ნაქარგობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნაქარგობა |
ალექსანდრე |
Jan 3 2007, 04:04 AM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ეს ხევსურული ნაქარგობაა, დეიდაჩემის შემოქმედებიდან
-------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
maia |
Feb 11 2007, 11:03 PM
პოსტი
#22
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 43 რეგისტრ.: 26-July 06 წევრი № 15 |
მოკლედ, სულ მინდოდა დამეწერა და როგორც იქნა... მოკლედ, ძალიან ლამაზი ნაქარგებია, პეიზაჟებიც, ხევსურული ნაქარგებიც და ღვთისმშობლის ხატიც. ყოჩაღ, ვინც მოქარგა... მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, პატრიარქმა თქვა ხატები აღარ მოქარგოთო, სასურველია ისინი დაიწეროსო და ძალიან სამწუხაროა, რომ მოძღვარები არ არიან ინფორმირებულნი ამის შესახებ და ჯერ კიდევ გასცემენ კურთხევებს ხატების ქარგვაზე... და იქნებ, როცა კიდევ დააპირებთ ხატის მოქარგვას სათანადოდ გამოიძიოთ ეს საკითხი. იმედია არ გეწყინებათ ჰო, და კიდევ ერთი, რამდენადაც ვიცი, ნებისმიერი რამის მოქარგვას დიდი ძალისხმევა სჭირდება, საკმაო დრო, კარგი მხედველობა... ასე რომ, თუ ამის ფიზიკური და სულიერი ძალა შეგწევთ, იქნებ საეკლესიო ნაქარგობა ისწავლოთ, ამით თქვენს სულსაც შეეწევით და ეკლესიასაც, რომელიც ასე განიცდის საეკლესიო ნივთების (დაფარნები, გარდამოხსნები და ა.შ.) ნაკლებობას.
პატივისცემით მაია -------------------- წყალობაი და ჭეშმარიტებაი შეიმთხვინეს, სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს-უყვეს
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი