ჯემალ ქარჩხაძე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯემალ ქარჩხაძე |
Atman |
Apr 29 2009, 09:45 PM
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ვისაუბროთ ამ ადამიანის ხელოვნებაზე. მისი რომელი ნაწარმოებები მოგწონთ.
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
თამარი_ცქნაფო |
Apr 29 2009, 11:16 PM
პოსტი
#2
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
აქ დევს ''ქარავანი''
http://www.lib.ge/each_author.php?218 ჯემალ ქარჩხაძე (ბიოგრაფიული მონაცემები) 1936 წლის 13 მაისი, ვანის რაიონის სოფელი უხუთი – 1998 წლის 8 ნოემბერი, თბილისი. 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1961 – 1982 წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა კულტურის სამინისტროში, ქართულ სახელმწიფო თოჯინების თეატრში და კინოსტუდია „ქართულ ფილმში”. პირველი პუბლიკაცია – 1962 წელი, მოთხრობა „აბზიანიძეების ოჯახი”. ბიბლიოგრაფია (პირველი გამოცემები): • „სასწაული” – მოთხრობების კრებული, 1967 • „მეთერთმეტე მცნება” – მოთხრობების კრებული, 1979 • „მდგმური” – რომანი, 1979 • „დღე ერთი” – მოთხრობების კრებული, 1982 • „ქარავანი” – რომანი, 1984 • „ანტონიო და დავითი” – მოთხრობების კრებული, 1987 • „ზებულონი” – რომანი, 1988 • „ზღაპარი ხელმწიფის პატარა ქალისა და მწყემსი ბიჭისა” - მოთხრობა, 1989 (ჟურნალი „მნათობი” №9) • „იუპიტერის სინანული” – მოთხრობა, 1994 • „მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება” – მოთხრობა, 1998 • „განზომილება” – რომანი, 2001 (პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ცისკარში” 1999წ. №№3-4-5-6-7) თარგმნილია და გამოცემულია რუსულ, ჩეხურ, გერმანულ და სხვა ენებზე. დავიდ წერედიანთან ერთად ნათარგმნი აქვს ჰ. ლაქსნესის „ატომის სადგური”, ლ. ფოიხტვანგერის „ცრუ ნერონი”, რ. კიპლინგის ზღაპრები, გრიმების ზღაპრები და სხვ. ესეც ამონარიდები: სიცოცხლე იმად არა ღირს, მისი გულისთვის შიშს მონად გაუხდე. ვისაც უკეთესი ბედი აქვს ის დიდ და ღონიერ სახელმწიფოში იბადება და თუ მაინცდამაინც მოიწადინებს, შეუძლია ნადირადაც იქცეს -ამით ქვეყანას ბევრი არა დააკლდება რა. ჩვენში კი ყოველი კაცი სათვალავშია ჩაგდებული. ჩვენში ყოველმა კაცმა საქართველო თავის ზურგით უნდა ზიდოს. ქართველობა ჩვენი ხმალია და ქრისტიანობა ჩვენი ფარი. ვისთვისაც ღმერთს ფარისა და ხმლის მეტი არა მიუცია რა ის მეომარია და ძალიანაც რომ ეგულმძიმებოდეს უნდა იომოს. ჩვენი მიწა-წყალი მცირეა და გამუდმებული დარაჯობა სჭირდება. პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია. ჩვენი ქვეყანა კი იმდენად პატარაა ხელები რომ გაშალო თავ-ბოლოს მიწვდები. ასეთ ქვეყანას სხეულივით უნდა გრძნობდე და როცა შენს მიწაზე უცხო მოძალადე დადის ისე უნდა გტკიოდეს თითქოს შენს სხეულს თელავდეს ესეც ნახეთ: http://www.press.tsu.ge/GEO/mimdinare%20ka...jemalindex.html http://arili2.blogspot.com/2009/03/blog-post_14.html -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 08:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი