების ძირითადი თეზა, ეს მომდინარეობს ჩვენი უწმინდესისგან, დიდება მას!!! მაგრამ ჩემთვის პირადად მონასტერი დღესდღეობით არის ერთადერთი სიმშვიდის, სულიერების წყარო, ადგილი (ოაზისი) სადაც შეიძლება აქაურ (ქალაქის, ერის საერთოდ) დაძაბულ და გაუსაძლის ცხოვრებას "გაექცე" და თუ სამუდამოდ არა, დროებით მაინც შეეფარო... ეხლა, ამ გადაწყვეტილებით კი "სოდი"-ს, "კუდი"-ს, "შსს"-ს და ვიღაცა შაშკინის დამქაშებს საქართველოს ყველა მონასტერში წანწალის და კონტროლის უფლება მიეცემა... და ეს დაარღვევს მონასტრული ცხოვრების მთელს წყობას... მე, როგორც მიწა მეუფებისა ჩვენისა, უწმინდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასი, ამ გადაწყვეტილებას მორჩილებით ვიღებ. იმ მონასტერთან, სადაც მე მრავალი წლეია მიხდება ურთიერთობა (და გარკვეული პერიოდით ცხოვრებაც კი), ასეთ სიტუაციაშიც (თუ მართლაც მოხდა) არ გავწყვეტ ურთიერთობას, მაგრამ დამერწმუნეთ, ასეთი რაღაც ყველგან შექმნის რაღაც დაბრკოლებებს... საინტერესოა თქვენი აზრიც... ვიმსჯელოდ ამ საკითხზე (ვიმეორებ შეურაწყოფებისა, ქილიკის და განკითხვის გარეშე).... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
lch |
Apr 26 2009, 12:31 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
მხევალი ნინო
ციტატა სოდს და კუდს რა უნდა პატიმრებთან ისიც გვიტხარი რა! ჩემო დაო ეგენი ყველაფერში ეჩრებიან და მით უმეტეს პატიმრები ვერ გაექცევიან მათ "მახვილ" მზერას... ციტატა ვერ გავიგე რა გაწუხებს. შენს სულიერ სიმშვიდეს დაარღვევს ვინმე და ეს უმეტესია იმაზე, რომ პატიმრებს რაღაც შეღავათი მიეცემათ? არა, ჩემი სულიერი სიმშვიდე დაე მსხვერპლად შეეწიროს ნებისმიერი პატიმრის (საპყრობილეში მყოფის) შვებასა და მისი ხვედრის შემსუბუქებას!!!... მაგრამ კარგად მოგეხსენებათ როგორ სახელმწიფოში, როგორი "მართმსაჯულების" და როგორი სამართალ დამცავების პირობებში ვცხოვრობთ... ასეთ პირობებში, ამ სტრუქტურებისთვის მონასტრებში პირდაპირი კონტროლის, ზედამხედველობის (პატიმრების მოტივით) უფლების მინიჭება მე, საქართველოს ერთერთ უმდაბლეს და უუფლებო მოქალაქეს, მიმაჩნია მიუღებლად და მაშინებს რომ ეს საქართველოს მართმადიდებლური ეკლეესის წინააღმდეგ, გაურკვეველი, მაგრამ აშკარად ანტიქართული, ანტიმართმადიდებლური ძალების კიდევ ერთი ნაბიჯია... მაგრამ "ქრისტე აღსდგა მკვდრეთიდ, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!!!" პ.ს. მე მეშინია, რომ ამ ნაბიჯით საქართველოში ძლივს აღორძინებული მონასტრული ცხოვრება და მოღვაწეობა ისევ შენელდება (უფალმა გვაშოროს!).... იმედი მაქვს ვცდები, მაგრამ... პ.პ.ს. მე ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი სათქმელი ამოვწურე და ყველას ვთხოვ - პირადად მე ნუღარ მომმართავთ ხოლმე.... ღმერთს ებარებოდეთ!!! -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 01:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი