![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Ismail |
![]()
პოსტი
#1
|
![]() სტუმარი ცოტა ხანისა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 ![]() |
ვინაიდან კახეთის ექსკურსიას სასიკეთო ვერაფერი შევატყვე, გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა. გთავაზობთ 10 მაისს, კვირას წავიდეთ ქვემო ქართლში. მარშრუტის ორი ვარიანტი მაქვს: 1. წრიული მარშრუტი 1. ბეთანია >> მანგლისის და მერე წალკის ან თეთრი წყაროს გავლით ჩავალთ 2. ფიტარეთში >> წამოვალთ თეთრი წყაროს გზით და ვინახულებთ 3. ბირთვისის (შეიძლება 4. სამშვილდისაც) ციხეებს (ოღონდ გზიდან ცოტა გადახვევა მოგვიწევს.) >> 5. შავნაბადას მონასტერი მაგრამ ზუსტად არ ვიცი მანგლისი-წალკის გზის ავკარგიანობის შესახებ და ამიტომ გთავაზობთ მეორე მარშრუტს: 2. წასვლა-წამოსვლითი მარშრუტი: 1. შავნაბადა >> 2. ბირთვისის (შეიძლება 3. სამშვილდისაც) ციხეები >> 4. ფიტარეთი საბოლოოდ ამ ორიდან ერთ-ერთი გადაწყდება. შეიძლება ზემოაღნიშნულ მარშრუტებში შევიდეს ცვლილებები ან დაემატოს მოსანახულებელი ობიექტები. აბა, მსურველები ჩაეწერეთ. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
![]() ![]() |
tamara |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 ![]() |
ძალიან საინტერესო მარშრუტი გაქვთ -
რითი აპირებთ გასვლას? აგერ თქვენ რუქაც - ![]() ფიტარეთში ნამყოფი ვარ - მანდ მისვლას დიდი დრო უნდა - თუ თეთრიწყაროდან აპირებთ მისვლას - სამარშრუტოს გაუჭირდება გასვლა ტყეში- მაშინ ნივათი ან ჯიპით უნდა გახვიდეთ ![]() აქ გზები ჩანს კარგად მანგლისიდან თეთრიწყარომდე ფიტარეთი და ბირთვისი გამორიცხეთ. ან ფიტარეთს უნდა დაუთმოთ ერთი დღე და ბირთვისში მინიმუმ ორი დღით მაინც უნდა წახვიდე. ![]() რომ იძახით, მოკლე მარშუტიო რაც აქ წერია სულ რომ იარო ერთი 4 დღე მაინც უნდა ![]() სამშვილდეში მიდის ტრანსპორტი, მაგრამ ზაფხულის მოსვლასთან ერთად ბალახი იზრდება და არ ღირს წასვლა ![]() მართალია - თუ მიდიხართ ფიტარეთში თეთრიწყაროდან - იმ დღეს სამშვილდე შეიძლება მოესწროს - ახლოსაა მასთან. მაგრამ აქაა ერთი დიდი პრობლემა - გზა - თეთრიწყაროდან გზა ტაძრამდე მიდის ტყით - თან ადგილობრივს უნდა სთხოვოთ ვინმეს რომ გამოგყვეთ - თორემ დაიკარგებით - ტყეში გზა ფაქტიურად არაა - ჯიპი და ნივა მიდის უპრობლემოდ - სამარშრუტო გამორიცხულიაო - თუ ფეხით წახვალთ - ალექსეევკამდე უნდა მიხვიდეთ მანქნაით და მერე ფეხით - მაგას 1 დღეს ან ეყოფა ან არა... მეორე ვაირანტია გადასვლა ტნძიით მდინარე ხრამზე - გაზაფხუზე გადარეულაი ხრამი - ბოლნისში უნდა დარეკოთ და იკითხოთ ხრამზე არსებობს თუ არა ხიდი (ხიდი პერიოდულად მიაქვს ხოლმე ხრამს) თუ არადა მაშინ ორხიდიანი ან ისევ ჯიპით... მაგრამ ფიტარეტი ღირს წვალებად.... ულამაზესია! ![]() ![]() ბირთვისებში კარვებით მიდიან ხოლმე 1- 2 დღით... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2024 - 12:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი