სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Karo |
Feb 9 2007, 08:34 PM
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 563 რეგისტრ.: 9-February 07 მდებარ.: ქართველების დედაქალაქია ქუთEისი!!! წევრი № 1,043 |
მგონი ბევრმა არ იცის რომ დირბის დედათა მონასტერში რამოდენიმე თვის წინ რესტავრაციისას კირქვის სქელი ფენის ქვეშ აღმოაჩინეს ორსული(მიდგომილი) ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ერთადერთია მართლმადიდებლურ სამყაროში...
მე კიდევ მაინტერესებს თუ სად არის დირბის დედათა მონასტერი... ვერავინ მიპასუხა ამ კითხვაზე,, იქნებ თქვენ დამეხმაროთ... -------------------- მოგნატრებია ოდესმე ტირილი? ოდესმე ცრემლი მოგნატრებია?თუ გყვარებია ოდესმე ვინმე? ვისიმე ჯავრი თუ გქონებია? ღამე მთვარესთან გითენებია? წვიმაში თმა თუ დაგსველებია? ზღვასთან ბაასი თუ გყვარებია?თვალი ცრემლით დაგსველებია? ალბათ დამთვრალხარ წითელი ღვინით, ალბათ სიმღერაც მოგძალებია. თუ გაწოლილხარ ოდესმე თოვლში? თოვლში ყვავილი თუ გიძებნია? თუ გიცინია აცრემლებამდე? გულდაწყვეტილს თუ გაგღვიძებია? რა ბედნიერი ყოფილხარ მაშინ, ამდენი გრძნობა თუ შეგძლებია...
|
![]() ![]() |
| მარიამი |
Feb 11 2007, 06:40 PM
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ესეც დირბის მონასტრის ისტორია... და მგონი ეს თემა "ეკლესია, მონასტრებში" იქნება გადასატანი
დირბის ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი შუაგულ ქართლში, ქარელიდან 15-იოდე კილომეტრის დაშორებით, სოფელ დირბის განაპირას მდებარეობს. თავდაპირველად აქ X საუკუნეში აუშენებიათ მცირე დარბაზული ეკლესია, მას XIV ს-ის შემდგომ XV-XVI ს-ში ჩრდილოეთიდან, XVII ს-ში კი სამხრეთიდან მთელს სიგრძეზე აფსიდებით დაბოლოებული მინაშენები მიადგეს, ხოლო დარბაზული ნაგებობის ჩრდილოეთისა და სამხრეთ კედლებში ორ-ორი თაღოვანი ღიობი გაჭრეს, რის შემდეგაც ეკლესიამ სამნავიანი ბაზილიკის შიდა სივრცე მიიღო. ეკლესია სამონასტრო კომპლექსის ჩრდილოეთ ნაწილშია, მის სამხრეთით აგურით ნაგები სამრეკლო და სასახლის ნანგრევებია შემორჩენილი. კომპლექსს კირდუღაბით ნაგები, აწ დანგრეული გალავანი ზღუდავდა. სოფ. დირბი, თავისი მონასტრით საისტორიო საბუთებში მხოლოდ გვიანი შუა საუკუნეებიდან ფიგურირებს. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, დვანის წყლის (იგივე აღმოსავლეთი ფრონე) „დასავლით კიდესა არს დირბს მონასტერი, სადა ზის არქიმანდრიტი იჱრუსალემის ჯვარის მონასტრისა. არამედ მეფენი ქართლისანი დასმენ ქართველთა, და ყოველსა საქართველოსა შინა არს მამული მისი, და ჰფლობს ესე, და მოსავალს გზავნის ვერცხლად იჱრუსალემს“. ამ ამონარიდიდან ვიგებთ, რომ დირბის მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი იყო და მას ჯვრის მონასტრის აქიმანდრიტი განაგებდა; მეტოქის მიწებზე მოწეული მოსავალი აქვე, საქართველოში იყიდებოდა, თანხა კი იერუსალიმში იგზავნებოდა. ეს ურთიერთობა იერუსალიმის საპატრიარქოსა და დირბის ღმრთისმშობლის მონასტერს შორის XX საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა. დირბის ეკლესიის XIV საუკუნის მოხატულობის იკონოგრაფიისა და სტილის ანალიზზე დაყრდნობით ნ. ჩიხლაძე ვარაუდობს, რომ დირბის ეკლესია იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და მაცხოვრის საფლავის მეტოქი, შესაძლოა, უკვე XIV საუკუნეშივე ყოფილიყო, თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. წერილობით წყაროებში დირბის უძველესი მოხსენიება XVI საუკუნეს განეკუთვნება: იგი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და უფლის საფლავისათვის სვიმონ I (1556-1600 წწ.) შეუწირავს, რასაც გვაუწყებს სვიმონის მეუღლის ნესგან-დარეჯანის 1588 წელს გაცემული საბუთი. ნ. ხუციშვილის განმარტებით, ამ დოკუმენტიდან ჩანს, რომ მეფე სვიმონი დირბის პირველშემწირველია და არა ძველი შეწირულების განმაახლებელი, შეწირულების დრო კი 1556-1588 წლებითაა შემოსაზღვრული. ვფიქრობ, რომ დირბის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიის გაფართოების ერთი დიდი ეტაპი სწორედ ამ პერიოდში მოხდა: მარტივ დარბაზულ ეკლესიას (რომელსაც, შესაძლებელია, უკვე ჰქონდა მოკლე ჩრდილოეთი მინაშენი) ჩრდილოეთიდან მიაშენეს დაბალი მკლავი, რომლის თავზე მეორე სართული - სამალავიც მოეწყო, ცენტრალური დარბაზის სივრცე კი ჩრდილოეთით დაბალი თაღებით გაიხსნა, რის შედეგადაც ნაწილობრივ დაზიანდა XIV საუკუნის შუა ხანების კედლის მხატვრობა. ამრიგად, XVI საუკუნის მეორე ნახევარში დირბის ეკლესია ორქანობა სახურავით გადახურულ ორნავიან ნაგებობად გადაკეთდა. როსტომ მეფემ (1632-1658 წწ.) და დედოფალმა მარიამმა (+1684 წ.) 1650 წლის 10 აპრილს გაცემული სითარხნის წიგნით განაახლეს დირბის იერუსალიმისადმი შეწირულება. დოკუმენტის მიხედვით, სოფელი დირბი თავისუფლდებოდა სახელმწიფო გადასახადებისგან იმ პირობით, რომ იერუსალიმისთვის ყოველწლიურად ექვსი ათასი თეთრი ეხადა. სწორედ XVII საუკუნის მეორე ნახევარში, საფიქრებელია, დედოფალ მარიამის შეწევნით, ჩატარდა დიდი სამშენებლო საქმიანობა დირბის მონასტერში: ეკლესიას სამხრეთის მხრიდან აგურით ნაგები ნავი მიუშენდა და, სათანადოდ, ცენტრალური დარბაზის სამხრეთ კედელში ორი მაღალი თაღი გაიხსნა, რის შედეგადაც ეკლესია სამნავიან ნაგებობად გარდაიქმნა; დროთა ვითარებით დაზიანებული XIV საუკუნის ქვის კანკელის ნაცვლად ამავე დროს ააგეს აგურის იკონოსტასისებრი კანკელი, რომელიც მაშინვე მოიხატა კიდეც; ისრული თაღით შეიმკო ცენტრალური ნავის აღმოსავლეთი ღიობი, ხოლო თაღის თავზე წითელი საღებავით ღმრთისმშობლის ცხრასტრიქონიანი სადიდებელი დაიწერა, და ბოლოს, ამ დროსვე უნდა აეშენებინათ ფანჩატურით დასრულებული ორსართულიანი სამრეკლო, რომლის ქვედა სართულში ეკლესიასთან მისასვლელი კარიბჭე გაიმართა. ქართლის დედოფალ მარიამის მიერ იყო დაფინანსებული დირბის სიახლოვეს სოფელ არადეთის წმ. საბა განწმენდილის სახელობის დარბაზული ეკლესიის (1666 წ.) მშენებლობაც და „ძირითურთ აღმოფხვრილი“ ურბნისის ტაძრის (1668 წ.) აღდგენაც. ეს უკანასკნელი, დირბის XVII საუკუნის სამშენებლო ფენის დარად, აგურითაა განახლებული. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ დედოფალი მარიამი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის გაწეული დიდი ღვაწლისათვის XVII საუკუნის ორმოციან წლებში ტაძრის კედელზეც გამოსახეს და ჯვარისმამა ნიკიფორემ, რომელიც ჯვრის მონატერს წინამძღვრობდა 1643-1649 წლებში, მისთვის კარგაღებული აღაპიც დააწესა, არ უნდა იყოს საფუძველს მოკლებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ დედოფლისვე სახსრებით ჩატარებულიყო ჯვრის მონასტრის მეტოქი დირბის მონასტრის აღდგენა-მშენებლობაც, რაც შეწირულების წიგნის გაცემის მომდევნო ხანაში, ალბათ, XVII საუკუნის სამოციან, უფრო სამოცდაათიან წლებში (საფიქრებელია, ურბნისის აღდგენის შემდეგ) უნდა მომხდარიყო. 1785 წელს ერეკლე მეფეს დირბისთვის შეუვალობა განუახლებია. XVIII საუკუნის დამდეგიდან დირბს, ისევე როგორც იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და უფლის საფლავის სხვა მამულებს საქართველოში, მართავენ იერუსალიმიდან ჩამოსული ბერძენი ჯვარის მამები, რომლებსაც სამეურნეო ფუნქციის შესრულება და ყმა-მამულიდან მოწეული მოსავლის გაყიდვით იერუსალიმში ფულის გაგზავნა ევალებოდათ. ისინი დირბში ყოფნისას ეკლესიის სამხრეთით რამდენიმე მეტრში მდებარე სასახლეში ჩერდებოდნენ. დღეს ამ სასახლისაგან მხოლოდ მარანიღაა შემორჩენილი, ჩამტვრეული ქვევრებითა და საქაჯავით. მწერალ ს.მგალობლიშვილის ცნობით, „ქრისტეს საფლავის წინამძღვართა“ ეს სასახლე, რომელსაც მაღალი ქვიტკირის ბეღლები, ღვინის უზარმაზარი მარანი და საჯინიბო ჰქონდა, ადრე ამ ადგილების მებატონეს, მძლავრ ფეოდალს, ვინმე დოღლაძეს ეკუთვნოდა, რომლის შთამომავლობაც ამოწყვეტილა, მისი მამული კი ქართველ მეფეებს იერუსალიმის ქრისტეს საფლავის მონასტრისთვის შეუწირავთ. ნ. ხუციშვილის აზრით, XIV-XV საუკუნეებში დოღლაძეების სამფლობელო ადგილად შეიძლება მდ. ფრონის ხეობის ნაწილი (ღვერთეთი, ტახტიძირი, დირბი) დასახელდეს. როგორც ჩანს, ამ გვარსახელთანაა დაკავშირებული ტოპონიმი დოღლაურიც, რომელიც მდ. მტკვრისა და მდ. ფცის (დასავლეთი ფრონე) შესართავთან ლოკალიზდება. ამ ავტორისავე განმარტებით, XIV-XV საუვუნეებში აღნიშნული ტერიტორია არ შედის არც ერთ სხვა სამფლობელოში, რაც იმის დასტურია, რომ იქაურობას დოღლაძეები პატრონობდნენ. სვიმონ I-ის მიერ იერუსალიმისთვის დირბის გადაცემა კი უეჭველს ხდის იმ ფაქტს, რომ დოღლაძეთა ფეოდალური სახლი XVI საუკუნეში უკვე ნამდვილად აღარ ფლობდა ამ ადგილს. დირბის ღმრთისმშობლის სახელობის თავდაპირველი, მცირე დარბაზული ეკლესია, როგორც აღმოსავლეთ ფასადზე არსებული წარწერიდან ირკვევა, ლეონ III აფხაზთა მეფის ზეობისას, 957-967 წლებს შორის აუშენებიათ. ამ დროს ქართლს აფხაზთა მეფის მოხელე იოანე ერისთავი განაგებდა, რომელიც წარწერაში მეფის შემდგომ მოიხსენიება. აღსანიშნავია, რომ საისტორიო წყაროებში აქამდე უცნობი იყო ლეონ მეფის დანიშნული ქართლის ერისთავის სახელი. კვლევით დადგინდა, რომ წარწერაში მოხსენიებული იოანე ერისთავი, შესაძლებელია, საქართველოს გაერთიანების მესაძირკვლესთან, ერისთავ იოანე მარუშისძესთან გავაიგივოთ. დირბის ეკლესიის აგების ინიციატორი აბრაჰამ დეკანოზი ჩანს, რომელიც სასულიერო პირი კი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, საერო ხელისუფლის ფუნქციებსაც ითავსებდა და, შეიძლება, ამ მხრივ იოანე ერისთავის ხელქვეითიც იყო. ეკლესიის მშენებლობის უშუალო შემსრულებელი, დამფინანსებელი ვინმე ოთინისძეა, რომელმაც სხვა თანადამფინანსებლებთან ერთად ითავა ეს საქმე. ეკლესია საკმაოდ ჩქარა აშენებულა. იგი ხარება დღეს, 25 მარტს დაუწყიათ და ენკენიას, 13 სექტემბერს კამარის დასაწყისამდე მიუყვანიათ, რაც იმ შესაძლებლობებით, რაც ოთინისძეს გააჩნდა, მშენებლობის საკმაოდ მაღალ ტემპზე მიგვანიშნებს. დირბის ეკლესია ხუროთმოძღვრული ფორმებითა და დეკორით შიდა ქართლის ამ ეპოქის (X ს.) ტიპიურ ძეგლს წარმოადგენს. ეს არის ხალხის წრიდან გამოსული ნახევრადპროფესიონალი ოსტატების ნახელავი, გულდასმით აგებული სოფლის ეკლესია, რომლის მსგავს ნაგებობებს მრავლად ვხვდებით ამ რეგიონში. დირბის ეკლესიის აღმოსავლეთი ფასადის ზედა მხარეს, უმაღლესი საერო ხელისუფლის - აფხაზთა მეფის ლეონისა და მისი ძმის დემეტრეს რელიეფური გამოსახულებებია განთავსებული. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
Karo ორსული ღვთისმშობლის ხატი Feb 9 2007, 08:34 PM
მნათე რამდენად კანონიკუ... Feb 9 2007, 08:49 PM
Karo მნათე
სრულიად კანო... Feb 9 2007, 08:57 PM
მნათე
ხო რაცხა... :D ღვთისმ... Feb 9 2007, 08:59 PM
მარიამი
ქარელიდან 15 კილომე... Feb 9 2007, 09:01 PM
Karo მნათე
ფოტოსამყარო... Feb 9 2007, 09:02 PM
მარიამი მე მინახავს ხატი, ს... Feb 9 2007, 09:03 PM
Karo მარიამი
მადლობა მა... Feb 9 2007, 09:03 PM
მარიამი ახლახანს გამოიცა დ... Feb 9 2007, 09:04 PM
ლეონტი არსებობს ფრესკა,რო... Feb 9 2007, 09:08 PM
kato_Bato მეც მაქვს ასეთი ხა... Feb 9 2007, 11:18 PM
Karo ყველაზე დიდი სასწა... Feb 10 2007, 10:37 AM
მარიამი აი, ის ხატი, რომ ვამ... Feb 10 2007, 09:47 PM
დავით ივერიელი რა მნიშვნელობა აქვ... Feb 10 2007, 10:38 PM
ketino ფეხმძიმე ღვთისმშო... Feb 11 2007, 04:23 PM
Karo მე პირადად ძალიან ... Feb 11 2007, 04:44 PM
მარიამი
შემდეგი ექსკურსიი... Feb 11 2007, 04:50 PM
Karo მარიამი
დიდი სიამო... Feb 11 2007, 05:00 PM
მარიამი მე მაქვს ეგ ინფორმ... Feb 11 2007, 05:02 PM
მარიამი დირბის ღვთისმშობლ... Feb 11 2007, 05:20 PM
Karo დიდება უფალს...
მად... Feb 11 2007, 05:21 PM
Karo გEიხარეეეე.... უღრმე... Feb 11 2007, 06:48 PM
მარიამი ვეცდები მოგვიანებ... Feb 11 2007, 06:54 PM
Karo ექსკურსიის სუნი მე... Feb 11 2007, 07:09 PM
მხევალი ნინო ორსული ღვთისმშობლ... Feb 12 2007, 12:42 PM
შეხვეწილი ხომ არ გვეშლება? და... Feb 12 2007, 06:59 PM
ლეონტი
ხომ არ გვეშლება? და... Feb 13 2007, 11:14 AM
Karo
კითხვის არსს ვერ ჩ... Feb 12 2007, 08:53 PM
teo.. რა ლამაზი და საყვა... Feb 13 2007, 04:50 AM
მარიამი
ეს ძალიან დიდი შეც... Feb 13 2007, 11:30 AM
ლეონტი
ეს ძალიან დიდი შეც... Feb 13 2007, 11:41 AM
tamar Chkhaidze
დამღუპველი შეცდომ... Jan 29 2010, 04:15 PM
Karo მარიამი
ჩემი აზრით... Feb 13 2007, 11:35 AM
მარიამი ლეონტი
მეც მასე ვი... Feb 13 2007, 11:42 AM
Karo შეიძლება მართალია.... Feb 13 2007, 11:49 AM
mariami-k დირბის მონასტერში ... Feb 27 2007, 09:41 PM
Karo mariami-k
ლამაზი ხატია... Mar 1 2007, 12:52 PM
mariami-k Karo
ნამდვილად. Mar 1 2007, 05:47 PM
Tornike Lobzhanidze ხატი არ ჩანს და ლინ... Nov 5 2007, 04:05 PM
deli მონასტრის დედებს ვ... Nov 6 2007, 04:19 PM
მათველა ....
http://v.foto.radikal.ru/0706/46/78f0a23c56e... Nov 6 2007, 07:07 PM
marine
http://k.foto.radikal.ru/0706/59/b5cd8354e99c.j... Nov 14 2007, 11:54 AM
marine
კიდევ არის სურათე... Nov 15 2007, 03:42 PM
იოანა
http://k.foto.radikal.ru/0706/ae/2b4728282951.jpg... Dec 12 2008, 09:00 PM
marine
http://k.foto.radikal.ru/0706/59/b5cd8354e99c... Feb 10 2010, 04:34 PM
ketino რა საინტერესო ეკლე... Nov 6 2007, 07:15 PM
მათველა წინა პოსტები ნახე ;) Nov 13 2007, 11:41 PM
abo მარიამი
მე ასეთი ხ... Jul 4 2008, 08:11 PM
miss sevda ვაიმე ჩემთან არ გა... Jul 4 2008, 09:08 PM
IZAKUNA მე ვიცი ეს ხატი.და ვ... Aug 26 2008, 10:04 PM
marine
მე ვიცი ეს ხატი.და ... Sep 17 2008, 05:00 PM
tamar84 ძალიან ლამაზი მონა... Sep 17 2008, 06:36 PM
Irma ჩემთან პირველი სურ... Sep 19 2008, 03:18 PM
veriko7
ჩემთან პირველი სუ... Sep 19 2008, 04:32 PM
momavali ულამაზესი ხატია.
ს... Oct 3 2008, 11:42 AM
kiki
ულამაზესი ხატია.
ს... Dec 10 2008, 11:44 AM
teklatekla2 დიდი მადლობა ამ ფრ... Dec 10 2008, 12:34 AM
elenele ღმერთო რა ლამაზია ... Dec 12 2008, 07:32 PM
teklatekla2 მე ხატიც მოვიძიე დ... Dec 13 2008, 01:14 AM
ninela გამარჯობა! ყველა... Jan 5 2009, 11:00 PM
expert:) დირბის მონასტრის ხ... Mar 20 2009, 10:01 PM
k@the expert:)
ამ თემაში არის ... Mar 23 2009, 06:08 PM
expert:) დავიწყოთ იქიდან რა... Apr 4 2009, 02:20 PM
ლეონტი
ვინ არის ღვთისმშო... Feb 9 2010, 11:08 AM
ruso-roso მიდგომილი ღვთისმშ... May 12 2009, 03:55 PM
mogzaura და აბა სამებაში რო... May 12 2009, 10:18 PM
tamara ნამყოფი ვარ დირბში... May 13 2009, 06:08 PM
dodona მინდა გიტხრატ ,რომ ... May 18 2009, 12:44 AM
Bivrili http://s45.radikal.ru/i110/0905/eb/7493ea0e6ad5.jp... May 27 2009, 11:27 PM
shavlegi ამ ხატის ავტორი ვი... Dec 23 2009, 04:34 PM
tamar Chkhaidze
ამ ხატის ავტორი ვი... Jan 28 2010, 12:39 PM
თერალ ი
ირაკლი ცინცაძე;
ვი... Jan 28 2010, 01:03 PM
თერალ ი აქაც იყოს , მასალებ... Jan 28 2010, 01:55 PM
თერალ ი ეხლა ჩემს მიერ გად... Jan 28 2010, 02:10 PM
თერალ ი
საინტერესოა ცოცხა... Jan 28 2010, 05:15 PM
tamar Chkhaidze
საინტერესოა ცოცხა... Jan 29 2010, 03:10 PM
ნონა ფრესკები ძალიან და... Jan 28 2010, 05:30 PM
tamar Chkhaidze
ფრესკები ძალიან დ... Feb 11 2010, 12:11 PM
ქევანა თერალ ი
მადლობა, კა... Jan 29 2010, 02:50 PM
ლეონტი
აღმოაჩინეს ორსული... Feb 9 2010, 11:19 AM
თერალ ი
გამაყრუებლად ხმამ... Feb 10 2010, 03:56 PM
tamuna m ლეონტი
დანარჩენებ... Feb 10 2010, 01:25 PM
nikusha89 დირბის დედათ მონას... Apr 21 2010, 10:13 PM
tamar Chkhaidze
დირბის დედათ მონა... Apr 23 2010, 07:41 PM
Jangula
დირბის დედათ მონა... May 5 2010, 09:33 AM
Jangula გამარჯობათ
ამას წი... Apr 30 2010, 05:08 PM
tamar Chkhaidze გამარჯობათ
ამას წ... May 17 2010, 12:59 AM
tamar Chkhaidze უახლესი ინფრომაცი... Aug 15 2010, 05:34 PM
nikusha89 კი ქარელის რაიონი ... Aug 18 2010, 08:31 PM
tamar Chkhaidze ნამდვილად ასეა :) ოღ... Aug 31 2010, 05:46 PM
tamar Chkhaidze იყიდება სატრყელი უ... Dec 26 2010, 11:15 PM
marine როგორც ფრესკაზე ღვ... Dec 27 2010, 11:54 AM
tamar Chkhaidze მანტიაზე არაფერი მ... Dec 27 2010, 02:38 PM
qetevano ჩემი ერთი ლექტორის... Feb 21 2013, 11:01 PM
marine
ჩემი ერთი ლექტორი... Mar 15 2013, 12:20 PM
qetevano
მე არ ვეთანხმები, ქ... Mar 15 2013, 03:29 PM
marine
ხო მაგრამ იცი რა არ... Mar 15 2013, 03:33 PM
A.V.M qetevano
მეც ვეთანხმები.... Feb 21 2013, 11:45 PM
qetevano
qetevano
მეც ვეთანხმები... Feb 21 2013, 11:48 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th November 2025 - 12:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი