![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
მინდა მეტად სჭოჭმანო საკითხს შევეხო, იმედია არავის ეწყინება
![]() ერთ-ერთ არგუმენტად, რომელიც ჩვენ - მართლმადიდებელ ქრისტეანებს, ორღანის ტრადიციის საპირისპიროდ მოგვყავს, სულიერი ხმით განდიდების შეუძლებლობაა, ანუ შიგნიდან ამოძახილის ადამიანებამდე დატანის შესაძლებლობის არ არსებობა, რამდენადაც ის უსულო საკრავია ![]() რომელი გალობაა დღეს ჩვენთვის უპირატესი - რომელიც ნოტებზე იქნება გამართული, თუ რომელიც ხელოვნებას სულიერ ხმოვანებად გარდაქმნის და შესაბამისად, მრევლს იმავე ხმით აგალობებს, რასაც ქორდეაზე ასრულებენ? ჩვენ ვიცით, რომ მრევლის სათქმელს უფლის წინაშე, იგივე 'ამინ'-ს გუნდი ამბობს, გუნდი განასახიერებს მრევლის ხმას, - თავად ჩაძახილსაც მრევლში, ასეთ მომენტში შენი ხმის ტემბრი, უნდა ჩავარდეს ადამიანის გულში და ამ გულიდან ამონასხლეტი ღმერთამდე მივიდეს და როცა თავად არ ლოცულობ, როგორ გინდა დიალოგი შედგეს ღმერთსა და მრევლს შორის, შენი ხმის ტემბრის მეშვეობით - რომელიც თავის მხრივ სულიერების მანიშნებელიცაა? ანუ, რა ხდება როცა მგალობლები მხოლოდ პირს აღებენ ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
ლალი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 979 რეგისტრ.: 25-December 06 წევრი № 742 ![]() |
mogzaura
ციტატა ყოველთვის მქონდა გულში დიდი სურვილი,მაგრამ მეუბნებიან თან მეც ხომ ვიცი ჩემი ხმის ამბავი ციტატა მაგრამ ერთხელ ყური მოვკარი არ არსებობს ადამიანი ვისაც სმენა და ხმა არ ქონდესო ეს ასეა? მე მწამს რომ ეს ასეა. სმენა - ეს არის ფაქტიურად მუსიკალური ყურადღება, და ყურადღებას განვითარება სჭირდება. მაგრამ შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს ადამიანს ამისთვის. აქ მთავარია მონდომება და მოთმინება. რაც შეეხება ხმას, აქ საქმე უფრო რთულადაა. ხმა- ადამიანის ფიზიოლოგიური მახასიათებელია. არსებობს ხმის უამრავი ტიპი. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, კარგი ხმა- ნიშნავს სწორ სუნთქვას. სუნთქვასაც ასევე განვითარება სჭირდება. ანუ ლოგიკურად, ხმის განვითარებაც შეიძლება რაღაც საშუალო დონემდე მაინც. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ თუ ადამიანს ძალიან დიდი რწმენა აქვს, ღმერთი მას ხმასაც და სმენასაც მისცემს (გავიხსენოთ თუნდაც რომანოზ ტკბილადმგალობელი). ასე რომ, მე არ მჯერა, როცა ვინმეზე ამბობენ, რომ მას ხმა, ან სმენა (თუ ის ყრუ-მუნჯი არაა ![]() მაგრამ რაც შეეხება გალობას, აქ მხოლოდ ლამაზი ტემბრი და კარგი ყური, როგორც ჩანს, არაა საკმარისი. ვეთანხმები "იისფერთოვლს", რომ გულიც აუცილებელია, ცხადია და როგორც ზემოთ ხალხმა დაწერა - მოწესრიგებული სულიერი ცხოვრება. მაგრამ ესეც შეიძლება არ იყოს საკმარისი. მთავარი ღვთის ნებაა. |
elenele |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 14-October 08 მდებარ.: ruseti წევრი № 5,807 ![]() |
mogzaura მე მწამს რომ ეს ასეა. სმენა - ეს არის ფაქტიურად მუსიკალური ყურადღება, და ყურადღებას განვითარება სჭირდება. მაგრამ შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს ადამიანს ამისთვის. აქ მთავარია მონდომება და მოთმინება. რაც შეეხება ხმას, აქ საქმე უფრო რთულადაა. ხმა- ადამიანის ფიზიოლოგიური მახასიათებელია. არსებობს ხმის უამრავი ტიპი. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, კარგი ხმა- ნიშნავს სწორ სუნთქვას. სუნთქვასაც ასევე განვითარება სჭირდება. ანუ ლოგიკურად, ხმის განვითარებაც შეიძლება რაღაც საშუალო დონემდე მაინც. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ თუ ადამიანს ძალიან დიდი რწმენა აქვს, ღმერთი მას ხმასაც და სმენასაც მისცემს (გავიხსენოთ თუნდაც რომანოზ ტკბილადმგალობელი). ასე რომ, მე არ მჯერა, როცა ვინმეზე ამბობენ, რომ მას ხმა, ან სმენა (თუ ის ყრუ-მუნჯი არაა ![]() მაგრამ რაც შეეხება გალობას, აქ მხოლოდ ლამაზი ტემბრი და კარგი ყური, როგორც ჩანს, არაა საკმარისი. ვეთანხმები "იისფერთოვლს", რომ გულიც აუცილებელია, ცხადია და როგორც ზემოთ ხალხმა დაწერა - მოწესრიგებული სულიერი ცხოვრება. მაგრამ ესეც შეიძლება არ იყოს საკმარისი. მთავარი ღვთის ნებაა. ქრისტე აღსდგა. ყველას გილოცავთ) გაიხარე ლალი, ნამდვილად ღმერთის ნებაა ყველაფერი, იგი გვასწავლის ლოცვას, მოთმინებას, სიყვარულს, სინანულს და რა თქმა უნდა გალობასაც. ჩემო კარგებო როგორი ხმაც არ უნდა ქონდეს მგალობელს და როგორც არ უნდა მოგვწონდეს და არ მოგვწონდეს, ისინი ხომ მოძღვარმა აკურთხა რომ იგალობონ და ჩვენ უნდა მოგვწონდეს მათი გალობა? თუ ღმერთს? იქნებ უფალს მოსწონს როგორც გალობენ და ჩვენ რადგან ვაფასებთ მათ გალობას რომ გულით არ გალობენ და ასე შემდეგ, ასე მემგონი განკიტხვაში ვვარდებით და არაა სწორი, რადგან შენ შეიძლება ასე გეჩვენება რომ გულით არ გალობს და მარტო თავის ლამაზ ხმას უსმენსო, სინამდვილეში კი ის გულით გალობდეს, მთავარია რომ ისინი უფალს ადიდებენ და როგორ გალობენ ეს მგონი მარტო უფლის შესაფასებელია, ეს ჩემი აზრია და მათაც კარგად იციან რა შეცდომები მოსდით ხოლმე და უფლის შემწეობით გამოასწორებენ. ყველამ ჩვენ გულში უნდა ჩავიხედოთ და მერე შევაფასოთ სხვისი ღვაწლი. ნუთუ ჩვენ ყოველთვის გონება გაუფანტავად ვლოცულობთ ჩვენს გულებში? და მგალობელიც ხომ ჩვენნაირი ადამიანია და ვილოცოთ ერთმანეთზე რომ უფალმა გადმოგვხედოს. -------------------- ქალწულმოწამეო ბარბარე ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
წმიდაო სასწაულმოქმედო ნიკოლოზ ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 01:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი