სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ნათია |
Apr 21 2009, 09:54 AM
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დაახლოებით ამ თვის ბოლოს ან მაისის დასაწყისში (თარიღს დავაზუსტებ) მოვინახულოთ კაჭრეთის ბავშვთა სახლი, გურჯაანში, გავახაროთ ბავშვები და ჩვენც გავიხაროთ...
ციტატა 9. დაწესებულების დასახელება: კაჭრეთის №2 სკოლა პანსიონური მომსახურებით მისამართი: გურჯაანის რ-ნი, სოფ. კაჭრეთი ტელ: 4 43 55 საკონტაქტო პირი: ნინო ბეროშვილი 898 413 202 აღსაზრდელთა რაოდენობა: 63 ეს ინფო ბავშვთა სახლების სიიდან ავიღე, გადავამოწმებ მაინც ზუსტ რაოდენობას... P.S. მივდივართ 2009 წლის 3 მაისს, კვირას -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
| ႲႭႡႰႠႬ |
Apr 27 2009, 12:26 PM
პოსტი
#2
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
მერე იყო ბევრი ბავშვი. რომელიც ელოდა რაღაცას, რასაც საღამოს ჩაიხუტებს, მოეფერება, გაუფრთხილდება, რაზეც იზრუნებს, რასაც აზრს შესძენს და რაც ხვალინდელ დღეს განუსხვავებს დღევანდლისაგან. ბევრი ბავშვი, რომელმაც არ იცის რას ნიშნავს გყავდეს დედა, რომელიც დაგბანს, დაგვარცხნის, გაგზრდის, აღგზრდის, რას ნიშნავს გყავდეს მამა, რომელსაც ჩემსავით ეზარება გაპარსვა და ამიტომ როცა გკოცნის, სულ იჩხვლიტება, არ იცის რას ნიშნავს გყავდეს ძმა, რომელიც ყველაფერზე ბუზღუნებს და და, რომელიც შორსაა და სწორედ ეს მანძილი გაგრძნობინებს რო სიგიჟემდე გიყვარს...
მერე იყო ბევრი ბავშვი, რომელიც არაფერს არ ელოდება, არ უნდა არც შენი ბურთი, არც შენი თოჯინა, არც შენი კონსტრუქტორი, არაფერი არ უნდა, უნდა რო შენ მიხვიდე, უბრალოდ მიხვიდე და კითხო "რა გქვია?" ან დაინტერესდე რატოა მოწყენილი, ან უბრალოდ ლოყაზე უჩქმიტო, პატარა ღიპზე ხელი მოუთათუნო, უნდა რო მოვიდეს და თავისი წილი სითბო წაგართვას, იმიტო რო მას ვიღაცამ წაართვა, უმიზეზოდ და დაუმსახურებლად და ეხლა შენ უნდა წაგართვას, ბუმბულზე და ცხელ ჩაიზე გაზრდილს, განათლებულს და დაბანილ-დავარცხნილს, მოწესრიგებულს და წარმატებულს, უნდა წაგართვას, იმიტო რო ეგ ჭირდება და ეგ უნდა ყველაზე მეტად, ერთი ჩახუტება, ერთი ღიმილი, ერთი კოცნა, ერთი მოფერება. არ უნდა არაფერი სხვა, ყველა ბუშტს, ბურთს, თოჯინას და სათამაშოს ცვლის, შეგნებულად ცვლის, გააზრეებულად, თანახმაა რო ყველაფერი დათმოს, ოღონდ შენ არ დაგთმოს და განახოს სად ძინავს, რა დახატა, მოგიყვეს რამე საკუთარ თავზე ან სხვაზე, ან უბრალოდ მოვიდეს და მოგეკრას, მოგეტმასნოს, მოგეწებოს, რო შეხედავ სირცხვილისგან თავი დახაროს, მარა ვერც ღიმილი შეიკავოს... რა მარტივია ხო? რო ხანდახან მიხვიდე და უთხრა "გამარჯობა, მე შოთიკო მქვია, შენ?" ხო არაფერი არ უნდა არა? თვეში ერთხელ რო მიხვიდე და ეს მარტივი სიტყვები უთხრა. მარა არა, ამას რიტუალები უნდა, პრობლემები უნდა შექმნა, მერე ამ პრობლემების გადაწყვეტის გზა უნდა იპოვო, დაგეგმო, განახორციელო და მერე, ოდესმე, თუ კარგ ხასიათზე იქნები, ადგე და მიხვიდე... არ უნდათ, არაფერი, მართლა... უნდათ ადამიანები, რომლებიც ხანდახან მიდიან და მიაქვთ სითბო, რომელსაც ვერცერთი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ვერ უზრუნველყოფს სამთარში და სიყვარული, რომლითაც იკვებებიან და ვერ ძღებიან და ვერც გაძღებიან. მე გამიმართლა და ის დავარცხნილი, დაბანილი, მოწესრიგებული და ბუმბულზე და ჩაიზე გაზრდილი ტიპი ვარ, მარა ვიღაცას არ გაუმართლა, განა იმიტო, რო არ უნდოდა, არა, როგორ არ უნდოდა, უნდოდა, უბრალოდ არ კითხეს, არც აარჩევინეს, ეგრე გადაწყვიტეს, მის მაგივრად. და ეხლა ისინი, ვისაც ნაკლებად გაუმართლა, გველოდებიან ჩვენ, ვისაც მეტად გაგვიმართლა, რო ხანდახან, როცა კარგად გავძღებით, დავნაყრდებით, გავიხედ-გამოვიხედავთ და ყველაფერი კარგად იქნება, გაგვახსენდება, რო ვიღაცას ჩვენზე ნაკლებად გაუმართლა და მივალთ კეთილშობილური განზრახვით, მივუტანთ ბუშტებს, ბურთებს, თოჯინებს, მანქანებს, კონსტრუქტორებს, და მერე, რო წამოვალთ ჭკვიანი სიფათებით ვიმსჯელებთ იმაზე, რო "აუცილებელია ამ ბავშვების ინტეგრაცია საზოგადოებაში" და რომ საჭიროა ათასი მსგავსი სისულელე... მე მჭირდება იმ ბავშვებში ინტეგრაცია და არა იმათ ჩემში... მე უნდა ვისწავლო იმათგან ჩახუტება და არა იმათმა ჩემგან, მე უნდა ვისწავლო იმათგან სითბოს გაცემა, და არა იმათმა ჩემგან, იმიტო რო მე არ შემიძლია ვინმეს ჩავკიდო ხელი ისე, რო ამ ვინმეს გულისცემა გაუხშირდეს, ან ჩავეხუტო ისე, რო სუნთქვა შეეკრას, ან უბრალოდ ფეხზე მოვეხვიო ისე, რო ვაგრძნობინო ყველაფერი, რასაც იმ მომენტში განვიცდი... არავის არაფერში ჭირდება ბურთები და ბარბიები, ერთ კვირაში ბურთი გასკდება და ბარბიც დაიშლება, მაგრამ არსად არ წავა მოლოდინი და იმედი, რო ერთ შაბათს ან კვირას, ისევ შემოვა ჭიშკარში მანქანა, იქედან გადმოვლენ უცხო ადამიანები და ჩაგეხუტებიან... © forum.ge-ს ერთერთი იუზერი -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
ნათია მოვინახულოთ კაჭრეთის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები Apr 21 2009, 09:54 AM
lingvo ბავშვების ასაკი და... Apr 21 2009, 03:59 PM
ა ნ უ კ ა :rolleyes: Apr 21 2009, 10:47 PM
nazi ასაკი, სქესი, სიმაღ... Apr 21 2009, 11:18 PM
k@the ძალიან კარგი წამოწ... Apr 22 2009, 01:07 PM
.ნინო
თუ 63 არიან, მარტო ფ... Apr 22 2009, 01:46 PM
neo კარგი იდეაა, ამჯერ... Apr 22 2009, 06:23 PM
@ninonino@ აუ :( მეც მინდა წამო... Apr 22 2009, 06:36 PM
Amuza
დაახლოებით ამ თვი... Apr 22 2009, 07:26 PM
სოფი @ninonino@
მერე რა გიშლის... Apr 22 2009, 09:47 PM
subterranean ისე რამე ფეხსაცმელ... Apr 22 2009, 10:06 PM
ubralod ninka მშვენიერი იდეაა იქ... Apr 22 2009, 10:12 PM
inaina ზომები გვინდაააა :) ... Apr 25 2009, 09:58 AM
ეკატო როდის მიდიხართ? მე... Apr 26 2009, 01:06 AM
ნათია ვესაუბრე კაჭრეთის ... Apr 27 2009, 12:04 PM
syd ია ზა!
თუ რამე არ ... Apr 27 2009, 12:06 PM
inaina ფეხსაცმელების პრო... Apr 27 2009, 12:24 PM
ნათია inaina
კი, თუ აქვს ვინმ... Apr 27 2009, 12:25 PM
nazi ბავშვთა სახლის გარ... Apr 27 2009, 12:43 PM
syd აუ სამში მიდიხართ? :... Apr 27 2009, 07:43 PM
inaina
აუ სამში მიდიხართ? ... Apr 28 2009, 12:42 AM
ეკატო თუ რამე არ მოხდა უე... Apr 28 2009, 12:46 AM
likka სულ ახლახანს ერთ ო... Apr 28 2009, 12:54 AM
subterranean მაგ დღეს ქვათახევშ... Apr 28 2009, 01:07 AM
ნათია ვინ აპირებს წამოსვ... Apr 28 2009, 09:57 AM
syd სავარაუდოდ მოვდივ... Apr 28 2009, 04:59 PM
inaina
სავარაუდოდ მოვდივ... Apr 28 2009, 05:30 PM
sergi_glaxa ხო მე ვარ, მე დავწერ... Apr 28 2009, 05:32 PM
inaina
ხო მე ვარ, მე დავწე... Apr 28 2009, 05:35 PM
ა ნ უ კ ა მე წამოვალ ალბათ
ძ... Apr 28 2009, 07:51 PM
ეკატო მეც წამოვალ, ოღონდ ... Apr 28 2009, 10:26 PM
nazi აბა სად არის ხალხი... Apr 28 2009, 10:33 PM
inaina
აბა სად არის ხალხი... Apr 28 2009, 10:50 PM
ეკატო მანქანებით მივდივ... Apr 28 2009, 10:52 PM
T.L. სამში მაგისტრატურ... Apr 28 2009, 10:55 PM
syd T.L.
დათო არ ვარ :D Apr 28 2009, 11:03 PM
ეკატო T.L.
კვირა რომ არის მ... Apr 28 2009, 11:10 PM
T.L.
T.L.
კვირა რომ არის მ... Apr 28 2009, 11:14 PM
nazi კვირას ტრადიციულა... Apr 28 2009, 11:45 PM
ნათია მარშუტკით წავალთ, 1... Apr 28 2009, 11:59 PM
ნათია ალბათ პარასკევს წა... Apr 29 2009, 11:48 AM
Ligia
ალბათ პარასკევს წ... Apr 29 2009, 12:12 PM
ნათია Ligia
ტკბილეული, საკა... Apr 29 2009, 12:16 PM
Ligia ჩარჩეობი? რისთვის? Apr 29 2009, 12:23 PM
ნათია Ligia
ხატვის წრეებზე ... Apr 29 2009, 12:31 PM
Ligia
Ligia
ხატვის წრეებზე ... Apr 29 2009, 12:33 PM
ნათია Ligia
რა ვიცი, შენ აირჩ... Apr 29 2009, 12:45 PM
inaina მე მზად ვარ მივიღო ... Apr 29 2009, 01:57 PM
nazi ნათ, ჩარჩოებზე ნაც... Apr 29 2009, 03:22 PM
ნათია nazi
სტანდარტული ზომ... Apr 29 2009, 03:47 PM
Ligia როდის მიდიხართ? Apr 29 2009, 03:51 PM
nazi თუ არ დაგვიკლო სტა... Apr 29 2009, 04:07 PM
ნათია nazi
ზომა სტანდარტულ... Apr 29 2009, 05:38 PM
nazi კარგი ნათი, ხვალ გა... Apr 29 2009, 10:34 PM
.ნინო მეც მოვდივარ, :* Apr 30 2009, 01:21 PM
lingvo მეც იმედია შემოგიე... Apr 30 2009, 02:56 PM
tamuna m ბავშვებო, ხვალ რომ... Apr 30 2009, 08:50 PM
ნათია სავარაუდოდ, წამომს... Apr 30 2009, 11:39 PM
.ნინო tamuna m
შემეხმიანე და ... May 1 2009, 12:23 AM
ბიძია თომა სავარაუდოდ, წამომს... May 1 2009, 12:32 AM
inaina
სავარაუდოდ, წამომ... May 1 2009, 12:53 AM
lingvo სავარაუდოდ, წამომს... May 1 2009, 06:29 PM
nazi სერგი გადაამოწმეთ,... May 1 2009, 07:43 PM
.ნინო რა ამბავია ამდენი ... May 1 2009, 08:06 PM
ბიძია თომა
რა ამბავია ამდენი ... May 1 2009, 08:07 PM
ნათია საყიდლებზე გავედი... May 1 2009, 08:22 PM
.ნინო ნათია
გაიხარე, შეგ... May 1 2009, 08:24 PM
ბიძია თომა
ნათია
გაიხარე, შეგ... May 1 2009, 08:27 PM
ნათია .ნინო
დღეს გამიმარ... May 1 2009, 08:29 PM
ბიძია თომა
.ნინო
დღეს გამიმარ... May 1 2009, 08:31 PM
inaina
.ნინო
დღეს გამიმარ... May 1 2009, 08:50 PM
ნათია ბიძია თომა
ხვალ შე... May 1 2009, 08:43 PM
ბიძია თომა
ბიძია თომა
ხვალ შე... May 1 2009, 08:44 PM
ნათია ბიძია თომა
მაგას რ... May 1 2009, 08:45 PM
ნათია იქნებ დააკონკრეტო... May 1 2009, 09:39 PM
inaina მე
ბაკური
ჩემი და
:) May 1 2009, 10:04 PM
ბიძია თომა
მე
ბაკური
ჩემი და
:)... May 1 2009, 10:25 PM
inaina
თქვენ რომ მანქით მ... May 1 2009, 10:30 PM
ბიძია თომა
ახლა ბაკურს ვაპარ... May 1 2009, 10:33 PM
inaina ბავშვებო ამუზას გა... May 1 2009, 10:36 PM
ბიძია თომა
ბავშვებო ამუზას გ... May 1 2009, 10:48 PM
nazi აბა, ახლა თავი არ მო... May 2 2009, 12:11 AM
ნათია ესენი უეჭველი მოდ... May 2 2009, 09:36 AM
inaina
ესენი უეჭველი მოდ... May 2 2009, 09:43 AM
ნათია inaina
რავა შენც აპირე... May 2 2009, 09:59 AM
inaina
inaina
რავა შენც აპირე... May 2 2009, 10:06 AM
ნათია inaina
აუ, მე დრო არ მაქ... May 2 2009, 10:19 AM
inaina
inaina
აუ, მე დრო არ მაქ... May 2 2009, 10:22 AM
ბიძია თომა
აა,ვიცი,ვიცი სადაც ... May 2 2009, 11:00 AM
inaina
სად არის და მაქთის ... May 2 2009, 11:03 AM
ნათია inaina
კარგი :) May 2 2009, 10:24 AM
ბიძია თომა 1. ეკატო
2.inaina
3. .ნინო
4. ... May 2 2009, 11:07 AM
.ნინო ბიძია თომა
წახვალ ... May 2 2009, 01:26 PM
ნათია .ნინო
უკვე იყიდა თე... May 2 2009, 02:53 PM
inaina
.ნინო
უკვე იყიდა თ... May 2 2009, 03:12 PM
ეკატო
აბა ჰამბურგერები ... May 2 2009, 06:02 PM
patara sayvarelo ძალიან მინდოდა თქვ... May 2 2009, 05:57 PM
ბიძია თომა მოგესალმებით დღეს ... May 2 2009, 07:27 PM
ნათია ხვალ 11 საათზე ყველა... May 2 2009, 07:30 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th November 2025 - 05:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი