ექსკურსია ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ექსკურსია ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობა |
Ismail |
Apr 28 2009, 11:20 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ვინაიდან კახეთის ექსკურსიას სასიკეთო ვერაფერი შევატყვე, გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა. გთავაზობთ 10 მაისს, კვირას წავიდეთ ქვემო ქართლში. მარშრუტის ორი ვარიანტი მაქვს: 1. წრიული მარშრუტი 1. ბეთანია >> მანგლისის და მერე წალკის ან თეთრი წყაროს გავლით ჩავალთ 2. ფიტარეთში >> წამოვალთ თეთრი წყაროს გზით და ვინახულებთ 3. ბირთვისის (შეიძლება 4. სამშვილდისაც) ციხეებს (ოღონდ გზიდან ცოტა გადახვევა მოგვიწევს.) >> 5. შავნაბადას მონასტერი მაგრამ ზუსტად არ ვიცი მანგლისი-წალკის გზის ავკარგიანობის შესახებ და ამიტომ გთავაზობთ მეორე მარშრუტს: 2. წასვლა-წამოსვლითი მარშრუტი: 1. შავნაბადა >> 2. ბირთვისის (შეიძლება 3. სამშვილდისაც) ციხეები >> 4. ფიტარეთი საბოლოოდ ამ ორიდან ერთ-ერთი გადაწყდება. შეიძლება ზემოაღნიშნულ მარშრუტებში შევიდეს ცვლილებები ან დაემატოს მოსანახულებელი ობიექტები. აბა, მსურველები ჩაეწერეთ. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
tamara |
May 1 2009, 08:58 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
ძალიან საინტერესო მარშრუტი გაქვთ -
რითი აპირებთ გასვლას? აგერ თქვენ რუქაც - ფიტარეთში ნამყოფი ვარ - მანდ მისვლას დიდი დრო უნდა - თუ თეთრიწყაროდან აპირებთ მისვლას - სამარშრუტოს გაუჭირდება გასვლა ტყეში- მაშინ ნივათი ან ჯიპით უნდა გახვიდეთ აქ გზები ჩანს კარგად მანგლისიდან თეთრიწყარომდე ფიტარეთი და ბირთვისი გამორიცხეთ. ან ფიტარეთს უნდა დაუთმოთ ერთი დღე და ბირთვისში მინიმუმ ორი დღით მაინც უნდა წახვიდე. რომ იძახით, მოკლე მარშუტიო რაც აქ წერია სულ რომ იარო ერთი 4 დღე მაინც უნდა სამშვილდეში მიდის ტრანსპორტი, მაგრამ ზაფხულის მოსვლასთან ერთად ბალახი იზრდება და არ ღირს წასვლა მართალია - თუ მიდიხართ ფიტარეთში თეთრიწყაროდან - იმ დღეს სამშვილდე შეიძლება მოესწროს - ახლოსაა მასთან. მაგრამ აქაა ერთი დიდი პრობლემა - გზა - თეთრიწყაროდან გზა ტაძრამდე მიდის ტყით - თან ადგილობრივს უნდა სთხოვოთ ვინმეს რომ გამოგყვეთ - თორემ დაიკარგებით - ტყეში გზა ფაქტიურად არაა - ჯიპი და ნივა მიდის უპრობლემოდ - სამარშრუტო გამორიცხულიაო - თუ ფეხით წახვალთ - ალექსეევკამდე უნდა მიხვიდეთ მანქნაით და მერე ფეხით - მაგას 1 დღეს ან ეყოფა ან არა... მეორე ვაირანტია გადასვლა ტნძიით მდინარე ხრამზე - გაზაფხუზე გადარეულაი ხრამი - ბოლნისში უნდა დარეკოთ და იკითხოთ ხრამზე არსებობს თუ არა ხიდი (ხიდი პერიოდულად მიაქვს ხოლმე ხრამს) თუ არადა მაშინ ორხიდიანი ან ისევ ჯიპით... მაგრამ ფიტარეტი ღირს წვალებად.... ულამაზესია! ბირთვისებში კარვებით მიდიან ხოლმე 1- 2 დღით... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 02:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი