ვიცინოთ?, როგორ აბარებენ გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვიცინოთ?, როგორ აბარებენ გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში... |
kato_Bato |
Nov 26 2006, 11:04 PM
პოსტი
#1
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
რას არ წერენ ეს ბავშვები გამოცდებზე
მინდა ერთმანეთს გავუზიაროთ, ვისაც რა გაუგია და წაუკითხავს ამასთან დაკავშირებით... თან ხუმრობა ხუმრობით შემოგვესწავლება რაღაც რაღაცეები.. მაშ ასე: (სტუდენტების პასუხი წითლად აღვნიშნოთ) შეკითხვა: _ვის იმოწმებს ავთანდილი, როდესაც სიყვარულის ძალაზე ლაპარაკობს? პასუხი: _ეჟვანს... დავითიანი: "სად კაცს არ უნდა, წარიყვანს, ყელზე საბელი უბია"... _ რას გულისხმობს ავტორი ამ ხატოვან თქმაში? _კაცს თავისი შვილი ყელზე აბია... _რა მიზნით გააგზავნა ვარსქენმა მოციქულები შუშანიკთან და რით დაემუქრა? _იმიტო რომ შუშანიკს არ ეღალატა მისთვის,თუ მიღალატეფო, გაწამეფო... "_ვაჟა თავს ხარს ადარებს და სურს, რომ რქებით თხაროს მიწა..." _დამბეზღებელთა აზრით რატომ იყო აუცილებელი აბოს დასჯა? _რადგან აბო უკვე ნასამართლევი იყო და საზოგადოებას საფრთხეს უქმნიდა ... _რა ახსენდება ყივჩაღს? _ახსენდება ის, თუ როგორ მოკლა იგი მტერმა და როგორ გაისტუმრა იმ სამყაროში... _რატომ დააბრუნა არაბმა ცხენი? _იმიტომ რომ იგი მამალი იყო _პოეტს არ უნდა ტაში, იგი ისედაც ტაშდაკრული დადის... _"...ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი..." ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ჩავერთოთ ევროპულ ინტეგრაციაში... _გულუპრყვილო ადამიანი შევიდა ტყეში, მიადგა ტოტგარდათხმეულ წიფელს და წააქცია... _გაასწორეთ: საფეხბურთო სკოლამ მრავალი სპორტსმენები აღზარდა. _ამ წინადადებაში შეცდომაა საფეხბურთო. უნდა იყოს საბეღბურთო. სუბიექტური პირის ნიშანი "ხ" ზედმეტია... _მრავალი ტურნირები თუ მრავალი ტურნირი? _ მრავალი ტურისტები. შეცდომაა ტურნირი. ის არის სავარჯიშო. ხოლო ტურისტი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს... ჯერჯერობით ეს იყოს) დანარჩენი მერე) -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
თათი87 |
Feb 12 2007, 12:58 AM
პოსტი
#2
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ციტატა სახელმძღვანელო გვაჩვენაა, სადაც ახსნილია, რომ შუშანიკს ერქვა ვარდანი. ხომ ვერ დააკონკრეტებ ზუსტად რომელ სახელმძღვანელოში წერია მსგავსი რამ? დავინტერესდი ციტატა მე არ მაქვს ნორმალურად ნასწავლი თუ ახალი შუშანიკი დაიწერა??? რავიცი მე დაახლოებით 6-7 წლის წინ ვისწავლე და შუშანიკს მაშინ ჯერ კიდევ შუშანიკი ერქვა და რა გითხრა აბა?! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
adamis_nekni |
Feb 12 2007, 01:06 AM
პოსტი
#3
|
adamis_nekni ჯგუფი: Members პოსტები: 1,396 რეგისტრ.: 4-January 07 წევრი № 789 |
ხომ ვერ დააკონკრეტებ ზუსტად რომელ სახელმძღვანელოში წერია მსგავსი რამ? დავინტერესდი რავიცი მე დაახლოებით 6-7 წლის წინ ვისწავლე და შუშანიკს მაშინ ჯერ კიდევ შუშანიკი ერქვა და რა გითხრა აბა?! გადაშალე 9 კლასის ქრესტომათია და იქ პირველივე საზეპიროში წერია: ''იყო მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა.კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში,ძეი არშუშაისი.რამეთუ პირველ იგიცა იყო ქრისტიანე,ნაშობი მამისა და დედისა ქრისტიანეთაი,და ცოლად მისა იყო ასული ვარდანისი,სომეხთა სპაიპეტისაი,მამისაგან სახელით ვარდან,და სიყუარულით სახელი მისი შუშანიკ,მოშიში ღმრთისაი,ვითარცა-იგი ვთქუთ,სიყრმითგან ტვისით. აი აქედან ჩანს,რომ ვარდენიც ერქვა -------------------- უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფამა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგან და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი