მეცნიერული სიახლეები -, აღმოჩენები და მიღწევები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მეცნიერული სიახლეები -, აღმოჩენები და მიღწევები |
KAIROS |
Feb 2 2009, 08:59 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ძალიან საჭიროა ვიცოდეთ რა ხდება მეცნიერულ სამყაროში, გვქონდეს ახალი აღმოჩნების შესახებ ინფორმაცია და მიღწევებსაც ვეცნობოდეთ, ჩვენს რიგებში არიან უკვე ჩამოყალიბებული მეცნიერები, სხვადასხვა დარგში , ფიზიკა, ბიოლოგია და ა.შ. ბევრი საკმაოდ კარგადაა ჩახედული ამ საქმეებში და ნამდვილად წაგვადგება ერთმანეთისათვის ამ სიახლეების მიწოდება და მათზე საუბარი.
ახლა პირველს თავადვე დავწერ, იმდენად უცნაურად მომხვდა ყურში, რომ ლამის ალოგიკურადაც ჟღერდა ქრისტიანისათვის, ნუ ახლა თეოლოგიას შევეშვათ და მეცნიერულად ასეა, რომ აღმოაჩინეს... მედუზა , რომელიც ფაქტობრივად არ კვდება, ანუ უკვდავი მედუზა ახლა ამ უკვდავებას სულის უკვდავების რანგში ნუ გავიგებთ, ამას ქვია "ბიოლოგიური უკდავება", ანუ მეცნიერები ამბობენ, რომ ამ 4-5 მილიმეტრიან დიამეტრის მედუზას Turritopsis nutricula ახასიათებს მითიური გაახალგაზრდავების თვისება, Smithsonian ინსტიტუტის და ლეჩეს მეცნიერულ-საკვლევი უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით ეს გაახალგაზრდავება ხდება ბიოლოგიური ციკლის უკუცვალებადობის ხარჯზე... Cheating deth: the immortal life cycle of Turritopsis http://8e.devbio.com/preview_article.php?ch=2&id=6 რას გვეტყვიან საქმეში ჩახედული ხალხი იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
May 10 2009, 08:50 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ჰოდა ისა, რომ ჩინელებმა ( აბა სხვა ვინ, ამათ აქვთ "ზედმეტი" გამრავლების პრობლემა) გამოიგონეს საშუალება, როცა უბრალო ნემსის გაკეთებით ჩასახვა არ მოხდება, ამ შემთხვევაში უკვე კაცია მთავარი!
ერთი ნემსი და 6 თვე "დასვენებულია" წყვილი - წერს Journal of Clinical Endocrinology and Metabolism- ხოლო შემდეგ ისევ აღიდგენს სპერმის წარმოშობას ნორმალური რაოდენობით, და ეს გარანტირებულია 90%, დანარჩენ 10% მხოლოდ ისაა გასარკვევი როგორ მოქმედებს გულზე, და სხვა რაიმე გვერდითა მაჩვენებლებზეო... მე თუ შემეკითხებით სპირალს და მით უმეტეს აბორტს ასი თავით სჯობს... რას არ გაიგებ კაცი და ერთი საშიში ამბავი, Tempesta magnetica di origine solare minaccia i cellulari დღეს ან ხვალ დედამიწაზე მოვა მზიდან გამომდინარე მაგნიტური ქარიშხალი, რომელიც ადამიანებს არა, მაგრამ სატელეკომუნიკაციო სისტემებს დიდად დააზარალებს, მათ შორის მობილურებს... თუ დავრჩით ფორუმის ამარა, შეურბინე ჩემებს და უთხარი ვერ მოდისთქო -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 06:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი