IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მსჯავრდებულები მონასტერში..., უწმინდესის გადაწყვეტილება...
lch
პოსტი Apr 25 2009, 06:44 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



ქრისტე აღსდგა!!! ჭეშმარიტად აღსდგა!!!

ყველას გილოცავთ აღდგომის დღესასწაულთა დღესასწაულს, მრავალს დაესწარით!!! იხარეთ ორთავ სოფელსა შინა!!!

თავიდანვე მინდა განვაცხადო, რომ ამ თემას ვხსნი არა ურთიერთ დაპირისპირებისთვის და ურთიერთ შეურაწყოფის მიყენების მიზნით, არამედ რათა ყოველმა ჩვენგანმა მშვიდად და ურთიერთ პატივისცემით გამოვთქვათ ჩვენი შეხედულებები ამ ახალ გადაწყვეტილებაზე:

კერძოდ, საქართველოს ეკლესიამ და საქართველოს მთავრობამ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად საზოგადოებისთვის ნაკლებ საშიში მსჯავრდებულები, თავიანთ მისჯელის ვადას მოიხდიან საქართველოს ეკლესია-მონასტრებში (ძირითადად მონასტრებში)...
ეს არის ხელშეკრულების ძირითადი თეზა, ეს მომდინარეობს ჩვენი უწმინდესისგან, დიდება მას!!!

მაგრამ ჩემთვის პირადად მონასტერი დღესდღეობით არის ერთადერთი სიმშვიდის, სულიერების წყარო, ადგილი (ოაზისი) სადაც შეიძლება აქაურ (ქალაქის, ერის საერთოდ) დაძაბულ და გაუსაძლის ცხოვრებას "გაექცე" და თუ სამუდამოდ არა, დროებით მაინც შეეფარო...
ეხლა, ამ გადაწყვეტილებით კი "სოდი"-ს, "კუდი"-ს, "შსს"-ს და ვიღაცა შაშკინის დამქაშებს საქართველოს ყველა მონასტერში წანწალის და კონტროლის უფლება მიეცემა... და ეს დაარღვევს მონასტრული ცხოვრების მთელს წყობას...


მე, როგორც მიწა მეუფებისა ჩვენისა, უწმინდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასი, ამ გადაწყვეტილებას მორჩილებით ვიღებ.
იმ მონასტერთან, სადაც მე მრავალი წლეია მიხდება ურთიერთობა (და გარკვეული პერიოდით ცხოვრებაც კი), ასეთ სიტუაციაშიც (თუ მართლაც მოხდა) არ გავწყვეტ ურთიერთობას, მაგრამ დამერწმუნეთ, ასეთი რაღაც ყველგან შექმნის რაღაც დაბრკოლებებს...

საინტერესოა თქვენი აზრიც...

ვიმსჯელოდ ამ საკითხზე (ვიმეორებ შეურაწყოფებისა, ქილიკის და განკითხვის გარეშე)....


--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
კანონისტი
პოსტი May 6 2009, 10:58 AM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს მთავრობას შორის მსჯავრდებულის მიერ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ



საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (შემდეგომში - ეკლესია), რომელსაც წარმოადგენს სრულიად საქართველოს კათალიკოს – პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II და საქართველოს მთავრობა _ რომელსაც წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური:

- ვაღიარებთ რა ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან;

- ვაცნობიერებთ რა ეკლესიის უდიდეს მნიშვნელობას ერის სულიერ განვითარებაში;

- ვადასტურებთ რა ეკლესიის კეთილისმყოფელი როლის გასაძლიერებლად და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის უზრუნველსაყოფად ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებობას;

- შეგნებული გვაქვს რა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, როგორც თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, ალტერნატივის სახით სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული უფრო მსუბუქი სახის სასჯელის მნიშვნელობა;

- ვგრძნობთ რა პასუხიმგებლობას ყოველი მსჯავრდებული პირის მიმართ და გამოვთქვათ მზადყოფნას ურთიერთთანამშრომლობით ხელი შევუწყოთ ასეთ პირთა რესოციალიზაციას საეკლესიო ცხოვრებაში მათი ჩართვისა და ამავე ფარგლებში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაში მათი აქტიური მონაწილეობის ფორმით;

- მივიჩნევთ რა მნიშვნელოვნად მსჯავრდებულთა სულიერად გაძლიერების აუცილებლობას;

`საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების~ პირველი მუხლის საფუძველზე და 2001 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის გათვალისწინებით ვდებთ შემდეგ შეთანხმებას:




მუხლი 1. მოქმედების სფერო

1. წინამდებარე შეთანხმებით დადგენილია ეკლესიასა და მთავრობას შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3_მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდასთან დაკავშირებული ღონისძიებათა გატარების წესი და ფორმები.
2. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების უშუალო განხოციელებას უზრუნველყოფს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დამხარების საკითხთა სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო)

მუხლი 2. თანამშრომლობის პრინციპები და საგანი

1. მხარეებს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპებს.
2. თანამშრომლობის საგანს წარმოადგენს მსჯავრდებული პირებისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით შეფარდებული სასჯელის მოხდის უზრუნველყოფის მიზნით ეკლესიისა და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების კოორდინირებული საქმიანობა.
3. თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას, თანამშრომლობის სფეროში მის მიერ ორგანიზებული ღონისძიების შესრულებისთვის და რომ ამის თაობაზე აცნობებს მეორე მხარეს.
4. ეკლესია უფლებამოსილია წარუდგინოს სამინისტროს შესაბამის სამსახურს შუამდგომლობა ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. სამინისტროს შესაბამისი სამსახური იღებს ვალდებულებას განიხილოს წარდგენილი შუამდგომლობა და მიიღოს გადაწყვეტილება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. სამინისტრო უზრუნველყოფს ეკლესიის მიერ უფლებამოსილი პირის დასწრებას შუამდგომლობის განხილვისას.
5. ეკლესია იღებს ვალდებულებას, მსჯარდებულის თანხმობით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უზრუნველყოს მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ მონასტრებსა და საეკლესიო-სამონასტრო მეურნეობებში, აგრეთვე ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ სხვა დაწესებულებებში, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება კანონიკური სამართლის ფარგლებში.
6. იმ მონასტრებისა და საეკლესიო-სამონასტრო მეურნეობების, აგრეთვე ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ სხვა დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც მსჯავრდებულმა შეიძლება მოიხადოს სასამართლოს მიერ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს ეკლესია.
7. ეკლესია შუამდგომლობით მიმართავს სამინისტროს შესაბამის სამსახურს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შინაარსის და პირობების აღწერილობით, ასევე სასარგებლო შრომის მოხდის კონკრეტული ადგილის (გეოგრაფიული მდებარეობა, დაწესებულების დასახელება და საქმიანობა) მითითებით. შუამდგომლობით განისაზღვრება აგრეთვე ეკლესიის მიერ უფლებამოსილი იმ პირის ვინაობა და ტელეფონის ნომერი, რომელიც უშუალოდ უზრუნველყოფს ეკლესიის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას.
8. მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისას შესრულებული სამუშაოს სახისა და მოცულობის აღრიცხვას ახორციელებს ეკლესია, რომელსაც სამინისტროსთან ურთიერთობებში წარმოადგენს ეკლესიის მიერ უფლებამოსილი პირი.
9. მსჯავრდებულის ქცევის, მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების კონტროლს და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის მდგომარეობის შეფასებას ახორციელებს სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენელი.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, ეკლესია უფლებამოსილია, შუამდგომლობით მიმართოს სამინისტროს უფლებამოსილ წარმომადგენელს მსჯავრდებულის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების მიზანშეწონილობის თაობაზე.
11. სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენელი წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესრულებისას ითვალისწინებს ეკლესიის რეკომენდაციებს.

მუხლი 3. სასჯელის მოხდისათვის საჭირო პირობების შექმნა

ეკლესია უზრუნველყოფს ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში, საღვთისმსახურო წესებისა და კანონიკური ნორმების გათვალისწინებით, მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდისათვის საჭირო პირობების შექმნას.

მუხლი 4. მსჯავრდებულის შეხვედრა ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან

1. მხარეები უზრუნველყოფენ მსჯავრდებულის შეხვედრას ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან.
2. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის პერიოდში უფლება აქვს შეხვდეს ოჯახის წევრებსა და ნათესავებს ეკლესიის მიერ სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ადგილას.
3. ეკლესიის მიერ უფლებამოსილი პირი შუამდგომლობით მიმართავს სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენელს წინა პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის მიზანშეწონილობის თაობაზე, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის აუცილებლობიდან, აგრეთვე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არსებული ობიექტური გარემოებებიდან.
4. მსჯავრდებულს უფლება აქვს ოჯახის წევრებთან შეხვედრის მიზნით ეკლესიის მიერ უფლებამოსილ პირთან წინასწარი შეთანხმებითა და სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენლის თანხმობით, არაუმეტეს თვეში 4 დღისა, დატოვოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ადგილი.
5. მსჯავრდებულთან შეხვედრის მსურველი პირი ვალდებულია, შეხვედრის თაობაზე ეკლესიის მიერ უფლებამოსილ პირს შეატყობინოს შეხვედრამდე არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა.
6. ეკლესიის მიერ უფლებამოსილი პირი შუამდგომლობით მიმართავს სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენელს. მსჯავრდებულისათვის დამატებითი შეხვედრის უფლების მიცემის შესახებ, თუ კონკრეტული გარემოებების მხედველობაში მიღებით, მიზანშეწონილია აღნიშნული ღონისძიების გამოყენება.


მუხლი 5. შეთანხმების ძალაში შესვლა

ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე.



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,
უწმინდესი და უნეტარესი ილია II


საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ნიკა გილაური


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
lch   მსჯავრდებულები მონასტერში...   Apr 25 2009, 06:44 PM
მნათე   ერთად იწერება :) დ...   Apr 25 2009, 06:47 PM
თამარი_ცქნაფო   ერთად იწერება :) + ...   Apr 25 2009, 07:08 PM
Irma   მე ვთვლი რომ ეგ მხო...   Apr 25 2009, 06:57 PM
lch   მნათე "შენც ბრუტ...   Apr 25 2009, 06:57 PM
მნათე   არა მართლა, დიდება...   Apr 25 2009, 06:59 PM
ნაინა   მე პირადად ცუდს ვე...   Apr 25 2009, 07:11 PM
inaina   ძალიან სასიხარულო...   Apr 25 2009, 08:15 PM
მნათე   ასეთი მძიმე, სოციო...   Apr 25 2009, 08:23 PM
inaina   ასეთი მძიმე, სოციო...   Apr 25 2009, 08:30 PM
staywhite   ციხეების გაუქმება...   Apr 25 2009, 08:36 PM
მხევალი ნინო   lch ეს რაღაც ახალია....   Apr 25 2009, 08:38 PM
ნაინა   staywhite არა ნან, ყველას...   Apr 25 2009, 08:48 PM
მხევალი ნინო   ნაინა სწორედ ეს ვ...   Apr 25 2009, 08:53 PM
ნაინა   მხევალი ნინო ხო ნი...   Apr 25 2009, 08:57 PM
lch   თამარი_ცქნაფო ხალ...   Apr 25 2009, 09:06 PM
მხევალი ნინო   ნაინა ეგებ ამაზე ...   Apr 25 2009, 09:08 PM
ნაინა   მხევალი ნინო ,,ნაცნ...   Apr 25 2009, 09:19 PM
lch   მართალია მემორანდ...   Apr 25 2009, 09:26 PM
მართა   პატრიარქმა პირდაპ...   Apr 25 2009, 09:40 PM
subterranean   მსგავსი აზრი ბევრ...   Apr 25 2009, 09:49 PM
staywhite   subterranean ანგელოზები ა...   Apr 25 2009, 09:51 PM
lch   მართა კი, ასეა, შემ...   Apr 25 2009, 11:30 PM
მხევალი ნინო   lch სოდს და კუდს რა ...   Apr 25 2009, 11:47 PM
lch   მხევალი ნინო ჩემო ...   Apr 26 2009, 12:31 AM
staywhite   lch მეც რაღაცნაირად ...   Apr 26 2009, 02:45 AM
მხევალი ნინო   lch ეტყობა ძალიან ხ...   Apr 26 2009, 12:04 PM
კანონისტი   მნათე ავტორს აქვს ...   Apr 27 2009, 10:55 AM
inaina   :wub: :მპუა2: :იოანა:   Apr 27 2009, 11:15 AM
KAIROS   ისა და ავტორს უთხა...   Apr 27 2009, 11:31 AM
ქევანა   ალბათ დაარეგულირე...   Apr 27 2009, 11:38 AM
staywhite   ქევანა კი, ყველგან ...   Apr 27 2009, 12:37 PM
neo   ვფიქრობ ძალიან მაგ...   Apr 30 2009, 09:49 AM
კანონისტი   [b][size=3]შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა...   May 6 2009, 10:58 AM
თემო   კანონისტი მადლობა...   May 6 2009, 12:20 PM
იმედა   დიდებას იტყვიან მხ...   Jun 14 2009, 03:31 PM
კანონისტი   შიდა ქართლელი პრობ...   Jul 22 2009, 05:51 PM
staywhite   კანონისტი გეიხარე,...   Jul 22 2009, 05:55 PM
.zakaria.   ეს პროგრამა პატიმრ...   Jan 6 2011, 06:18 AM
მხევალი ნინო   .zakaria. არსებობს, მაგ...   Jan 7 2011, 12:36 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 01:45 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი