ვიცინოთ?, როგორ აბარებენ გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვიცინოთ?, როგორ აბარებენ გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში... |
kato_Bato |
Nov 26 2006, 11:04 PM
პოსტი
#1
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
რას არ წერენ ეს ბავშვები გამოცდებზე
მინდა ერთმანეთს გავუზიაროთ, ვისაც რა გაუგია და წაუკითხავს ამასთან დაკავშირებით... თან ხუმრობა ხუმრობით შემოგვესწავლება რაღაც რაღაცეები.. მაშ ასე: (სტუდენტების პასუხი წითლად აღვნიშნოთ) შეკითხვა: _ვის იმოწმებს ავთანდილი, როდესაც სიყვარულის ძალაზე ლაპარაკობს? პასუხი: _ეჟვანს... დავითიანი: "სად კაცს არ უნდა, წარიყვანს, ყელზე საბელი უბია"... _ რას გულისხმობს ავტორი ამ ხატოვან თქმაში? _კაცს თავისი შვილი ყელზე აბია... _რა მიზნით გააგზავნა ვარსქენმა მოციქულები შუშანიკთან და რით დაემუქრა? _იმიტო რომ შუშანიკს არ ეღალატა მისთვის,თუ მიღალატეფო, გაწამეფო... "_ვაჟა თავს ხარს ადარებს და სურს, რომ რქებით თხაროს მიწა..." _დამბეზღებელთა აზრით რატომ იყო აუცილებელი აბოს დასჯა? _რადგან აბო უკვე ნასამართლევი იყო და საზოგადოებას საფრთხეს უქმნიდა ... _რა ახსენდება ყივჩაღს? _ახსენდება ის, თუ როგორ მოკლა იგი მტერმა და როგორ გაისტუმრა იმ სამყაროში... _რატომ დააბრუნა არაბმა ცხენი? _იმიტომ რომ იგი მამალი იყო _პოეტს არ უნდა ტაში, იგი ისედაც ტაშდაკრული დადის... _"...ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი..." ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ჩავერთოთ ევროპულ ინტეგრაციაში... _გულუპრყვილო ადამიანი შევიდა ტყეში, მიადგა ტოტგარდათხმეულ წიფელს და წააქცია... _გაასწორეთ: საფეხბურთო სკოლამ მრავალი სპორტსმენები აღზარდა. _ამ წინადადებაში შეცდომაა საფეხბურთო. უნდა იყოს საბეღბურთო. სუბიექტური პირის ნიშანი "ხ" ზედმეტია... _მრავალი ტურნირები თუ მრავალი ტურნირი? _ მრავალი ტურისტები. შეცდომაა ტურნირი. ის არის სავარჯიშო. ხოლო ტურისტი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს... ჯერჯერობით ეს იყოს) დანარჩენი მერე) -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ნიკოლოზ_V |
Nov 26 2006, 11:16 PM
პოსტი
#2
|
მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 |
მაგარი ნიჭიერი ახალგაზრდები გვეზრდება რას ერჩით კაცო -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
adamis_nekni |
Feb 11 2007, 09:27 PM
პოსტი
#3
|
adamis_nekni ჯგუფი: Members პოსტები: 1,396 რეგისტრ.: 4-January 07 წევრი № 789 |
მაგარი ნიჭიერი ახალგაზრდები გვეზრდება რას ერჩით კაცო კარგი ეხა ყველას ერთ ქვაბში ნუ მოგვხარშავვ გამარჯობათ, ისე მართლა ვერაფერს იტყვი, თაობა მოდის "უნიჭიერესი" 3-4წელიც და ახალ ისტორიას დაწერენ ალბად საქართველოსას. ახალი თაობა კი არა ძველი თაობა წერს უკვე ახალ ისტორიას -------------------- უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფამა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგან და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი