IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> კვლავ "ფილიოკვეს" შესახებ
ავგუსტინე
პოსტი May 5 2009, 07:55 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 436
რეგისტრ.: 14-March 09
წევრი № 6,642



მაინტერესებს რა შეხედულება გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით?


--------------------
http://jvarosnebi.com/

Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი May 6 2009, 08:07 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ავგუსტინე
ციტატა
შეცვლა არ არის, განმარტებაა.

განმარტებაააა? მოიცა სერიოზულად ასე ფიქრობ?



ციტატა
კერძოდ როდის, სად, ვის მიერ. ერესად შერაცხვა ვისმეს პირადი აზრი ხომ არ არის?


პომაზანსკის დოგმატური ღვთისმეტყველებიდან


სულიწმიდის გამომავლობის შესახებ

ძველი მართლმადიდებლური სწავლება მამის, ძისა და სულიწმიდის პირად თვისებებზე დაამახინჯა ლათინური ეკლესიის სწავლებამ. მისი მტკიცებით სულიწმიდა მარადიულად და ყოვლადსაუკუნოდ გამოვალს მამისაგან და ძისაგან (Filioque). მოსაზრება, რომ სულიწმიდა მამისაგან და ძისაგან გამოვალს, თავდაპირველად ნეტარ ავგუსტინეს ეკუთვნის. იგი ამის შესახებ მსჯელობს თავის ზოგიერთ საღვთისმეტყველო თხზულებაში, სხვებში კი აღიარებს სულიწმიდის გამომავლობას მამისაგან. დასავლეთში ამგვარად აღმოცენებულმა სწავლებამ VII ს. დასაწყისისათვის დაიწყო გავრცელება და IX საუკუნეში იქვე დამკვიდრდა, როგორც სავალდებულო. პაპმა ლეონ III მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამ სწავლებას ემხრობოდა, აკრძალა ნიკეა-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლოს ტექსტის შეცვლა და ბრძანა მისი, როგორც ძველი მართლმადიდებლური საკითხავის, ლითონის ორ დაფაზე დაწერა - ერთზე ბერძნულ, მეორეზე კი ლათინურ ენებზე. პაპმა ისინი წმიდა პეტრეს ბაზილიკაში გამოფინა წარწერით: „მე, ლეონმა, დავდგი ისინი მართლმადიდებელი სარწმუნოების სიყვარულით და მის დასაცავად“ პაპმა ეს მას შემდეგ მოიმოქმედა, რაც აახენის კრებამ (შედგა IX საუკუნეში იმპერატორ კარლოს დიდის მეთაურობით) Filioque-ს საერთოეკლესიურ სწავლებად აღიარება ითხოვა.

მიუხედავად ამისა, ახალშექმნილი დოგმატის გავრცელება დასავლეთში მაინც გრძელდებოდა და როცა IX საუკუნის შუა წლებში ბულგარელებს ლათინი მისიონერები ეწვივნენ, მათ სარწმუნოების სიმბოლოში უკვე ჩაეწერათ Filioque.

პაპიზმსა და მართლმადიდებელ აღმოსავლეთს შორის ურთიერთობათა გამწვავებასან ერთად ლათინთა დოგმატი დასავლეთში სულ უფრო და უფრო იკიდებდა ფეხს, ბოლოს კი იგი აღიარეს, როგორც საერთო-სავალდებულო. პროტესტანტიზმმა ეს სწავლება რომის ეკლესიიდან მემკვიდრეობით მიიღო.

ლათინური დოგმატი Filioque მართლმადიდებლური ჭეშმარიტებისაგან არსებითი და მნიშვნელოვანი გადახრაა. იგი განსაკუთრებით ზედმიწევნით გაირჩა და მხილებულ იქნა პატრიარქების: ფოტისა და მიქაელ კერულარიოსის, აგრეთვე ფლორენციის კრების მონაწილე ეპისკოპოს მარკოზ ეფესელის მიერ. რომაული კათოლიციზმიდან მართლმადიდებლობაში გადმოსულ ადამ ზერნიკავს (XVIII ს.) თხზულებაში „სულიწმიდის გამომავლობის შესახებ“ მოჰყავს ეკლესიის წმიდა მამათა ნაწერებიდან აღებული დაახლოებით ათასამდე მაგალითი, რომლებიც სულიწმიდის შესახებ მართლმადიდებლური სწავლების სასარგებლოდ მეტყველებს. ხელმძღვანელობს რა „მისიონერული მიზნებით“, რომის ეკლესია სადღეისოდ ხაზს აღარ უსვამს სულიწმიდაზე მართლმადიდებლურსა და კათოლიკურ სწავლებათა შორის განსხვავებას (უფრო ზუსტად - იმას, რაც მასში არსებითია). ზემოხსენებული მიზნითვე შეუნარჩუნა მან უნიატებსა და „აღმოსავლურ მოწესეობას“ მრწამსის ძველი მართლმადიდებლური ტექსტი (სიტყვის „და ძისაგან“ გარეშე). ეს ფანდი ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს რომი თავისსავე დოგმატზე უარს აცხადებდეს. იგი, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ მიანიშნებს რომის თვალთახედვაზე, რომლის თანახმადაც მართლმადიდებელი აღმოსავლეთის დოგმატური განვითარება გაქვავდა და ამ „ჩამორჩენილობას“ სიბრალულით უნდა მოპყრობა; რომ დასავლეთში განვითარებული სახით ჩამოყალიბებული დოგმატი (explicite - დოგმატთა განვითარების თეორიის მიხედვით) მართლმადიდებლურ დოგმატში დაფარულია და ჯერაც გამოუვლენელი (implicite). ოღონდ, შიდა გამოყენებისათვის განკუთვნილ ლათინურ დოგმატიკონში გვხვდება სრულიად ნათელი განმარტება, რომ მართლმადიდებლური დოგმატი სულიწმიდის გამომავლობაზე არის ერესი. ღვთისმეტყველების დოქტორ ა.სანდას მიერ შედგენილ, ოფიციალურად დამტკიცებულ ლათინურ დოგმატიკონში ვკითხულობთ: „მოწინააღმდეგენი (რომის ამ სწავლებისა) არიან ბერძენი სქიზმატიკოსები, რომლებიც ასწავლიან, რომ სულიწმიდა გამოდის მხოლოდ მამისაგან. ჯერ კიდევ 808 წელს აღუდგნენ წინ ბერძენი ბერები ლათინთა მიერ სიმბოლოში „Filioque“-ს შეტანას. ვისგან წამოვიდა ეს ერესი, უცნობია“9.

ლათინთა დოგმატი ეწინააღმდეგება წმიდა წერილს, წმიდა საერთო-საეკლესიო გადმოცემას და თვით ადგილობრივი რომის ეკლესიის უძველეს გადმოცემებსაც კი.

რომაელ ღვთისმეტყველებს დოგმატის დასაცავად მოჰყავთ წმიდა წერილიდან ის ადგილები, სადაც სულიწმიდას ეწოდება „ქრისტესი“, სადაც მას ძე ღვთისა წარმართავს და ამით ასკვნიან სულიწმიდის გამომავლობას ძისაგან. ყველაზე ხშირად რომაელი ღვთისმეტყველები იშველიებენ მაცხოვრის სიტყვებს სულიწმიდა - ნუგეშინისმცემლის შესახებ: „ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ“ (ინ. 16,15), პავლე მოციქულის გამონათქვამებს: „გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თვისისა გულთა შინა ჩუენთა“ (გალ. 4,6) და „უკეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქუს, იგი არ არს მისი“ (რომ. 8,9) და ციტატას იოანეს სახარებიდან: „შეჰბერა მათ და ჰრქუა, მიიღეთ სული წმიდაჲ“ (ინ. 20,22).

რომაელი ღვთისმეტყველები, აგრეთვე, პოულობენ ეკლესიის წმიდა მამათა თხზულებებში ადგილებს, სადაც არცთუ იშვიათად ლაპარაკია სულიწმიდის გამოგზავნაზე „ძისა მიერ“, ზოგჯერ „ძისაგან მის გამომავლობაზეც“ კი.

მაგრამ ყოველგვარი მსჯელობა უძლურია შეცვალოს მაცხოვრის სავსებით გარკვეული სიტყვების აზრი: „ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს...“ (ინ. 15,26). ეკლესიის წმიდა მამები სიტყვებს - „ძისა მიერ“ ვერ მიანიჭებდნენ წმიდა წერილის შინაარსისაგან განსხვავებულ აზრობრივ დატვირთვას.

ამ შემთხვევაში რომაელი კათოლიკე ღვთისმეტყველები ორ დოგმატს ურევენ ერთმანეთში. ესენია: ჰიპოსტასების პიროვნული მყოფობის დოგმატი და მასთან უშუალოდ დაკავშირებული, მაგრამ გამორჩეული ერთარსობის დოგმატი. სულიწმიდა ერთარსია მამისა და ძისა და მაშასადამე იგი სულია მამისა და ძისა. ეს არის უდავო ქრისტიანული ჭეშმარიტება - ღმერთი ხომ ერთარსი და განუყოფელი სამებაა.

ამ აზრს ცხადად გამოხატავს ნეტარი ტეოდორიტე: „სულიწმიდაზე ამბობენ, რომ მას თავისი მყოფობა ძისაგან ან მისი მეშვეობით არ მიუღია. იგი მამისაგან გამოვალს და თანაარსია ძისა“10.

მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებებში ხშირად ვისმენთ უფალ იესო ქრისტესადმი აღვლენილ სიტყვებს: „განგვანათლენ, წარგვმართე და დაგვიცვენ ჩვენ სულითა შენითა წმიდითა“... თავისთავად მართლმადიდებლურია გამოთქმაც „სული მამისა და ძისა“. მაგრამ ეს გამოთქმები ერთარსობის დოგმატს განეკუთვნებიან და აუცილებელია იგი განვასხვაოთ შობისა და გამომავლობის დოგმატისგან, სადაც, წმიდა მამათა თქმით, მითითებულია ძისა და სულის მყოფობის მიზეზი. აღმოსავლეთის ყველა მამა აღიარებს, რომ ძისა და სულის ერთადერთი მიზეზი არის მამა (μόνος αϊτιος). ამიტომ, როდესაც ეკლესის ზოგი მასწავლებელი იყენებს გამოთქმას „ძისა მიერ“, ზუსტად ამით იცავს მამისაგან გამომავლობის დოგმატსა და დოგმატური ფორმულის - „მამისაგან გამოვალს“ შეუვალობას. წმიდა მამები ძის შესახებ ამბობენ „მიერ“, რათა სახელდება „ძე“ გაემიჯნოს „-გან“-ს, რომელიც მარტო მამას ეკუთვნის.

ამასთან, ზოგ წმიდა მამასთან მოყვანილლი გამოთქმა „ძისა მიერ“ უმეტესწილად სრულიად ცხადად განეკუთვნება სულიწმიდის სამყაროში გამოცხადებას ანუ ყოვლადწმიდა სამების განგებულებითს ქმედებებს და არა თავად ღმერთში ცხოვრებას. დასავლურ ღვთისმეტყველებაში სულიწმიდის დოგმატის დამახინჯების შემჩნევისთანავე იწყო აღმოსავლეთის ეკლესიამ მისი გაკიცხვა ამგვარი სიახლის შემოტანისათვის. სურდა რა დასავლელ ღვთისმეტყველთა დაცვა, წმ. მაქსიმე აღმსარებელი (VII ს.) მათ გასამართლებლად ამბობდა: თითქოს სიტყვა „ძისაგან“ გამოყენებით ისინი ცდილობდნენ, ეჩვენებინათ არა სულიწმიდის მყოფობა ძისაგან, არამედ ის, რომ სულიწმიდას „ძისაგან იღებენ ქმნილებები, იგი ძის მიერ ცხადდება და წარიგზავნება“. თვითონ ღირსი მაქსიმე აღმსარებელი მკაცრად იცავდა აღმოსავლეთის ეკლესიის სწავლებას მამისაგან სულიწმიდის გამომავლობაზე და ამ დოგმატს ცალკე ტრაქტატიც მიუძღვნა.

ძე ღვთისას მიერ სულიწმიდის განგებულებითს გარდამოვლენაზე ლაპარაკია შემდეგ ფრაზაში: „რომელი მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ“ (ინ. 15,26). ჩვენ ასეც ვლოცულობთ: „უფალო, რომელმან ყოვლადწმიდა სული შენი ჟამსა მესამესა მოციქულთა შენთა გარდამოვლინე და განანათლენ იგინი, მას, სახიერო, ნუ მიმიღებ ჩემგან, არამედ განმიახლე მვედრებელსა შენსა“.

„გამომავლობისა“ და „გარდამოვლენის“ შესახებ წმიდა წერილის ტექსტების აღრევით რომაელმა ღვთისმეტყველებმა განგებულებითი ურთიერთობების ცნება ყოვლადწმიდა სამების პირთა ურთიერთმყოფობის შუაგულ სიღრმეებში გადაიტანეს.

ახალი დოგმატის შემოტანით რომის ეკლესიამ, გარდა დოგმატური მხარისა, დაარღვია III და IV-VII მსოფლიო კრების დადგენილებანი, რომლებიც კრძალავს ნიკეის სარწმუნოების სიმბოლოში ნებისმიერი ცვლილების შეტანას მას შემდგომ, რაც II მსოფლიო კრებამ იგი საბოლოოდ ჩამოაყალიბა. მაშასადამე, დასავლეთის ეკლესიამ უხეშად დაარღვია კანონიკური სამართალი.

რომაელი ღვთისმეტყველები ცდილობენ შთაგვაგონონ: თითქოს სულიწმიდაზე რომაულ-კათოლიკური და მართლმადიდებლური სწავლებანი მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ პირველი ქადაგებს გამომავლობას „და ძისაგან“, მეორე კი „ძისა მიერ“. ამგვარი მტკიცებანი შეფარულ გაუგებრობას მაინც შეიცავს (თუმცა ხანდახან ჩვენი საეკლესიო მწერლებიც აძლევენ თავს ნებას, კათოლიკეთა მიბაძვით გაიმეორონ ეს აზრი): გამოთქმა „ძისა მიერ“ საერთოდ არ შედის მართლმადიდებლურ დოგმატებში და ზოგი წმიდა მამა ყოვლადწმიდა სამების შესახებ სწავლებაში მას მხოლოდ ახსნის საშუალებად თუ იყენებს. მართლმადიდებელი ეკლესიისა და რომაულ-კათოლიკურ სწავლებათა შინაარსი არსობრივად განსხვავებულია.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ავგუსტინე   კვლავ "ფილიოკვეს" შესახებ   May 5 2009, 07:55 PM
კანონისტი   რამდენადაც forum.ge-ზე დ...   May 5 2009, 08:06 PM
ავგუსტინე   ВТОРОЙ ЛИОНСКИЙ СОБОР КОНС...   May 5 2009, 08:27 PM
KAIROS   1. ტერმინოლოგიურ გა...   May 6 2009, 04:23 AM
ავგუსტინე   კერძოდ როდის, სად, ...   May 6 2009, 07:41 PM
afxazi   ავგუსტინე განმარტ...   May 6 2009, 08:07 PM
ავგუსტინე   afxazi Мы исповедуем с вернос...   May 6 2009, 08:24 PM
afxazi   ავგუსტინე რა არ არ...   May 6 2009, 08:38 PM
ავგუსტინე   afxazi ტერმინოლოგიური...   May 6 2009, 09:00 PM
მოყვასი   აფხაზი, რელიგიები ...   May 6 2009, 09:12 PM
ავგუსტინე   ძალიან გთხოვთ, ნუ ჩ...   May 6 2009, 09:23 PM
afxazi   მოყვასი ნუ ჩაერევი...   May 6 2009, 09:24 PM
ავგუსტინე   :მპუა: როგორ მიხარ...   May 6 2009, 09:25 PM
მოყვასი   აფხაზი, რელიგიები...   May 6 2009, 09:34 PM
marine   "1014 წელს პაპმა ბენ...   Apr 15 2022, 09:11 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd June 2024 - 11:54 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი