მორჩილება, ცოლ-ქმრული მორჩილება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მორჩილება, ცოლ-ქმრული მორჩილება |
kato_Bato |
Nov 1 2008, 05:49 PM
პოსტი
#1
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
ამ საკითხმა ახლახან შემაწუხა, იმის გათვალისწინებით, რომ ხშორად გამიგია, რელიგიურ ადმაიანებს, მათ შორის წესით განათლებულ მორწმუნეებს, მორჩილება სხვა და სახვა რამ ჰგონიათ...
1. ცოლმა თავი უნდა დაღუნოს და რასაც ქმარი უბრძანებს ის აკეთოს. 2.შეკითხვები არ უნდა დასვას. 3. არ განიკითხოს ქმარი. 4. არ გაუბრაზდეს, არ გაუნაწყენდეს. მე ვფიქრობ რომ ეს არის არანორმალური. უფალსაც ხომ ურჩევნია მისი მეგობრები ვიყოთ, მონებას. რატომ ხდება რომ ხანდახან ცოდნას ტერორისთვის ვიყენებთ? როგორ შეიძლება ამასთან უმტკივნეულოდ ბრძოლა.? -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
missis_kartveli |
Nov 1 2008, 07:12 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 |
ჩემის აზრით ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ყველაფერი დამყარებულია ურთიერთგაგებაზე, საეკლესიო სწავლების მიხედვით ცოლები ქმრების მორჩილები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ქალი შეიქმნა მამაკაცისთვის. ქალი არ უნდა დაემორჩილოს ქმარს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კაცი ღვთის საწინააღმდეგოს მოითხოვს, დანარჩენ შემთხვევაში თავისი სურვილის და კაპრიზების გამო ცოლმა პრობლემა არ უნდა შექმნას და ქმრის გადაწყვეტილებას უნდა სცეს პატივი.
|
soso5 |
May 2 2009, 09:32 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 264 რეგისტრ.: 31-March 08 წევრი № 4,381 |
ჩემის აზრით ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ყველაფერი დამყარებულია ურთიერთგაგებაზე, საეკლესიო სწავლების მიხედვით ცოლები ქმრების მორჩილები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ქალი შეიქმნა მამაკაცისთვის. ქალი არ უნდა დაემორჩილოს ქმარს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კაცი ღვთის საწინააღმდეგოს მოითხოვს, დანარჩენ შემთხვევაში თავისი სურვილის და კაპრიზების გამო ცოლმა პრობლემა არ უნდა შექმნას და ქმრის გადაწყვეტილებას უნდა სცეს პატივი. ჩაგეთვალა ,შენსავით რომ ფიქრობდეს ყველა ქართველი ქალი ჩემო კარგო ,ამდენი ქართული ოჯახი არ იქნებოდა დღეს დანგრეული,და არც ამდენი ქართველი ბავშვი იქნებოდა ბავშვობა გამწარებული. გაიხარე. |
მაკუნა |
May 2 2009, 09:56 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,495 რეგისტრ.: 18-March 07 წევრი № 1,409 |
ჩაგეთვალა ,შენსავით რომ ფიქრობდეს ყველა ქართველი ქალი ჩემო კარგო ,ამდენი ქართული ოჯახი არ იქნებოდა დღეს დანგრეული,და არც ამდენი ქართველი ბავშვი იქნებოდა ბავშვობა გამწარებული. გაიხარე. და ოჯახს ის ანგევს ქალს თუ თავისი აზრი აქვს? რეავიცი რეავიცი, არამგონია ასე იყოს. მე უფრო პირიქით მიმაჩნია. ქალს თუ თავისი სიმაღლე არ უჭირავს ოჯახში, ასეთ დროს უფრო ხშირად ინგრევა ოჯახი. ძირითადად სხვა ქალის გამო, რომელმაც იცის საკუთარი თავის ფასი. არავის მოსწონს მუდმივად "მონასთან" ერთად ცხოვრება, მათ შორის არც ქმარს. ყველას პიროვნება სჭირდება და არა ადამიანის მსგავსი ბუტაფორია. ასე რომ ყველამ თამამად გამოხატეთ თქვენი აზრი მანდილოსნებო და ეცადეთ თქვენი ღირსეული ადგილი გეჭიროთ თქვენი მეორე ნახევრის გვერდით ავი ქალის ყოლას ავი ძაღლის ყოლა ჯობიაო ნათქვამია.ქალი ან დაგანგრევს ან აგაშენებს.თუ ქრისტიანად მოგაქვს ქალს თავი უნდა იტვირთო შენი ქორწინების ჯვარი და ბოლომდე მიიტანო. მე ჯარში ვმუშაობ და ჯარისკაცების უმრავლესობა ალბათ გეცოდინებათ ტელეფონებით ასე ვთქვათ ჩატაობს.და თანაც ქმრიან ქალებთან.ეს ქალები მთელ თავის ცხოვრებას უყვებიან,თავის ჩივილებს ქმრის მიმართ და ინტიმურ ამბებსაც კი. მათი ქმრები კი დილიდან საღამომდე შრომობენ ოჯახისთვის. ეხლა მითხარი როგორ უნდა მოექცეს ასეთ ცოლს ქმარი? რაღაცეებს ერთმანეთში ურევ. რა იცი რომ ეს ქალები ისეთივე "მონები" არ არიან დაღლილი ქმრის სახლში მოსვლისას, როგორადაც შენ წარმოგიდგენია? ეს იცი რისი პრობლემაა? ზუსტად იმის, რომ ამ ქალებს არ აქვთ თავიაანთი ადგილი ოჯახში, არ უჭირავთ თავისი სიმაღლე, არ აქვთ თავისი საქმე, არ აქვთ რითმში ჩასმული თავიაანთი ცხოვრება და მხოლოდ "კუხარკები" არიან. ასეთ ოჯახებში როგორც წესი არ არის ურთიერთგაგება, თუ რამე პრობლემა აქვთ ქმრის მიმართ ვერ ეუბნებიან მას და თავისი შინაგანი განცდების გასაზიარებლად სხვა ადამიანს ეძებენ. შემდგომში ოჯახის ნგრევის მიზეზიც სწორედ აქედან იწყება. -------------------- ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...
ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება... არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 09:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი