მსჯავრდებულები მონასტერში..., უწმინდესის გადაწყვეტილება... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსჯავრდებულები მონასტერში..., უწმინდესის გადაწყვეტილება... |
lch |
Apr 25 2009, 06:44 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
ქრისტე აღსდგა!!! ჭეშმარიტად აღსდგა!!!
ყველას გილოცავთ აღდგომის დღესასწაულთა დღესასწაულს, მრავალს დაესწარით!!! იხარეთ ორთავ სოფელსა შინა!!! თავიდანვე მინდა განვაცხადო, რომ ამ თემას ვხსნი არა ურთიერთ დაპირისპირებისთვის და ურთიერთ შეურაწყოფის მიყენების მიზნით, არამედ რათა ყოველმა ჩვენგანმა მშვიდად და ურთიერთ პატივისცემით გამოვთქვათ ჩვენი შეხედულებები ამ ახალ გადაწყვეტილებაზე: კერძოდ, საქართველოს ეკლესიამ და საქართველოს მთავრობამ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად საზოგადოებისთვის ნაკლებ საშიში მსჯავრდებულები, თავიანთ მისჯელის ვადას მოიხდიან საქართველოს ეკლესია-მონასტრებში (ძირითადად მონასტრებში)... ეს არის ხელშეკრულების ძირითადი თეზა, ეს მომდინარეობს ჩვენი უწმინდესისგან, დიდება მას!!! მაგრამ ჩემთვის პირადად მონასტერი დღესდღეობით არის ერთადერთი სიმშვიდის, სულიერების წყარო, ადგილი (ოაზისი) სადაც შეიძლება აქაურ (ქალაქის, ერის საერთოდ) დაძაბულ და გაუსაძლის ცხოვრებას "გაექცე" და თუ სამუდამოდ არა, დროებით მაინც შეეფარო... ეხლა, ამ გადაწყვეტილებით კი "სოდი"-ს, "კუდი"-ს, "შსს"-ს და ვიღაცა შაშკინის დამქაშებს საქართველოს ყველა მონასტერში წანწალის და კონტროლის უფლება მიეცემა... და ეს დაარღვევს მონასტრული ცხოვრების მთელს წყობას... მე, როგორც მიწა მეუფებისა ჩვენისა, უწმინდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასი, ამ გადაწყვეტილებას მორჩილებით ვიღებ. იმ მონასტერთან, სადაც მე მრავალი წლეია მიხდება ურთიერთობა (და გარკვეული პერიოდით ცხოვრებაც კი), ასეთ სიტუაციაშიც (თუ მართლაც მოხდა) არ გავწყვეტ ურთიერთობას, მაგრამ დამერწმუნეთ, ასეთი რაღაც ყველგან შექმნის რაღაც დაბრკოლებებს... საინტერესოა თქვენი აზრიც... ვიმსჯელოდ ამ საკითხზე (ვიმეორებ შეურაწყოფებისა, ქილიკის და განკითხვის გარეშე).... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
მხევალი ნინო |
Apr 26 2009, 12:04 PM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
lch
ციტატა მაგრამ კარგად მოგეხსენებათ როგორ სახელმწიფოში, როგორი "მართმსაჯულების" და როგორი სამართალ დამცავების პირობებში ვცხოვრობთ... ასეთ პირობებში, ამ სტრუქტურებისთვის მონასტრებში პირდაპირი კონტროლის, ზედამხედველობის (პატიმრების მოტივით) უფლების მინიჭება მე, საქართველოს ერთერთ უმდაბლეს და უუფლებო მოქალაქეს, მიმაჩნია მიუღებლად და მაშინებს რომ ეს საქართველოს მართმადიდებლური ეკლეესის წინააღმდეგ, გაურკვეველი, მაგრამ აშკარად ანტიქართული, ანტიმართმადიდებლური ძალების კიდევ ერთი ნაბიჯია... ეტყობა ძალიან ხშირად უყურებ ტვ-ს და ყველაფრის გჯერა რახან, პატრიარქმა აიღო ტავზე რაღაც პასუხიმგებლობა, ცხადია ის იმაზეც ფიქორბს, რაზეც შენ. სახელი არ ვიცი შენი და ამიტომ არ ვიცი როგორ მოგმართო. სოდს და კუდს არაფერი ესაქმება პატიმრებთან, დამიჯერე. იმ მსჯავრედბულებს, რომლებიც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებიან, მეთვალყურეობს პრობაცია. ის მსჯავრედბულები, რომლებსაც გაუნახევრდებათ სასჯელი და ნაწილის ,,მოხდა,, დაევალებათ მონასტერში, თუ კიდევ სხვაგან,სავარაუდოდ იქნებიან პრობაციის მეთვალყურეობის ქვეშ. სოდი და კუდი იმდენად არაფერ შუაშია, რომ არ ვიცი პირდაპირ რა გიტხრა. გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცით პირობები, არ წაგვიკიტხია ხელშეკრულება და ვმსჯელობთ. დამრწუმენული ვარ, ყველა მონასტერში არ იქნებიან ეს ,,პატიმრები,, ისე როგორც ყველა მონასტერმა ვერ აიღო თავზე ნარკომანების რეაბილიტაცია და მხოლოდ ფერიცვალების მონატსრეი ,,იტანჯება,, ისე იქნება ამ შემთხვევაშიც. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, ამ პატიმრებს რა დაერქმვათ, ანუ რეალური სასჯელისგან (რეალურ სასჯელს ციხეს ეძახიან) გათავისუფლდებიან და პირობითის ქვეშ იქნებიან თუ რა მოხდება, რადგან თუ რეალური სასჯელი დარჩებათ, ანუ ციხეში უნდა იყვნენ, მონასტერი არაა ადგილი სადაც პატიმრობას იხდიან, ხომ გესმის. ამიტომ, ჯერ გავარკვიოთ, რა დაერქმევათ ამ პატიმრებს,თუ იქნება პირობითი ან დაევალებათ გარკვეული პერიოდი მონატერის ტერიტოირაზე ყოფნა (ან როგორ უნდა დაევალოთ არ მესმის, ეს ხომ ნებაყოფლობითია, მოკლედ ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი), როგორც ალბათ აღმზრდელობითი ან გამოსაცდელი ან არ ვიცი რა, ოღონდ აუცილებალდ რეალური სასჯელის გარეშე, მაშინ მათ არც სოდი და კუდი სჭირდებათ, არც ნადზორი და არავინ, როგორც სხვა პირობითი, ისე ესენიც ჩავლენ პრობაციაში, მგონი კვიტაში ერთხელ დახელმოწერით დაადასტურებენ, რომ არსად გაქცეულან, ისევ იქ არიან და აშ. ჩემო იჩ, თუ ჩლ, ვერ მივხვდი რა გქვია, შეწყვიტე ტვ-ს ყურება და ოპოზიციის მოსმება და ერთ იურისტს მაინც ჰკიტხე რა არის რეალური სასჯელი, რა არის პირობითი, ვინ სად იხდის ამ სასჯელებს, და ვინ არის მათზე ამ დროს მეთვალყურე. სოდი და კუდი ვინაა ისიც ჰკიტხე და გიპასუხებენ. თუ ვინმეს პროვოკაცია უნდა, ამ ხელშეკრულების გარეშეც მშვენივრად მოახერხეებს, უკაცრავად და ვინ ოხერი არ მიდის მონასტერში, ყველასთვის ღიაა მონასტრის კარები, პროვოკაციას და სახელის გატეხარს რა უნდა. კარგშიც ცუდის დანახვა არაა სწორი. მადლიზა რაღაც დათომაზე მიდის სახელმწიფო, რაღაც კარგი კეთდება, ეგებ გზააბნეულ არასრულწლოვანებს რაიმე ეშველოთ (ტუმცა, სახელმწიფოს რომ ტავი დავანებოთ, რამდენი მშობელი და ჩვენი მოქალაქე გამოიყენებს ამ ხელშეკრულებას ბოროტად ვინ იცის, წავა იქ ამბები და ,,ჩაწყობები,, ) დაანებეთ ამ ეჭვებს თავი. ჯერ გავერკვიოთ, წავიკიტხოთ ხელშეკრულების პირობები, ინიციატორი პატრიარქია, ვნახოთ, ამას რაიმე საკანანმდებლო ცვლილება ხომ არ სჭირდება , ერთი ორ კაცზე შედეგიც ვნახოთ და მერე ვიმსჯელოთ, არ უნდა ამდენი სასოწარკვეთა და მოჭუტული თვალებით ყურება ყველაფერს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 12:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი