მსჯავრდებულები მონასტერში..., უწმინდესის გადაწყვეტილება... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსჯავრდებულები მონასტერში..., უწმინდესის გადაწყვეტილება... |
lch |
Apr 25 2009, 06:44 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
ქრისტე აღსდგა!!! ჭეშმარიტად აღსდგა!!!
ყველას გილოცავთ აღდგომის დღესასწაულთა დღესასწაულს, მრავალს დაესწარით!!! იხარეთ ორთავ სოფელსა შინა!!! თავიდანვე მინდა განვაცხადო, რომ ამ თემას ვხსნი არა ურთიერთ დაპირისპირებისთვის და ურთიერთ შეურაწყოფის მიყენების მიზნით, არამედ რათა ყოველმა ჩვენგანმა მშვიდად და ურთიერთ პატივისცემით გამოვთქვათ ჩვენი შეხედულებები ამ ახალ გადაწყვეტილებაზე: კერძოდ, საქართველოს ეკლესიამ და საქართველოს მთავრობამ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად საზოგადოებისთვის ნაკლებ საშიში მსჯავრდებულები, თავიანთ მისჯელის ვადას მოიხდიან საქართველოს ეკლესია-მონასტრებში (ძირითადად მონასტრებში)... ეს არის ხელშეკრულების ძირითადი თეზა, ეს მომდინარეობს ჩვენი უწმინდესისგან, დიდება მას!!! მაგრამ ჩემთვის პირადად მონასტერი დღესდღეობით არის ერთადერთი სიმშვიდის, სულიერების წყარო, ადგილი (ოაზისი) სადაც შეიძლება აქაურ (ქალაქის, ერის საერთოდ) დაძაბულ და გაუსაძლის ცხოვრებას "გაექცე" და თუ სამუდამოდ არა, დროებით მაინც შეეფარო... ეხლა, ამ გადაწყვეტილებით კი "სოდი"-ს, "კუდი"-ს, "შსს"-ს და ვიღაცა შაშკინის დამქაშებს საქართველოს ყველა მონასტერში წანწალის და კონტროლის უფლება მიეცემა... და ეს დაარღვევს მონასტრული ცხოვრების მთელს წყობას... მე, როგორც მიწა მეუფებისა ჩვენისა, უწმინდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასი, ამ გადაწყვეტილებას მორჩილებით ვიღებ. იმ მონასტერთან, სადაც მე მრავალი წლეია მიხდება ურთიერთობა (და გარკვეული პერიოდით ცხოვრებაც კი), ასეთ სიტუაციაშიც (თუ მართლაც მოხდა) არ გავწყვეტ ურთიერთობას, მაგრამ დამერწმუნეთ, ასეთი რაღაც ყველგან შექმნის რაღაც დაბრკოლებებს... საინტერესოა თქვენი აზრიც... ვიმსჯელოდ ამ საკითხზე (ვიმეორებ შეურაწყოფებისა, ქილიკის და განკითხვის გარეშე).... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
neo |
Apr 30 2009, 09:49 AM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ვფიქრობ ძალიან მაგარი გადაწყვეტილებაა, მე ვყოფილვარ ზონაში და ვიცი იქ რა შეიძლება დამიანს დაემართუს, მიუხედავად იმისა როგორი მსუბუქი სასჯელის გამო ზის...
ასევე მონასტრებში ვყოფლივარ, მგონია რომ მონასტრებს შეუძლიათ ამ ადამიანების მომავლის შეცვლა... ბევრი ადამიანის გადარჩენა... არ არის აუცილებელი ყველა მომასტერში იყვნენ პატიმრები, და არც ყველა მონასტერია ასე ვთქვათ ,,მშვიდი" ... გარდა ამისა პატიმრების დიდი ნაწილი პატივს ცემს ეკლესიას და დისიპლინირებული ქცევაც ვფიქრობ მისაბაძი იქნება ბევრ მორჩილისთვის... რავი ასე ვფიქობ -------------------- www.cordesign.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 10:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი