![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#1
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
მიხეილ ჯავახიშვილს, ჩვენი ქართული პროზის მშვენებას, აქვს მოთხრობა "ეშმაკის ქვა". გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი შეხედულებანი მის ირგვლივ. ვისაც არ წაუკითხავს, შესაძლოა, სურვილი გაუჩნდეს და წაიკითხოს. ადრე მე-8 კლასში იკითხებოდა. გასაკვირიც კი იყო, ასეთი რთული ნაწარმოები რად შეიტანეს მერვეკლასელთა სახელმძღვანელოში. მოკლედ, მთავარი პერსონაჟია სოფიო, რომელსაც მთელი სოფელი უწოდებს ანგელოზს. ჰოდა, ეს ანგელოზი ერთ ავბედით დღეს მონაწილეობას მიიღებს ადამიანის, რომელმაც ქალი მოკლა, ჩაქოლვაში. მერე კი , როცა გაიაზრებს, ფსიქიურად შეირყევა. თავის მართლებასავით ამბობს: არ მინდოდა, ეშმაკმა მასროლინა, სულ ერთი ქვა იყოო. საინტერესო სახეა "სოფიოს ფენომენი". როგორ ფიქრობთ, მართლმადიდებლური მრწამსიდან გამომდინარე, ვინ არის სოფიო: ანგელოზი თუ დაცემული ადამიანი?
|
![]() ![]() |
ქევანა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
ციტატა მომეწონა ამ ბავშვის უნარი ამ საკითხის ჭვრეტისა. მაგ ბავშვის ანალიზი მეც მომეწონა ![]() ![]() მაგრამ მე მაინც ჩემი ვარაუდი მაქვენ: 1) რადგან მწერალი არაფერს გვეუბნება სოფოს ბავშვობის პერიოდზე, ესე იგი მოსაყოლი არც არაფერია. იყო ჩვეულებრივი ბავშვი; ან ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ სასწავლებელმა ან სასწავლებელში გატარებულმა პერიოდმა განსაკუთრებულად შეცვალა იგი. ბოლობოლო რატო არ შეიძლება ამას ნიშნავდეს? ამბავი, რომელიც მწერალმა თვალწინ უნდა გადაგვიშალოს, ხდება სწორედ ზაფხულში და სწორედ სოფოს მიერ სასწავლებლის დასრულების შემდეგ. ან რა მნიშვნელობა ექნებოდა, რომ ეთქვა ჯავახიშვილს, რომ "სოფო ბავშვობიდანვე კეთილი იყო", როგორ ფიქრობ, მაშინ სხვანაირად დამთავრდებოდა ამბავი? ![]() 2) ნარცისულმა თვითტკბობამ და ამპარტავნებამ გაგიჟებისა და თავის მოკვლის გარდა რა იცის? ![]() ან რას ნიშნავს: ის მასთან შედარებით მეტ ბოროტებაში იდგა ![]() 3) სოფოს მამასაც ეკავა ხელში ქვა, მაგრამ არ უსროლია, შეიძლება (და არის კიდეც ნათქვამი,თუ არ ვცდები) ბრბოს მიერ იყო აღგზნებული, მაგრამ არ უსვრია. ეს რაღას მიანიშნებს? 4) ხოდა ჩემი აზრით, აქ ბრბოსა და პიროვნების ფსიქოლოგიაზეა საუბარი (მეტწილად) და ზნეობაზე მსჯელობა ასე ცალსახად ძნელია ამ ნაწარმოებში, სხვადასხვანაირად უნდა მიუდგე... ხოდა ამიტომ სუსტი მოთხრობა სულაც არაა ![]() ![]() პ.ს. ნეტა რა მინდოდა? ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 09:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი