![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#1
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
მიხეილ ჯავახიშვილს, ჩვენი ქართული პროზის მშვენებას, აქვს მოთხრობა "ეშმაკის ქვა". გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი შეხედულებანი მის ირგვლივ. ვისაც არ წაუკითხავს, შესაძლოა, სურვილი გაუჩნდეს და წაიკითხოს. ადრე მე-8 კლასში იკითხებოდა. გასაკვირიც კი იყო, ასეთი რთული ნაწარმოები რად შეიტანეს მერვეკლასელთა სახელმძღვანელოში. მოკლედ, მთავარი პერსონაჟია სოფიო, რომელსაც მთელი სოფელი უწოდებს ანგელოზს. ჰოდა, ეს ანგელოზი ერთ ავბედით დღეს მონაწილეობას მიიღებს ადამიანის, რომელმაც ქალი მოკლა, ჩაქოლვაში. მერე კი , როცა გაიაზრებს, ფსიქიურად შეირყევა. თავის მართლებასავით ამბობს: არ მინდოდა, ეშმაკმა მასროლინა, სულ ერთი ქვა იყოო. საინტერესო სახეა "სოფიოს ფენომენი". როგორ ფიქრობთ, მართლმადიდებლური მრწამსიდან გამომდინარე, ვინ არის სოფიო: ანგელოზი თუ დაცემული ადამიანი?
|
![]() ![]() |
*ana* |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Gothic, it's inside ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,163 რეგისტრ.: 10-October 08 მდებარ.: in your nightmare წევრი № 5,793 ![]() |
შარშან ვისწავლეთ ეს მოთხრობა
![]() ჩემი აზრით სოფიო იქ სულ სხვა განზრახვით იყო მისული და სულ სხვა რამ გააკეთა, ალბათ ერთ ერთი მიზეზი ის იყო მისი გაგიჟებისა,რომ სინდისი ქენჯნიდა დათას დედის წინაშეც, რადგან დახმარება აღუთქვა და ვერ შეასრულა კი არადა მონაწილეობაც კი მიიღო დათას სიკვდილიში, მართალია ის ერთი ქვა არაფერი იყო, მაგრამ მაინც... თანაც ის მიჩვეული იყო ხალხის დახმარებას და სწორედ ამის გამო შეარქვეს ანგელოზი, ამ დროს კი სულ საპირისპიროდ მოიქცა, მაგრამ მგონი მთლად მისი ბრალი არ იყო, ჯერ ერთი ვიღაც ქალმა ჩააგონა და თან ვერც აცნობიერებდა რას აკეთებდა, და როცა გააცნობიერა ნამდვილად ინანა კიდეც.. რავიცი, მე არ მგონია დამნაშავე ![]() მარიტასაც გავს მოთხრობა ![]() უჰ რამდენი მიბოდიალია ![]() -------------------- Metal power
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 11:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი