![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
soso5 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 264 რეგისტრ.: 31-March 08 წევრი № 4,381 ![]() |
რაც არ უნდა კარგი ადამიანი იყო,მაინც შეგნებულად თუ შეუგნებლად ხშირად ერთმანეთს გულს ვტკენთ ხოლმე ადამიანები და ეს ჩემი აზრით ძალიან ცუდი ჩვევაა.რა უნდა ქნას ადამიანმა რომ ამ მავნე დამღუპველ ცოდვას გადაეჩვიოს.გაუზიაროთ ამასთან დაკავშირებით ერთმანეთს ჩვენი აზრები.
|
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
არ შეიძლება ასე, წინა პოსტებში ანგელოზები ვართ, საკმარისია ვინმემ ოდნავ არასწორი თქვას და არ მოგვეწონოს მზად ვართ გავაქროთ, გადავუაროთ...
აი ამაზე უნდა დავფიქრდეთ, ჩემი თავიდან ვიწყებ, როგორ ვცდილობთ რომ არ ვაწყენინოთ სხვას? აი ვიღაცამ ცოტა არ იყოს და გაგვაღიზიანა, რა ვქნათ? გზა უამრავია, პირველი მივახალოთ ცხვირში რასაც ვფიქრობთ, ოღონდ ეგ შარავანდედის თანხლებით გავაკეთოთ, გაღმა რომ შერჩეს, ან რაიმე სამართლიანობის ტოგა წამოვიცვათ, რომ ჩვენი აგრესია ვითომ სამართლიანობის ( ღირსი იყო-ს მოტივი) გავამრთლოთ, ან კიდევ გვარიანად მივუკურთხოთ გულში და ჩავაიგნოროთ, ნუ მესამე ყველაზე ლაით შეცდომაა, პირველი ორი კი ბლომად მეც დამიშვია და ფორუმზე და ცხოვრებაში ხომ ვედრო შაურადაა, იშვიათად მომხდარა კარგი ამბავი, მაგალითად ვიღაცას რაღაც არ მოეწონა ჩემს ნაწერში ან მე არ მომეწონა მასში, ჰოდა მომივიდა PM, აქ რა იგულისხმე იქნებ დააზუსტოო, ან ეს სიტყვა ან პოსტი ზედმეტი იყო და გამოვასწოროთო , ან კამთი იქ არ გვინდაო, ასე გავარკვიოთო და 90% გარკვეულა, ის პოსტიც ჩასწორებულა ხმაურის გარეშე და წყენინებასაც ავცდენილვართ, ამიტომაა პავლე მოციქულის ხერხი საოცრება, ჯერ პირისპირ დაელაპარაკეო, მერე ორთან ერთადო... კარგი თემაა სოსო, ნებისმიერი ვინც აქ შემოდის, ჩემი თამადობით, თავს დამნაშავედ უნდა გრძნობდეს და უფრო გულდარბილებული უნდა გავიდეს აქედან, ანუ უფრო უკეთესი უნდა გახდეს, ან გაარკვიოს პირადი მიმოწერით, ან თუ ამაზეც ღიზიანდება მოკამათე, უფალო შეგვიწყალოს ორივე და კარგად იყავი არის ყველაზე კარგი გამოსავალი... ნებისმიერი მოვლენის და სურვილის სათავე და ფესვები ჩვენშია და ჩვენში უნდა ვეძებოთ. იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th July 2025 - 02:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი