სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| დათიკო |
May 5 2009, 11:29 PM
პოსტი
#1
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
იეჰოვას მოწმეების სექტა დღეს კვლავაც წარმატებით მოქმედებს ჩვენს გარშემო.
ისინი ქადაგებენ, ავრცელებენ ლიტარატურას და ცდილობენ "ასწავლონ ბიბლია" ხალხს. ბევრი ადამიანი უბრალოდ ცდილობს თავიდან მოიცილოს მომაბეზრებელი მოწმეები, მაგრამ ბევრ მათგანს სურს თავისი რწმენის ჭეშმარირიტება დაუმტკიცოს მოწმეებს, მაგრამ რაც არ უნდა სამწუხაორ იყოს, ისინი ამას ვერ ახერხებნ, რადგან არ იციან საკუტარი რელიგია და გარდა ამისა, საკმაოდ რთულია აჯობო პაექრობაში ისეთ ადამიანს, რომელიც საგანგებოდ იწვრთნებოდა და მეცადინეობდა მსგავსი კამათებისთვის. საბოლოო ჯამში, როდესაც სიტყვა ვერ ჭრის (როგორ გაჭრის ის რაც არ იცი) იეჰოვას მოწმეებს ან უსწორდებიან სიტყვიერად და ფიზიკურადაც კი, ისინი კი ამით ბედნიერები (საკუთარი რელიგიისთვის წამებულები) აგრძელებენ იგივე საქმიანობას. ჩვენი ეკლესიის მსახურები, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ვერ იცლიან, რათა საგანგებოდ აღზარდონ მრევლი იეჰოვას მწომეებთან საპაექროდ. ან უბრალოდ თავადაც ვერ ერკვევიან საკითხში. რჩება ერთადერთი ხელჩასაჭიდი - orthodoxy.ge - ს აპოლოგეტიკის განყოფილება, სადაც მიუხედავად იმის, რომ მეტად სასარგებლო ინფორმაცია წერია, არის მეტად მოკლედ და არგუმენტაციის გარეშე. გამოსავალი: ინტერნეტში არაერთი სასარგებლო რესურსია იეჰოვას სექტის საწინააღმდეგო სწავლებებით. თუნდაც დიაკონ ანდრეი კურაევს აქვს ბევრი რამ ახსნილი. ასევე არის ბევრი საინტერესო სტატია, რომელიც დეტალურად ხსნის იეჰოველების მცდარ სწავლებას. აი, მაგალითისთვის http://www.iegova.ru/index2.htm ან http://www.towerwatch.com/ ამ რესურსებში თავმოყრილია ის დეტალები, რაშიც არის იეჰოველთა ცდომილებები და რა ხერხებით უნდა აწარმოოს დიალოგი მართლმადიდებელმა სტუმრად მოსულ იეჰოველებთან. ჩემი აზრით, არ არის ძნელი თუკი მოხერხდება ამ რესურსების თარგმნა და შეჯერება. შესაძლებელია მოხდეს ამ ინფორმაციის თავმოყრა ერთ პატარა ბროშურაში, რომელიც დაურიგდება საზოგადოებას. თუ ეს საქმე არ გამოვა, აღნიშნული ბმულები მაინც წაიკითხეთ ვინც ნახავს ამ თემას. რაც არ უნდა პარადოქსული უნდა იყოს, ჩვენი ეკლესია დღითიდღე ძლიერდება, მრევლი მრავლდება, მღვდლები გვემატებიან. მსგავსი ელემენტარული საკითხი კი, როგორიცაა იეჰოველების სექტის გამნოსააშკარავებელი ბუკლეტი არ არსებობს. მოგიწოდებთ ყველას - მოითხოვეთ თქვენს მოძღვრებში არსებული რესურსი. მოითხოვეთ გასწავლონ ის დეტალები რასაც ქადაგებენ იაჰოვას მოწმეები. რადგანაც თქვენი ნათესავების და ახლობლების ოჯახებშიც შეიძლება მოვიდნენ ისინი და როდესაც თქვენები გთხოვენ დაეხმაროთ მათ იეჰოველებთან საუბარში, დააღებთ პირს და ვერაფერს ვერ ეტყვით თქვენი ჭეშმარიტების დასაცავად! გამოიღვიძეთ! მოითხოვეთ ცოდნა თქვენი მოძღვრებისგან და მოეშვით მარტო იმაზე ლაპარაკს ვიცი მოძღვარი უფრო თბილია და კაცთმოყვარე. ეს არ არის საკმარისი! გიორგობას გილოცავთ! პ.ს. თუ რამე დაგჭირდეთ იეჰოველების სექტის სწავლების საწინააღმდეგოდ, დაწერეთ. დაგეხმარებით შეძლებისდაგვარად. |
![]() ![]() |
| inaina |
May 8 2009, 01:20 PM
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,525 რეგისტრ.: 22-October 08 წევრი № 5,839 |
იეჰოვას მოწმეები - კონფესია. ჩვენში იეღოველების სახელითაა ცნობილი. ,,იაჰვე’’, რომლის დამახინჯებული ფორმა ,,იეღოვაა’’, ძველებრაული სიტყვაა და ღვთის ერთ - ერთი სახელია. ნიშნავს: ,,მყოფს’’, ,,არსებულს’’, ,,ჭეშმარიტს’’. მაშასადამე, იაჰვე ეპითეტია, რომელიც შემდეგ გასუბსტანტივდა და ღვთის საკუთარ სახელად, ეთნონიმად იქცა. ,,იეჰოვას მოწმეებს’’ სწამთ, რომ იაჰვე ღვთის უცვალებელი სახელია და იგი დღესაც ამ სახელით უნდა მოვიხსენიოთ. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002 იეჰოვას მოწმეები - სათავეს იღებენ ყოფილი ადვენტისტის, ჩარლზ ტეიზ რასელის (Charles Taze Russel) მიერ დაარსებული გაერთიანებისგან ”ბიბლიის ჭეშმარიტ შემსწავლელთა საერთაშორისო გაერთიანება”. ეს გაერთიანება ქადაგებდა ბიბლიის შესწავლას ყოველგვარი დამხმარე ლიტერატურის გარეშე. რასელის რწმენით, იესო ქრისტე ამქვეყნად უჩინრად მოვიდა 1874 წელს, ხოლო განცხადებულად გამოჩნდებოდა 1914 წელს, როდესაც ის შემუსრავდა ყველა ამქვეყნიურ ხელისუფლებას და მართლებს ზეცაში აიყვანდა. როდესაც 1914 წელს მსოფლიოს აღსასრული არ დადგა, თვით რასელი კი 1916 წელს აღესრულა, ბუნებრივია, გაერთიანებაში კრიზისი დაიწყო. ამის შემდეგ არჩევნების მანიპულირების გზით მოძრაობის სათავეში აღმოჩნდა ყოფილი ბაბტისტი და მოსამართლე ჟოზეფ ფრანკლინ რათერფორდი, რომელმაც გაერთიანების სტრუქტურა სრულიად ახლებურ, მკაცრი ცენტრალიზაციის პრინციპზე გადაიყვანა. 1931 წლიდან გაერთიანებას იეჰოვას მოწმეები ჰქვია. გაერთიანების რადიკალიზაციისა და ქვეყნიერების აღსასრულის სულ ახალ-ახალი თარიღების გამო, მოძრაობა ბევრმა დატოვა, თუმცა იეჰოვას მოწმეთა რიცხვი თანდათან ისევ გაიზარდა. 1965 წელს მათ მილიონს გადააჭარბეს, ხოლო ამჟამად ვარაუდობენ, რომ მათი რიცხვი დაახლოებით 10 მილიონს უნდა შეადგენდეს. იეჰოვას მოწმეთა სწავლების საფუძველი ბიბლიაა. მიიჩნევა, რომ ბიბლიის ყოველი სიტყვა უშუალოდ ღმერთისგან არის შთაგონებული. ამიტომ, მისი თითოეული სიტყვა ჭეშმარიტებაა და შეუძლებელია იყოს მასში რაიმე შინაგანი წინააღმდეგობა. აღსანიშნავია, რომ იეჰოვას მოწმეები ცნობენ ბიბლიის მხოლოდ ერთ, საკუთარ თარგმანს: ”წმინდა წერილის ახალი მსოფლიო თარგმანი”. ეს თარგმანი, ბიბლიის სპეციალისტთა აზრით, სავსეა შეცდომებით და ტენდენციური ინტერპრეტაციებით.თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველი იეჰოვას მოწმე თავის ყოველ ნაბიჯს ბიბლიის მიხედვით დგამს, გასაგები გახდება თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ბიბლიის ამ გამოცემას წევრების მანიპულირებისათვის. ორგანიზაციის ლიდერები დროდადრო, საკუთარი ახალი შეხედულებისა და საჭიროების მიხედვით შეცვლილ რედაქციას სთავაზობენ თავიანთი ორგანიზაციის წევრებს. აბსოლიტურ ჭეშმარიტებად ცხადდება ბოლო ვერსია, ხოლო ძველი დავიწყებას უნდა მიეცეს. თვით სახელი იეჰოვა, ბიბლიის ებრაელი ტექსტის არასწორი წაკითხვიდან მომდინარეობს. სპეციალისტთა აზრით სწორი უნდა იყოს იაჰვე, ან მსგავსი გამოთქმა, მაგრამ არა იეჰოვა. იეჰოვას მოწმეებს ხშირად მოჰყავთ ადგილები ბიბლიიდან საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. ეს ადგილები მოჰყავთ ტენდენციურად, საკუთარი ინტერპრეტაციით და საკუთარ თარგმანზე დაყრდნობით და არ უნდა სხვა ინტერპრეტაციის მოსმენა, ამტკიცებენ რა, რომ ბიბლია უშუალოდ, ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე უნდა გავიგოთ. მათი ლიტერატურიდან და ქადაგებებიდან შემდეგი სწავლება იკვეთება: იეჰოვა არის ღმერთი, რომელიც ყველაზე მაღლაა, ქვეყნიერების, ადამიანთა და ანგელოზთა ზევით. ადმიანმა ბოროტად გამოიყენა თავისუფლება და დაეცა. ამის შემდეგ სატანა ცდილობს შეაცდინოს ადამიანი და დაამტკიცოს, რომ ქვეყანაზე არავინ შეინარჩუნა იეჰოვას ერთგულება. სამაგიეროდ არიან ადამიანთა შორის იეჰოვას მოწმეები, რომლებიც, და მხოლოდ ისინი (!) არიან იეჰოვას ერთგულნი. იესო იყო იეჰუვას უმთავრესი მოწმე. მან ძელზე (და არა ჯვარზე) მორჩილებით მიიღო სიკვდილი. დღევანდელმა იეჰოვას მოწმეებმა იესოს უნდა მიჰბაძონ. მთელი დანარჩენი მსოფლიო სატანის სამსახურშია და განწირულია დასაღუპად. გადამწყვეტი ბრძოლა სატანასთას იესომ 1914 წელს დაიწყო, როდესაც ის უხილავად მეორედ მოევლინა დედამიწას. ამჟამად სულ ცოტა დრო რჩება გადამწყვეტ ბრძოლამდე, - არმაგედონამდე. ამ ბრძოლაში სატანაა და მისი მომხრეები საბოლოოდ განადგურდებიან, ხოლო მართლები (იეჰოპვას მოწმეები, რომელთა რიცხვი ზუსტად არის განსაზღვრული) ღმერთთან ერთად იმეფებენ. ყოველ იეჰოვას მოწმეს აქვს დავალება იქადაგოს და ორგანიზაციას ახალი წევრები შესძინოს. გარდა ამისა, ის ვალდებულია რეგულარულად მიიღოს მონაწილეობა საერთო შეკრებაში. ამაში შედის ბიბლიის ქადაგება კვირაობით, ბიბლიის თეოკრატიული სკოლა, სამუშაო კრება და სასწავლო შეკრება. საერთო ჯამში 3-4 შეკრება კვირაში. გარდა ამისა, კარდაკარ სიარული ან ქუჩაში დგომა მისიონერობის მიზნით. ლიტერატურა, რომელსაც მოწმე არიგებს, მან თვითონ უნდა შეიძინოს ორგანიზაციაში. რას ელოდება ადამიანი, ვინც იეჰოვას მოწმეებს ჩამოშორდება? აღნიშნული სექტის სულიერ წინამღძვართა მტკიცებით, განდგომილები თავიანთ სახელს საგინებელ სიტყვად აქცევენ და გამოძევებულ იქნებიან, რათა მათი ნაწილი ფარისევლებთან ერთად აღირაცხოს და საბოლოოდ ისინი გამწესებულნი იქნებიან არმაგედონში. ვინაიდან წყევლა და გინება ეწევა მათ, მათი ფარისევლობისა და ურწმუნოების გამო, ისინი მიმდინარე ცხოვრებისგან სრულიად მოწყვეტილნი რჩებიან. ნათქვამის მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ გახდება ნათელი, როცა გაიაზრებ, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც, თუმცა ჩამოშორდა ამ ორგანიზაციას, მაინც ინარჩუნებს რწმენას აღსასრულის პირას მყოფი სამყაროს შესახებ. იეჰოვას მოწმეთა კრიტიკოსები ერთ რამეში სრულიად თანხმდებიან, კერძოდ იმაში, რომ ახალი აღთქმის სიხარულის აღსავსე მისიას აქ მუქარის მისია ენაცვლება. ასეთი მრავალრიცხოვანი მცნებებისა და აკრძალვებების დაცვა, როგორც წესი, არავის შეუძლია, განსაკუთრებით უჭირთ ამის გაკეთება ახალგაზრდებს. ზოგიერთი მოწმე მოითხოვს, რომ უგულვებელყოფილ იქნას ყველაფერი, რასაც შეუძლია რწმენაში დააბრკოლოს ადამიანი – მატერიალური საგნები, სხვადასხვა გატაცებები, ქორწინება მხოლოდ სიყვარულის მოტივით და სხვა მრავალი, მათ შორის სწავლა – განათლების მიღებაც. იეჰოვას მოწმეთა ყოფა საკმაოდ შეზღუდულია უამრავი აკრძალვით. მათ შორის, აკრძალულია: - დაბადების დღეების აღნიშვნა, - არჩევნებში მონაწილეობის მიღება, - ზედმეტი წონის ქონა, - უწმაწურ ხუმრობაზე სიცილი, - თვალში საცემი ვარცხნილობის ან ტანსაცმლის ტარება, - თავის მართლების მცდელობა და სხვა. ცალკეა აღსანიშნავი სისხლის გადასხმის უმკაცრესი აკრძალვა, რასაც ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელი შედეგები მოსდევს. //სამოქალაქო საზოგადოება : ფონდ ევრაზიის გრანტის C97-0124 საფუძველზე / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია] ; სამოქალაქო განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ., 1998
-------------------- 16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
|
დათიკო ინსტრუქცია იეჰოვას მოწმეების May 5 2009, 11:29 PM
ავგუსტინე დათიკო
კარგია, როდ... May 5 2009, 11:37 PM
staywhite
დათიკო
ძალიან კაი ... May 5 2009, 11:38 PM
inaina http://s42.radikal.ru/i095/0905/de/6f134a5fe10c.jp... May 6 2009, 01:18 AM
დათიკო ჯერ ჯერობით, რაც მე ... May 6 2009, 01:35 AM
.:Lela:.
შეხედეთ როგორ ესა... May 12 2009, 02:59 PM
jxje
ჯერ ჯერობით, რაც მე... Dec 18 2011, 12:20 AM
llaasshhaa მადლობა დავით ძალი... May 7 2009, 02:21 PM
KAIROS ეგ კარგი რამეა, გარ... May 7 2009, 03:13 PM
ქევანა
საერთოდ რომ არ ვალ... May 7 2009, 05:03 PM
KAIROS
:D
ეგ კი, მაგრამ ახლო... May 7 2009, 06:14 PM
inaina არქიმანდრიტი რაფა... May 8 2009, 01:49 PM
jxje
არქიმანდრიტი რაფა... Dec 16 2011, 10:47 PM
დათიკო KAIROS
მივყვეთ ნელ-ნელ... May 11 2009, 02:47 PM
KAIROS მოდი მაშინ ასე ვქნ... May 11 2009, 06:29 PM
მხევალი ნინო KAIROS
მე მახსოვს, სხვ... May 11 2009, 11:30 PM
KAIROS ის აპოლოგეტიკის გა... May 12 2009, 04:08 AM
დათიკო KAIROS
კარგი იქნება თუ... May 12 2009, 05:16 AM
zeppelin ავგუსტინე
და თქვი ... May 12 2009, 08:02 AM
llaasshhaa ყველაზე მაგარი ისა... May 12 2009, 02:38 PM
დათიკო როგორც ვიცით, ახალ... May 13 2009, 11:44 PM
დათიკო მოდით ერთი ადგილიც... May 17 2009, 10:56 PM
jxje
მოდით ერთი ადგილი... Dec 15 2011, 11:14 PM
GIORGI LELUASHVILI
როგორ ფიქრობ? თუ იე... Dec 15 2011, 11:17 PM
davithet მოგესალმები ყველა... May 29 2009, 11:16 AM
bekas აკი აიპი ბანი დავა... May 29 2009, 11:57 AM
poligloti ძველ ქართულ ენაზე ... Jun 7 2009, 02:17 PM
bekas
ძველ ქართულ ენაზე ... Jun 14 2009, 03:18 PM
jevrie "გამოსაასკარავე... Jun 13 2009, 11:26 PM
დათიკო davithet
ესე იგი გაინტე... Jun 18 2009, 04:34 AM
დათიკო inaina
დროს თუ გამონახ... Jun 18 2009, 05:02 AM
inaina
inaina
დროს თუ გამონახ... Jul 12 2009, 12:54 PM
staywhite bekas
ეგ ლომაია სურათ... Jun 18 2009, 12:01 PM
დათიკო მოდით გავიხსენოთ კ... Jul 11 2009, 03:58 PM
tinatin* ყველაზე კარგი გამო... Jul 12 2009, 08:48 PM
დათიკო 1. როგორც უკვე აღვნი... Aug 13 2009, 03:13 AM
soso5
იეჰოვას მოწმეების... Aug 15 2009, 10:22 AM
damiane80
დათიკო
ეს არის უმ... Sep 1 2009, 01:18 PM
დათიკო damiane80
ჩემი და ამ ფორუ... Sep 3 2009, 03:18 PM
ikanosi pdf ფაილი რომ შექმნა... Jan 12 2010, 01:23 PM
დათიკო ერთ-ერთი ყველაზე მ... Jul 2 2010, 12:25 PM
davithet მე უკვე მივხვდი ბი... Dec 22 2010, 12:51 AM
Otherguy
ძველ ქართულ ენაზე ... Dec 22 2010, 09:49 AM
davithet
:blink: რჩევას მოგცემთ:... Dec 22 2010, 04:36 PM
Otherguy დათიკო
შენც მინდა ... Dec 22 2010, 10:21 AM
გუდაგუდა ქადაგებებშიც ხშირ... Dec 22 2010, 02:18 PM
afxazi Otherguy
კი მარა ღვთაებ... Dec 22 2010, 02:19 PM
Adam
:D :D Dec 22 2010, 04:41 PM
აკაკი davithet
ეს სახელი სამი... Dec 22 2010, 07:19 PM
davithet
davithet
ეს სახელი სამი... Dec 22 2010, 07:52 PM
აკაკი თვითონ იაჰვე ღვთის... Dec 22 2010, 08:12 PM
Otherguy გუდაგუდა
ჰო ისე არ ... Dec 22 2010, 10:52 PM
davithet
[b]davithet
პმ-ში რომ მომ... Dec 23 2010, 01:47 PM
afxazi Otherguy
მე ვკითხულობა ... Dec 22 2010, 10:58 PM
Otherguy
Otherguy
მე ვკითხულობა ... Dec 22 2010, 11:00 PM
afxazi
ეს საღვთო ბუნების ... Dec 22 2010, 11:01 PM
Otherguy
ეს საღვთო ბუნების ... Dec 22 2010, 11:06 PM
jxje
ეს საღვთო ბუნების ... Dec 18 2011, 03:50 PM
აკაკი
მანდ სიბრძნეზეა ს... Dec 22 2010, 11:30 PM
afxazi Otherguy
მე მგონი მესაე ... Dec 22 2010, 11:31 PM
Otherguy afxazi
არა, ტექსტი ამბო... Dec 22 2010, 11:45 PM
afxazi Otherguy
სხვა რამეს ვკი... Dec 22 2010, 11:48 PM
Otherguy
Otherguy
სხვა რამეს ვკი... Dec 23 2010, 01:39 AM
აკაკი "ყოველივე მის (სი... Dec 23 2010, 01:42 AM
Otherguy
"ყოველივე მის (სი... Dec 23 2010, 01:50 AM
აკაკი 10. და: შენ დასაბამსა,... Dec 23 2010, 11:19 AM
afxazi Otherguy
შე დალოცვილო თ... Dec 23 2010, 12:08 PM
აკაკი davithet
ეს იაჰვე რასაც ... Dec 23 2010, 02:09 PM
davithet
davithet
ეს იაჰვე რასაც ... Dec 23 2010, 02:13 PM
afxazi davithet
ხომ არ გეწყინე... Dec 23 2010, 02:26 PM
davithet
davithet
ხომ არ გეწყინე... Dec 23 2010, 02:30 PM
კოკა გსმენიათ ალბათ რუს... Jan 14 2011, 10:21 AM
afxazi jxje
მთელი პარადოქს... Dec 15 2011, 11:21 PM
georgios ნეტა დღეს დაახლოვე... Dec 16 2011, 12:39 AM
A.V.M
რამდენი გრეჩიხის ... Dec 16 2011, 04:54 PM
georgios A.V.M
და თუ "გრეჩიხა... Dec 16 2011, 08:54 PM
GIORGI LELUASHVILI jxje
კარგი იქნება თუ ა... Dec 16 2011, 10:52 PM
jxje
jxje
კარგი იქნება თუ ... Dec 17 2011, 10:56 PM
afxazi jxje
ეს რაც დაწერე გე... Dec 16 2011, 10:54 PM
GIORGI LELUASHVILI afxazi
:კი1:
შეუძლებელი... Dec 16 2011, 10:56 PM
afxazi GIORGI LELUASHVILI
ეხლა ნახე ... Dec 16 2011, 10:57 PM
GIORGI LELUASHVILI afxazi
:D :D
ასეთი გამოთქ... Dec 16 2011, 11:00 PM
afxazi
?????????????????????????????????????????????? Dec 16 2011, 11:02 PM
GIORGI LELUASHVILI afxazi
:D :D
დავით, წინასწ... Dec 16 2011, 11:06 PM
A.V.M
:jump: :jump:
მერე დავიწყ... Dec 17 2011, 01:01 AM
ikanosi მოსიარულე ჭეშმარი... Dec 17 2011, 01:53 AM
A.V.M იკანოს!!!!!
:D :... Dec 17 2011, 01:57 AM
GIORGI LELUASHVILI jxje
გასაგებია.
თუ სა... Dec 17 2011, 11:00 PM
jxje
[b]jxje
გასაგებია. Dec 18 2011, 12:56 AM
A.V.M
რომელ დევნაზე მეუ... Dec 18 2011, 12:55 AM
jxje
რომელ დევნაზე მეუ... Dec 18 2011, 01:12 AM
georgios
არ არის მასე. დევნ... Dec 18 2011, 01:15 AM
A.V.M
ამ ძილის წინ რატო მ... Dec 18 2011, 01:20 AM
jxje
ამ ძილის წინ რატო მ... Dec 18 2011, 01:12 PM
karpaki
საქმე ისე მიდის რო... Dec 18 2011, 01:17 PM
jxje
საქმე ისე მიდის რო... Dec 18 2011, 02:37 PM
karpaki ნუ ეკამათებით რა.ა... Dec 18 2011, 12:54 PM
A.V.M
მაშინ ახლავე შეგი... Dec 18 2011, 01:34 PM
karpaki
იმიტომ კი არ ვამბ... Dec 18 2011, 02:04 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th December 2025 - 04:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი