ქართული ხალხური სიმღერა, სჯა-ბაასი და ჩანაწერები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ხალხური სიმღერა, სჯა-ბაასი და ჩანაწერები |
ვეშაპო |
Jan 29 2007, 01:30 AM
პოსტი
#1
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
აბა, მოგილოცავთ ახალი განყოფილების დამატებას.
გთხოვთ, შემობრძანდეთ და გამოთქვათ თქვენი აზრი ქართულ სიმღერასთან დაკავშირებით. ასევე, თუ შეძლებთ ჩანაწერების დადებას, ფრიად მისასალმებელი იქნება. მეც ნელ-ნელა ავტვირთავ რაღაცეებს. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
qarcivadze |
Feb 8 2007, 10:33 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,460 რეგისტრ.: 30-January 07 წევრი № 971 |
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის
-------------------- იმედია,თქვენ მაინც გაგიმართლებთ
|
ვეშაპო |
Feb 10 2007, 08:20 PM
პოსტი
#3
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
დღეს მინდა შემოგთავაზოთ ქართული საბრძოლო სიმღერები.
საბრძოლო სიმღერები, ანუ ბრძოლაში შესვლის სიმღერები მოიხსენიება ჯერ კიდევ ანტიკური ისტორიკოსის "სტრაბონის" ცნობებში, რომელიც აღწერს, რომ ზოგიერთი ქართველური ტომი, ზუსტად ვერ ვიხსენებ რომლები, ბრძოლაში მეტად უცნაური სიმღერებით შედიოდნენ. ბრძოლაში შესვლის სიმღერებიდან მე რაც მაქვს, ესაა გურული იერიში. ძირითადად ბრძოლაში შესვლისას იყენებდნენ ბუკს, ნაღარას (დასარტყამი), ჯოხებიან დოლს, ზურნას, სტვირს. "ჰკრეს ბუკსა და ნაღარას"-ო გვამცნობს მატიანე. ასევე აჭარლები ბრძოლაში შესვლისას იყენებდნენ ჭიბონს და ჯოხებიან დოლს. ხორუმი ჭიბონზე და დოლზე აქ აშკარად შეიგრძნობა საბრძოლო განწყობა. ამ ჩანაწერში ჩვეულებრივ დოლზე ხელით უკრავენ, თუმცა, მე მაქვს ვიდეო ჩანაწერი სადაც ორი ჭიბონი და ერთი ჯოხებიანი დოლია. სხვათა შორის, ძალიან დიდი ყურადღება ექცეოდა იმ ხალხს, ვინც ბრძოლაში შესვლისას უკრავდა. თითქმის არა ნაკლები, ვიდრე მედროშეებს. ეს ორი კასტა, აუცილებელი იყო, საბრძოლო წყობის შესანარჩუნებლად და მათ სპეციალური დაცვაც ყავდათ. მედროშეები წინ მიუძღოდნენ რაზმეულებს, ხოლო დამკვრელები ბოლოში მიყვებოდნენ. უშუალოდ ხელჩართულში გადასვლისას ეს უკანასკნელნიც ბრძოლაში ერთვებოდნენ. რჩებოდნენ მხოლოდ მედროშეები, რომელთაც დროშა აუცილებლად მაღლა უნდა სჭეროდათ, რათა მისი რაზმეულის წევრები შორს არ შესულიყვნენ მტრის რაზმში და თავის რაზმს არ მოწყვეტოდნენ. არსებობს ასევე ე.წ. "სალდათური" სიმღერები. ეს იმისათვის, რათა ჯარს მწყობრში ევლო. ასეთია მაგალითად გურული ჯარისკაცის სიმღერა ასევე იმერული "ვახტანგ მეფე" (სამწუხაროდ, ჩანაწერი არ მაქვს). არის ასევე უამრავი სალაშქრო სიმღერები, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. მაგალითად: "ქართველო ხელი ხმალს იკარ", მგზავრულები, ლაშქრულები და ა.შ.. შგარი და ლაშგარი ეს არის სვანური სალაშქრო სიმღერა. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი