მსჯავრდებულები მონასტერში..., უწმინდესის გადაწყვეტილება... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსჯავრდებულები მონასტერში..., უწმინდესის გადაწყვეტილება... |
lch |
Apr 25 2009, 06:44 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
ქრისტე აღსდგა!!! ჭეშმარიტად აღსდგა!!!
ყველას გილოცავთ აღდგომის დღესასწაულთა დღესასწაულს, მრავალს დაესწარით!!! იხარეთ ორთავ სოფელსა შინა!!! თავიდანვე მინდა განვაცხადო, რომ ამ თემას ვხსნი არა ურთიერთ დაპირისპირებისთვის და ურთიერთ შეურაწყოფის მიყენების მიზნით, არამედ რათა ყოველმა ჩვენგანმა მშვიდად და ურთიერთ პატივისცემით გამოვთქვათ ჩვენი შეხედულებები ამ ახალ გადაწყვეტილებაზე: კერძოდ, საქართველოს ეკლესიამ და საქართველოს მთავრობამ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად საზოგადოებისთვის ნაკლებ საშიში მსჯავრდებულები, თავიანთ მისჯელის ვადას მოიხდიან საქართველოს ეკლესია-მონასტრებში (ძირითადად მონასტრებში)... ეს არის ხელშეკრულების ძირითადი თეზა, ეს მომდინარეობს ჩვენი უწმინდესისგან, დიდება მას!!! მაგრამ ჩემთვის პირადად მონასტერი დღესდღეობით არის ერთადერთი სიმშვიდის, სულიერების წყარო, ადგილი (ოაზისი) სადაც შეიძლება აქაურ (ქალაქის, ერის საერთოდ) დაძაბულ და გაუსაძლის ცხოვრებას "გაექცე" და თუ სამუდამოდ არა, დროებით მაინც შეეფარო... ეხლა, ამ გადაწყვეტილებით კი "სოდი"-ს, "კუდი"-ს, "შსს"-ს და ვიღაცა შაშკინის დამქაშებს საქართველოს ყველა მონასტერში წანწალის და კონტროლის უფლება მიეცემა... და ეს დაარღვევს მონასტრული ცხოვრების მთელს წყობას... მე, როგორც მიწა მეუფებისა ჩვენისა, უწმინდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასი, ამ გადაწყვეტილებას მორჩილებით ვიღებ. იმ მონასტერთან, სადაც მე მრავალი წლეია მიხდება ურთიერთობა (და გარკვეული პერიოდით ცხოვრებაც კი), ასეთ სიტუაციაშიც (თუ მართლაც მოხდა) არ გავწყვეტ ურთიერთობას, მაგრამ დამერწმუნეთ, ასეთი რაღაც ყველგან შექმნის რაღაც დაბრკოლებებს... საინტერესოა თქვენი აზრიც... ვიმსჯელოდ ამ საკითხზე (ვიმეორებ შეურაწყოფებისა, ქილიკის და განკითხვის გარეშე).... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
თემო |
May 6 2009, 12:20 PM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
კანონისტი
მადლობა ტექსტისათვის. ციტატა 1. წინამდებარე შეთანხმებით დადგენილია ეკლესიასა და მთავრობას შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3_მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდასთან დაკავშირებული ღონისძიებათა გატარების წესი და ფორმები. მუხლი 73. სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით 1. სასამართლოს შეუძლია ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის დროს მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა). (28.12.2005 N 2619) 2. სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა დანიშნული სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი. 3. სასამართლოს შეუძლია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინების საფუძველზე თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის დროს მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, რომელსაც მსჯავრდებული მოიხდის წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 44-ე მუხლის (გარდა პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოთხოვნები. ამასთანავე, მსჯავრდებული შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა). (26.12.2008 N 893) 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: (26.12.2008 N 893) ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; დ) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე. 5. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი, სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: (26.12.2008 N 893) ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მეოთხედი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი. 6. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს სამ თვეზე ნაკლები. ეს წესი არ ვრცელდება მსჯავრდებულზე, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი. (26.12.2008 N 893) 7. მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის მსჯავრდებულმა გააგრძელოს ამ სასჯელის მოხდა. (26.12.2008 N 893) 8. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნაწილი ჩათვლილი აქვს პირობით, გამოსაცდელი ვადის დენა იწყება სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის მომენტიდან. (26.12.2008 N 893) 9. მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს ახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი პრობაციის ბიურო. (26.12.2008 N 893) 10. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულმა მსჯავრდებულმა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდისას: (26.12.2008 N 893) ა) ჯიუტად თავი აარიდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ან სხვა მიზეზით სასჯელის შემდგომი მოხდა მიზანშეუწონელია, სასამართლოს შეუძლია პრობაციის ბიუროს წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და აღსრულდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი; ბ) ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო; გ) ჩაიდინა განზრახი დანაშაული, სასამართლო აუქმებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას და უნიშნავს მას სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას. გამონაკლის შემთხვევაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის LXIV1 თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან. 11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ჩაითვლება თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ორი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე. (26.12.2008 N 893) ციტატა 10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, ეკლესია უფლებამოსილია, შუამდგომლობით მიმართოს სამინისტროს უფლებამოსილ წარმომადგენელს მსჯავრდებულის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების მიზანშეწონილობის თაობაზე. მუხლი 72. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება 1. ის, ვინც სასჯელს იხდის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოს, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის, თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის სახით, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან. (26.12.2008 N 893) 2. პირობით ვადამდე გათავისუფლებისას სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს ამ კოდექსის 65ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა, რომელიც მან უნდა შეასრულოს სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადაში. 3. პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა: (26.12.2008 N 893) ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე. 4. მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს ექვს თვეზე ნაკლები. 5. პირობით ვადამდე გათავისუფლებული მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს ახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი პრობაციის სამსახური, ხოლო სამხედრო მოსამსახურის ყოფაქცევისა _ სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა. 6. თუ მსჯავრდებულმა სასჯელის მოუხდელ ვადაში: ა) ჯიუტად თავი აარიდა პირობით ვადამდე გათავისუფლებისას მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის მე5 ნაწილში აღნიშნული ორგანოების წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს პირობით ვადამდე გათავისუფლება და აღსრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი; ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო; გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო დაუნიშნავს მას სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს პირობით ვადამდე გათავისუფლებას. (26.12.2008 N 893) 7. მსჯავრდებული უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან შეიძლება გათავისუფლდეს, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცდახუთი წელი და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის მსჯავრდებულმა გააგრძელოს ამ სასჯელის მოხდა. 8. მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ორი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე. (26.12.2008 N 893) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 11:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი