IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ექსკურსია ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობა
Ismail
პოსტი Apr 28 2009, 11:20 PM
პოსტი #1


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ვინაიდან კახეთის ექსკურსიას სასიკეთო ვერაფერი შევატყვე, გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა.


გთავაზობთ 10 მაისს, კვირას წავიდეთ ქვემო ქართლში. მარშრუტის ორი ვარიანტი მაქვს:


1. წრიული მარშრუტი
1. ბეთანია >> მანგლისის და მერე წალკის ან თეთრი წყაროს გავლით ჩავალთ 2. ფიტარეთში >> წამოვალთ თეთრი წყაროს გზით და ვინახულებთ 3. ბირთვისის (შეიძლება 4. სამშვილდისაც) ციხეებს (ოღონდ გზიდან ცოტა გადახვევა მოგვიწევს.) >> 5. შავნაბადას მონასტერი


მაგრამ ზუსტად არ ვიცი მანგლისი-წალკის გზის ავკარგიანობის შესახებ და ამიტომ გთავაზობთ მეორე მარშრუტს:


2. წასვლა-წამოსვლითი მარშრუტი:
1. შავნაბადა >> 2. ბირთვისის (შეიძლება 3. სამშვილდისაც) ციხეები >> 4. ფიტარეთი



საბოლოოდ ამ ორიდან ერთ-ერთი გადაწყდება.


შეიძლება ზემოაღნიშნულ მარშრუტებში შევიდეს ცვლილებები ან დაემატოს მოსანახულებელი ობიექტები.


აბა, მსურველები ჩაეწერეთ.


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
tamara
პოსტი May 5 2009, 04:04 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



Ismail
მარშრუკის პოვნა პრობლემა არაა -
პრობლემაა მარშრუტკით მისვლა ფიტარეთამდე.
ამ რუქაზე დააკვირდით -
თეთრიწყაროდან ფიტარეთამდე გზას -
ეს გზა გადისო ტყეში ასე მითხრეს -
და ვერ ივლის ეგ მანქანაო -
მაშინ ფეხით უნდა იაროთ - და ეს კი დიდ დროს მოითხოვს...

IPB-ს სურათი


მონასტერი მდებარეობს თეთრი-წყაროსა და ბოლნისის რაიონების საზღვარზე..ტყეში, ჩვენ თეთრი-წყაროს მხრიდან მივედით, რამდენიმე სოფელს გავცდით და ბოლოს ალეექსევკის ბოლოში აღმოვჩნდით, ადგილობრივ მაცხოვრებლებს დავეკითხეთ გზას და ფიტარეთის ნახვის იმედი თითქმის გადაგვეწურა, რადგან მათი თქმით ტყეში დაკარგული ეს საგანძური მართლაც ძნელი მისაგნები იყო, (რა თქმა უნდა თუ თეთრი-წყაროს მხრიდან გსურთ მასთან მისვლა).. ბოლოს ჩვენდა ბედად ერთი ნამდვილი ქართველი, სულითა და გულით საქართველოს შვილი, ბატონი ხვიჩა ჩარკვიანი დაგვემგზავრა, გაგვიძღვა და ტყეში, უგზოობის პირობებში გასავლელი 12 კილომეტრი (სადაც უთუოდ დავიკარგებოდით) ისე გაგვატარა, რომ ვერც კი ვიგრძენით, რომ 30 წლის წინ გაკვალულ და მას მერე დიდი ხნით მიტოვებულ გზას ხელახლა ვკვალავდით....
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1448
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 04:23 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი