IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქალები წმ. წერილში, დედათა სახე ბიბლიაში
KAIROS
პოსტი Mar 26 2009, 03:05 AM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ბევრი საკითხია ძალიან ბევრი, რომელიც უბრალოდ არ ჩანს ან ნაკლებად ჩანს წმ. წერილში, მინდა ბიბლიისეულ დედებზე ვისაუბროთ, ბიბლიაში მოხსენიებულ ქალებზე, ბევრი მათგანი უბრალოდ ნახსენებია, ან მხოლოდ სახელი ან გაკვრით, მაგრამ ამ ზოგადი ინფორმაციის უკან დიდი ისტორიაა, ქალური სიძლიერეც, სიმორცხვეც, სიყვარულიც, ტროა და სამოთხე დაიკარგა ქალის გამო, და ქალთა უკეთილშობილესმა არსებამ ხსნა მოგვივლინა, ქალის უჩვეულო და აღმატებული მაგალითია წმ. მარიამ ეგვიპტელი, დაცემიდან უზარმაზარ სიწმიდემდე, ჩვენ ახლა ვერ ამოვწურავთ ამ თემას, თორემ შუშანიკიდან ქეთევანამდე მაგალითებს რა გამოლევს, დარეჯან დედოფლიდან ვიდრე 1921 წლის 23 თებერვალს დაღუპულ მარო მაყაშვილამდე, ექვთიმესა და ილიას ცოლებიდან ჩვენს საყვარელ დედიკოებამდე, ჩვენს ულამაზეს ფორუმელ დედებზე და უნაზეს გოგონებამდე, ჰოდა ამ ყველათა წმიდა წინასახე ბიბლიაშია, დაწყებული ევადან მოსეს დამდე, კარავში ჩუმად გაცინებულ სარადან ან იაკობის საყვარელ ცოლამდე...

მოკლედ გავიხსენოთ ქალები წმ. წერილში, ისინი ხშირად საზოგადოების ცხოვრებაში აქტიური მონაწილოებას ღებულობდნენ, მეტიც მოსეს და-მარიამი ისაა, ვინც გადარჩენილ ებრაელ ერს ღვთის დიდების სიმღერას პირველი შემოსძახებს:
19. როცა შევიდნენ ზღვაში ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებითურთ, ზღვის წყლები მიაქცია მათზე უფალმა, ხოლო ისრაელიანები მშრალად გავიდნენ ზღვაში.

20. აიღო ხელში დაფდაფი მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, და მიჰყვნენ მას დედაკაცები დაფდაფებით და დააბეს ფერხული.

21. ასე შეუძახა მათ მირიამმა: უმღერეთ უფალს, რადგან დიდად განდიდდა იგი; ცხენი და მხედარი ჩაჰყარა ზღვაში.

არ ყოფილა, მიუხედავ აზიური ცხოვრებისა ბიბლიაში ქალები განრიყულები, საოცრად უყვარდა ისრაელის მსაჯულს თავისი ერთადერთი ქალიშვილი:

34. შინ მობრუნდა იფთახი მიცფაში და, აჰა, როკვით გამოეგება თავისი ასული დაირით ხელში. ეს ერთი ჰყავდა, მის გარდა არც ვაჟი ჰყავდა და არც ქალი

მეტიც, ქალები წინასწარმეტყველები იყვნენ ძველ აღთქმაშიც და ახალშიც:

14. მივიდნენ ხილკია მღვდელი, ახიკამი, ყაქბორი, შაფანი და ყასაია ხულდასთან, წინასწარმეტყველ ქალთან, რომლის ქმარი შალუმი, თიკვა ხარხასის ძის ძე, სამოსელთა მცველი იყო. ქალი იერუსალიმში, მეორე უბანში, ცხოვრობდა და დაელაპარაკნენ მას.

15. უთხრა ქალმა: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: უთხარით იმ კაცს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ.

ნეემია 6 : 14

14. ღმერთო ჩემო, მათი ამ საქმეებისაებრ გაიხსენე ტობია და სანბალატი, აგრეთვე ნოყადია, წინასწარმეტყველი ქალი, და სხვა დანარჩენი წინასწარმეტყველები, მე რომ მაშინებდნენ.


და ჩვენი უფლის მირქმის წინასწარმეტყველი ანა

36. და იყო ანნა წინაწარმეტყუელი, ასული ფანოელისი, ტომისაგან ასერისა. ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხორებულ იყო ქმრისა თანა შჳდ წელ სიქალწულითგან თჳსით. 37. და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე. 38. ესე მასვე ჟამსა შინა მოიწია და აღუვარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთჳს ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოჴსნასა იერუსალჱმს შინა.


გავაგრძელებ;

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი May 2 2009, 04:06 AM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მოკლედ გავაგრძელოთ, წინა პოსტში მოკლე დებულებებით გადმოვეცი დების ლიას და რაქელის ისტორიები და მათი უცნაურობა

ციტატა
რამოდენიმე რამეზე უნდა შევჩერდე, საინტერესო რაღაც ხდება იაკობის და რაქელის ისტორიაში თავიდანვე

დაბადება
თავი ოცდამეცხრე

1) ესაა პირველი ბიბლიური "ერთი ნახვით შეყვარება" ( დაცემის შემდეგ, რადგან სამოთხეში ადამმა შესანიშნავად აღწერა ევა, მაგრამ იქ უფრო შეცნობაზე იყო გამახვილებული ყურადღება, ვიდრე ემოციურ სიყვარულზე)

2) მძიმე, პატრიარქალურ, მკაცრ ძველ აღთქმაში ესაა პირველი ( და მგონი უკანასკნელიც) მოვლენა როცა კაცი ატირდება სიყვარულის გამო: 11. აკოცა იაკობმა რახელს და ხმამაღლა ატირდა.
(არის ვარაუდები, რომ სიყვარულის გამო კი არ ატირდა, არამედ იმის გამო, რომ ხსნა იხილა,რადგან შემდეგ წერია შეუყვარდაო, მე არ ვეთანხმები ამ აზრს, რადგან ერთი ნახვით სიყვარულის გააზრება მოხდა მოგვიანებით, ხოლო რაქელი აშკარად თავიდანვე შეუყვარდა იაკობს)

3) უცნაურად შემოდის ძველ აღთქმაში ფიზიკური მოვლენა, ლია ( რაქელის და ) სუსტია თვალებით ( არსად წერია მახინჯიაო) და მის საპირისპიროდ რაქელი ფიზიკურად ძალიან ლამაზია 17. ლეას სუსტი თვალები ჰქონდა, რახელი მშვენიერი იყო ტანად და პირად.

4) ისევ გრძელდება ძველ აღთქმისეული ( და ჩვენთვის რათქმაუნდა მიუღებელი) ერთგვარი ინცესტი, როცა ცოლად მოყავთ არამარტო ბიძაშვილები ( რაქელი იყო იაკობის დედის ძმისშვილი"10. როგორც კი დაინახა იაკობმა რახელი, თავისი დედისძმის, ლაბანის ასული) , არამედ მეტიც პოლიგამია ისევ მეორდება, ერთდროულად ორი დის მოყვანა პირველად და უკანასკნელად ფიქსირდება წმიდა ადამიანებს შორის ბიბლიაში.

5) იაკობის სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ იგი 7 წელს და შემდეგ ისევ 7 წელს ანუ მთლიანობაში 14 წელს იმუშავებს სიმამრთან რომ რაქელი დაიმსახუროს, ესეც განუმეორებელი მომენტია ბიბლიაში
18. შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა ლაბანს: შვიდ წელიწადს გემსახურები რახელისთვის, შენი უმცროსი ასულისთვის.

6) ორ ცოლს შორის ხდება ერთგვარი ბრძოლა უფალსა და იაკობს შორის (შემდეგშიც "შეიბმებიან" უფალი და იაკობი და ეწოდება იაკობს ისრაელი "უფალთან მოჭიდავე"), იაკობი უფრორე მისი პირველი სიყვარულისაკენ გადაიხრება-რაქელისაკენ, ხოლო ლია დაიჩაგრება, უფალი დაჩაგრულს გამოექომაგება (იაკობის საპირისპიროდ) და ლია ზედიზედ 4 ვაჟს უშვებს და რაქელი ბერწი იქნება და მეტიც, სწორედ მეოთხე ვაჟი ლიასი - იუდა არის უფლის ტომის წინაპარი"35. კვლავ დაორსულდა და შვა ვაჟი და თქვა: ახლა კი ვმადლობ უფალს. ამიტომ უწოდა ვაჟს სახელად იუდა და შეწყვიტა შობა. " აქ ძალიან საინტერესოა შემდეგი რამ, პირველი სამი შვილის შობისას ლიას მთელი ყურადღება მიქცეული იყო ქმრის გულის მოგებაზე "ამიერიდან შემიყვარებს ჩემი ქმარი"ახლა კი შემომევლება ჩემი ქმარი" და ა.შ. იმეორებდა ლია, მაგრამ იუდას დაბადების შემდეგ მისი აზროვნება შვილისა და შვილის მომცემისაკენ მიექცა, ასე გამოიყვანა განსაცდელიდან უფალმა ლია და ასე აამაღლა იგი განსაცდელზე.


7) დაბადება თავი 30 3. "და უთხრა რაქელმა იაკობს: აჰა, ჩემი მხევალი ბალა; შედი მასთან და შობს ჩემს მუხლებზე და შვილიერი გავხდები მეც მისგან."
ეს მოვლენა ადრეც მოხდა იაკობის ბებიასთან ანუ სარასთან, მანაც მხევალი შეუშვა აბრაამთან, აქ კი პირდაპირ ქმედებაც კი არის გამოხატული, მხევალის მშობიარობა ხდებოდა პირდაპირ ფეხებზე მისი ქალბატონისა, თითქოსდა ქალბატონმა შვა და ასე "ხდებოდა შვილიერი", ძალიან უცნაურია smile.gif მაგრამ დების შუღლი აქ ასე არ მთავრდება ზედიზედ 2 შვილი დაუბადა ამ მხევალმა რაქელს, და როდესაც ლია აღარ დარჩა ფეხმძიმედ ( საწყალი იაკობი biggrin.gif ) , ეწყინა და ახლა მან შეუშვა თავისი მხევალი ზელფა, ამ ზელფამაც ზედიზედ ორი შვილი ( ორივე ბიჭი აქაც და იქაც) დაუბადა ლიას.

8) შემდეგი უცნაურობა რაც ამ მართლაც უცნაურ დებს შეემთხვათ, არის ე.წ. "მანდარგონის ვაშლის" ისტორია: ვნახოთ რა წერია ბიბლიაში
დაბადება 30 თავი

14. და წავიდა რუბენი ხორბლის მკის დღეებში და იპოვა მანდრაგორის ვაშლები მინდორში და მიუტანა ისინი ლიას, თავის დედას. და უთხრა რაქელმა ლიას: მომეცი მე სენი ძის მანდრაგორები.

15. და უთხრა ლიან: არ არის საკმარისი შენთვის, რომ წამართვი ჩემი ქმარი? ნუთუ ჩემი ძის მანდრაგორებსაც წამართმევ? და უთხრა რაქელმა: ეგრე არა; დაწვეს შენთან ამ ღამეს შენი ძის მანდრაგორების სანაცვლოდ.

16. და მოვიდა იაკობი მინდვრიდან საღამოს, და გავიდა ლია მის შესაგებებლად და უთხრა: ჩემთან შემოდი დღეს, რადგან ნაყიდი მყავხარ შენ ჩემი ძის მანდრაგორების სანაცვლოდ. და დაწვა მასთან იმ ღამეს.

17. და შეისმინა უფალმა ლიასი, და მუცლადიღო და უშვა იაკობს მეხუთე ძე.

18. და თქვა ლიამ: მომცა ღმერთმა ჩემი საზღაური იმის სანაცვლოდ, რომ მივეცი ჩემი მხევალი ჩემს ქმარს; და უწოდა მას სახელი ისაქარი, რაც არის საზღაური.

19. და მუცლადიღო კვლავ ლიამ და უშვა მეექვსე ძე იაკობს.

20. და თქვა ლიამ: მაჩუქა მე ღმერთმა კარგი საჩუქარი; ამჯერად ამომარჩევს მე ჩემი ქმარი, რადგან ვუშვი მას ექვსი ძე; და უწოდა მისი სახელი ზაბულონი.

21. და ამის შემდეგ შვა ასული და უწოდა მისი სახელი დინა.

(ისე როგორია ცოლი ქმარს ეუბნება, დღეს ნაყიდი მყავხარო biggrin.gif)

ახლა სერიოზულად, გაგახსენდათ რომელიმე ისტორია? დიახ, დები უნებურად იმეორებენ თავიანთი ქმრის და მაზლის ისტორიას smile.gif, იაკობმა ასე მოიგო პირმშოება ესავისაგან, როცა იგი შეჭამანდზე გაუცვალა, აქ კი მანდრაგორის ვაშლს უცვლის ქმართან დაწოლაზე, ნუ ახლა უხერხულია, მაგრამ პოლიგამიაში არსებობს ე.წ. მონაცვლეობა ცოლებისა, აშკარაა რომ ამ დროს რაქელის ცვლა უნდა ყოფილიყო და ეს დაუთმო მან ლიას, და შეცდა, რადგან ზედიზედ 2 ძე და 1 ასული დაუბადა იაკობს, შეცდა იმიტომ, რომ ღმერთზე კი არ დააყრდნო იმედი, არამედ რაღაც ვაშლზე, რომელიც ცრურწმენით ჯეროდათ, რომ შვილიერებას იძლეოდა (ბევრი ამტკიცებს, რომ ამ მანდრაგორის ვაშლს მართლაც შეიძლებოდა ქონოდა რაიმე მაკურნებელი ძალა, მაგრამ მე არ ვეთანხმები, რაგდან მისი შეჭმიდან მხოლოდ მინიმუმ 3 წლის შემდეგ (ლიას 2 ძე და 1 ასული ) დაორსულდა რაქელი), და ამ განსაცდელის შემდეგ დაორსულდა რაქელი ( ისე საინტერესოა, მგონი არ ვცდები, მიუხედავად ამდენი შვილებისა, არ მომხდარა ისე რომ ერთდროულად ორივე ( ან მათი მხევლები მაინც ) დარჩენილიყო ორსულად, რაღაც მორიგეობით ორსულდებოდნენ ohmy.gif smile.gif )

და ლამაზად წერია, როგორ იბადება ნაბოლარა იოსები

22. და გაიხსენა ღმერთმა რაქელი და შეისმინა მისი ღმერთმა და გაუხსნა მას საშო,

23. და მუცლადიღო და უშვა იაკობს ძე. და თქვა რაქელმა: ამარიდა ჩემმა ღმერთმა ყვედრება.

24. და უწოდა მისი სახელი იოსები და თქვა: შემმატოს ღმერთმა მე სხვა ძე.


9) შემდეგი უცნაურობა რაც ამ ქალებს შეემთხვევათ, არის რაქელის უცნაური და დამნაშავე საქციელი, როდესაც საბოლოოდ გამოეყოფა სიმამრს (როგორც იქნა ისე biggrin.gif ) იაკობი, რაქელი მაინც გამოამჟღავნებს მისი მამის სახლში ასეთუისე ფეხმოკიდებულ წარმართული კერპებისადმი მიჯაჭვულობას და მათ მოიპარავს, თან მარტო კი არ მოიპარავს, არამედ ყველაზე მზაკვრულ ხერხს მიმართავს მათ დასამალად, უნაგრში შეინახავს და ზედ დააჯდება (ამისათვის დაისჯება კიდეც) :

34. ხოლო რაქელმა აიღო კერპები და შეაწყო აქლემის უნაგირში და დაჯდა მათზე.

35. და უთხრა თავის მამას: მძიმედ ნუ მიიღებ, ბატონო; არ შემიძლია წამოდგომა შენ წინაშე, რადგან დედათა წესი მაქვს. და ეძება ლაბანმა მთელ სახლში და ვერ იპოვა კერპები.

10. ორი და ისევ შემოდიან ბიბლიურ ისტორიაში, ახლა ისინი ასრულებენ მედიატორის, მშვიდობის დამმაყარებლის და ბრაზის გამნელებლის როლს, იაკობმა, როცა თავის გაბრაზებულ ძმას-ესავს, უნდა შეხვედროდა წინ მისი ოჯახი შეახვედრა, რომ მისი გული მოელბო და მიაღწია კიდეც ამას:
თავი 31:
1. და აახილა იაკობმა თავისი თვალები და დაინახა: და აჰა, ესავი, მისი ძმა, მოდის და ოთხასი კაცი მასთან ერთად. და გაუნაწილა იაკობმა ბავშვები ლიას და რაქელს და ორ მხევალს.

2. და დააყენა ორი მხევალი და მათი ძეები პირველებად და ლია და მისი ბავშვები - უკან და რაქელი და იოსები - ბოლოს;

3. ხოლო თვითონ წაუძღვა მათ წინ და თაყვანი სცა მიწამდე შვიდგზის, ვიდრე მიუახლოვდებოდა თავის ძმას.

4. და გაიქცა ესავი მის შესაგებებლად და გადაეხვია მას და ეამბორა და დაემხო მის ქედზე და ატირდა ორივე.


5. და აიხედა და დაინახა დედაკაცები და ბავშვები და თქვა: ვინ არიან ესენი შენი?

6. და მიუახლოვდნენ მხევლები და მათი შვილები და თაყვანი სცეს;

7. და მიუახლოვდა ლია, და მისი შვილები და თაყვანი სცეს; და ამის შემდეგ მიუახლოვდა რაქელი, და იოსები და თაყვანი სცეს.

8. და თქვა: ვინ არიან ესენი შენი - მთელი ეს ბანაკები, რომლებსაც შევხვდი? ხოლო მან უთხრა: რათა პოვოს შენმა მონამ მადლი შენ წინაშე, ბატონო



11. შემდეგი პუნქტი, რომელიც ამ დებს, ლიას და რაქელს ეხება, ოღონდ არა პირდაპირ, არის ტრაგიკული ისტორია, ლიას ქალიშვილისა დინასი, რომელიც ჯერ გააუპატიურა და შემდეგ შეირთო და შემდეგ შეეცადა სიტუაციის გამოსწორებას ერთერთმა წარმართმა, ისე ესეც უცნაური ისტორიაა, დინა გავიდა იქ მცხოვრები სხვა წარმართი გოგოების გასაცნობად და ეგრე მოიტაცეს

თავი 34
1. და გავიდა დინა, ლიას ასული, რომელიც უშვა იაკობს, იქაური ასულების გასაცნობად.

2. და დაინახა იგი სიქემმა, ემორის ძემ, ქორელმა, იმ ქვეყნის მთავარმა, და წაიყვანა და დაწვა მასთან და დაამდაბლა იგი.

3. და შეეთვისა დინას, იაკობის ასულის, სულს და შეუყვარდა ქალწული და ელაპარაკა მას ქალწულის ფიქრისამებრ.


ნუ აქ "ქალწულში" იგულისხმება დაუქორწინებელი, რადგან ქალწულობა ამ დროს დაკარგული ქონდა, მაგრამ არც დაქორწინებული იყო, ამიტომ ზუსტი იქნება "ქალიშვილი" ( არაქალწული ქალიშვილი biggrin.gif ) , შეუყვარდა და გოგოს გულიც მოიგო როგორც სჩანს, და წინადაცვეთაც კი მიიღო გოგოს სიყვარულით, მაგრამ შეურაცხყოფა მაინც არ ეპატია მას და მის ოჯახს და ამოხოცა ისინი დინას ძმებმა ( ნახეთ დაბადება თ. 34) , არგუმენტი კი მყარი იყო :
" 31. ხოლო მათ უთხრეს: აბა, როგორც მეძავს უნდა მოქცეოდნენ ჩვენს დას?"


12 ისევ რაქელის ირგლივ ვრჩებით, ჯერ იყო და იაკობის დედის გამზრდელი გარდაიცვალა:
და მოკვდა დებორა, რებეკას გამზრდელი, და დაიმარხა ბეთელის დაბლა, მუხის ქვეშ, და უწოდა იაკობმა მას სახელი გლოვის მუხა.
და მალევე დაეწყო მშობიარობა რაქელსაც:

შვა რაქელმა და ძნელად შვა შობისას.

17. და იყო, როცა იგი მძიმეს შობდა, უთხრა მას ყრმის ამქმელმა: გამხნევდი, რადგან ესეც ძე გყავს შენ.

18. და იყო, როცა განუტევებდა იგი სულს, რადგან კვდებოდა, უწოდა მისი სახელი ძე ჩემი ტკივილისა; ხოლო მამამ უწოდა მას ბენიამინი.

19. და მოკვდა რაქილი და დაიმარხა ეფრათას ცხენთსარბიელის გზაზე - ეს არის ბეთლემი

უცნაურად დამთავრდა ამ ქალის ისტორია და საინტერესო ადგილას, ისევ გადაიხლართა მისი და მისი დის გზები, გავა საუკუნეები და აქ, სადაც მარხია რაქელი დაიბადება მაცხოვარი, რომელიც წარმოშობით იქნება იუდას ტომიდან, რომელიც იყო ლიას შვილი smile.gif უფალმა გააერთიანა ისევ ამ ორი საოცარი ქალის ისტორია თავისთავში smile.gif

შემდეგში გავაგრძელებ;

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
KAIROS   ქალები წმ. წერილში   Mar 26 2009, 03:05 AM
Amuza   კაიროს, საინტერესო...   Mar 26 2009, 07:05 AM
sergi_glaxa   იესოს მთელი მსახურ...   Mar 26 2009, 08:56 AM
sergi_glaxa   ..   Mar 26 2009, 06:53 PM
KAIROS   მადლობა ამუზა, ვწე...   Mar 26 2009, 03:31 PM
ქევანა   ბიბლიაში იმდენი ქა...   Mar 26 2009, 06:34 PM
KAIROS   რათქმაუნდა, უბრალ...   Mar 28 2009, 05:30 AM
ochokochi   დაბადების 3 თავის...   Mar 28 2009, 02:25 PM
ქევანა   ოო, ეგ საინტერესო ფ...   Mar 28 2009, 04:32 PM
KAIROS   ვინც დაასახელე არ...   Mar 29 2009, 05:39 AM
.:Lela:.   ძაან მომწონს ძველი...   Mar 29 2009, 07:59 PM
KAIROS   მეტიც გააკეთებდნე...   Mar 29 2009, 11:16 PM
KAIROS   სარაი ძალიან უცნა...   Apr 1 2009, 04:43 AM
staywhite   KAIROS ძალიან ლამაზად ...   Apr 1 2009, 11:44 AM
ქევანა   და თუკი ლოტის ცოლი ...   Apr 1 2009, 12:13 PM
KAIROS   ქევან :) რა კარგია რ...   Apr 1 2009, 11:51 PM
inaina   KAIROS აგარის შვილისგა...   Apr 1 2009, 11:52 PM
ნაინა   KAIROS ჯერ-ჯერობით ვკი...   Apr 1 2009, 11:57 PM
KAIROS   კი, მოდიან მომთაბა...   Apr 2 2009, 12:04 AM
ნაინა   დაცინვის, დამცირე...   Apr 2 2009, 12:11 AM
ქევანა   KAIROS ეს დამავიწყდა კ...   Apr 2 2009, 10:36 AM
KAIROS   რატო ადამიანო :D ია...   Apr 2 2009, 01:54 PM
mari-mari15   თემა გავაგრძელოთ ს...   Apr 2 2009, 10:35 PM
KAIROS   უცნაური ისტორიაა ლ...   Apr 4 2009, 04:10 AM
.:Lela:.   67. შეიყვანა ისაკმა ...   Apr 4 2009, 08:19 PM
ქევანა   რაქელი რაქელი.. ღმე...   Apr 4 2009, 12:02 PM
მხევალი ნინო   ვისი სისხლი, თავა...   Apr 5 2009, 12:17 AM
KAIROS   ლელუშ, კარგი მაგალ...   Apr 5 2009, 04:13 AM
ნაინა   KAIROS ეგ ვინ გითხრა? რ...   Apr 5 2009, 04:35 AM
KAIROS   :D ნუ მე ვსაუბრობ ქრ...   Apr 5 2009, 04:38 AM
.:Lela:.   ლელუშ, კარგი მაგალ...   Apr 5 2009, 08:00 PM
KAIROS   არაა სწორი ჩემი აზ...   Apr 10 2009, 04:12 AM
KAIROS   მოკლედ ვსაუბრობდი...   Apr 10 2009, 04:31 AM
Ligia   კაიროსუ ეს ამდენი ...   Apr 10 2009, 04:22 PM
KAIROS   უი, სამწუხაროდ აქ ს...   Apr 10 2009, 10:06 PM
.:Lela:.   .   Apr 12 2009, 05:07 PM
Ligia   KAIROS კერძო აზრია ეგ შ...   Apr 12 2009, 07:25 PM
KAIROS   ვააა, რასა წერ? აბრ...   Apr 12 2009, 10:31 PM
ქევანა   .:Lela:. KAIROS რას ქვია არ გ...   Apr 12 2009, 10:57 PM
KAIROS   მოკლედ დავიწყოთ აბ...   Apr 12 2009, 11:14 PM
KAIROS   მოკლედ კამათი რომ ...   Apr 18 2009, 04:37 AM
დათიკო   Lashab ლაშა! უკვე მერ...   Apr 19 2009, 06:27 AM
BOO   აქ დავპოსტავ მაშინ...   Apr 19 2009, 10:26 PM
KAIROS   ძალიან გთხოვ სიდ, ნ...   Apr 20 2009, 03:38 AM
KAIROS   მოკლედ გავაგრძელო...   May 2 2009, 04:06 AM
magdani   წყალობა უფლისა თქვ...   May 2 2009, 02:12 PM
KAIROS   იხარეთ; პატივია პი...   May 3 2009, 05:20 AM
Ligia   რა გაუგებარი ქალებ...   May 4 2009, 04:17 PM
KAIROS   რათქმაუნდა უკვე დ...   May 4 2009, 05:10 PM
Ligia   ძველი აღთქმის ქალ...   May 4 2009, 05:15 PM
KAIROS   ნამდვილად, ორივენ...   May 4 2009, 05:39 PM
Ligia   ნამდვილად, ორივენ...   May 4 2009, 05:44 PM
KAIROS   არა ძველი აღთქმის ...   May 4 2009, 05:47 PM
KAIROS   ვაგრძელებ :) შეგვიძ...   May 13 2009, 04:13 AM
tustusa-gogo   რა შუაშია, მაგრამ ს...   May 14 2009, 11:25 AM
KAIROS   ტუსტუს :* გამიხარდა...   May 14 2009, 11:57 PM
იოანა   חַנָּה‎, (Hannah) ტკბილა...   May 15 2009, 01:29 AM
KAIROS   მოდი გავაგრძელებ... ...   May 18 2009, 03:51 AM
tustusa-gogo   KAIROS ძალიან საინტერ...   May 18 2009, 02:25 PM
KAIROS   გმადლობ ტუსტუს :) მა...   May 18 2009, 03:29 PM
.:Lela:.   KAIROS ძაან მიყვარს ეგ ...   May 18 2009, 06:49 PM
ბარბარე   ამ თემაში მარო მაყ...   May 18 2009, 10:09 PM
KAIROS   ჰო ეგ ამ თემას არ ე...   May 18 2009, 10:36 PM
ბარბარე   მადლობა.   May 19 2009, 02:32 PM
tustusa-gogo   კიდე დაიდოს საინტე...   May 19 2009, 05:31 PM
KAIROS   ჰარის :D *** დღეს ცოტ...   May 20 2009, 05:18 AM
.:Lela:.   საქმე იმაშია, რომ ...   May 21 2009, 03:44 PM
Ligia   კაიროს რა ბედი ეწი...   May 20 2009, 10:11 AM
მხევალი ნინო   KAIROS ამ თემას არ ეხე...   May 21 2009, 08:02 AM
KAIROS   წმ.წერილში სადაც ნ...   May 21 2009, 03:56 PM
.:Lela:.   KAIROS ეხლა ვეძებდი მე ...   May 21 2009, 04:18 PM
მხევალი ნინო   KAIROS კაიროს, რა დააშ...   May 23 2009, 08:14 AM
KAIROS   სამწუხაროდ ეს დღეე...   May 25 2009, 04:14 AM
მხევალი ნინო   KAIROS ვაშაააა, დიდებ...   May 25 2009, 01:26 PM
KAIROS   მოუცლელობის გამო კ...   May 27 2009, 05:10 AM
tustusa-gogo   ხალხ, სასწრაფოდ მჭ...   May 28 2009, 12:28 PM
ქევანა   KAIROS უკაცრავად კაირ...   May 28 2009, 05:26 PM
KAIROS   ქევან კარგი ჩაძიე...   May 29 2009, 03:52 AM
მხევალი ნინო   KAIROS ალბათ მამამთილ...   May 29 2009, 11:32 AM
KAIROS   :D ხო :D ავტომატურად ...   May 29 2009, 11:44 AM
მხევალი ნინო   KAIROS KAIROS რატომ გადაწ...   May 29 2009, 09:43 PM
.:Lela:.   კაიროს, ალბათ ეგ ს...   May 29 2009, 11:03 PM
მხევალი ნინო   .:Lela:. იმედია კაიროს...   May 29 2009, 11:06 PM
KAIROS   ეგ ადგილი არ მინდა ...   May 30 2009, 03:27 AM
KAIROS   მოდი ახლა მე ნელნე...   May 30 2009, 12:27 PM
KAIROS   იმედია ნელნელა მაი...   Jun 7 2009, 11:43 AM
მხევალი ნინო   KAIROS კაიროს, რა კაგა...   Jun 7 2009, 01:05 PM
KAIROS   როცა მოვიცლი წასვლ...   Jun 8 2009, 02:59 AM
mekaje   იხარე კაიროს :) ძალი...   Jun 15 2009, 04:08 PM
KAIROS   მადლობა მართლაც ა...   Jun 15 2009, 10:44 PM
KAIROS   რუთი... მისთვის ეს ლ...   Jun 16 2009, 03:24 AM
.:Lela:.   KAIROS ჩვენ დავამთავრ...   Jun 16 2009, 12:15 PM
KAIROS   არის ბატონო :) ახლა...   Jun 24 2009, 03:56 AM
.:Lela:.   ახლა უნდა გაგამხი...   Jun 24 2009, 08:41 AM
staywhite   ამაზე კაი თემა მე ჯ...   Jun 25 2009, 01:35 PM
მაშიკო   KAIROS გაგრძელებას სულ...   Jun 30 2009, 12:16 PM
KAIROS   მადლობა ნან, მე უბ...   Jul 1 2009, 03:20 AM
.:Lela:.   კაი იქნება თუ მიუთ...   Jul 2 2009, 02:49 PM
KAIROS   :) ყოველთვის მითითე...   Jul 3 2009, 12:19 AM
მხევალი ნინო   KAIROS კაიროს, ეს მონა...   Jul 4 2009, 11:38 AM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th June 2024 - 05:45 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი