![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Genesis |
![]()
პოსტი
#1
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
რა არის სული და რა ფიზიკურ, ინტელექტუალური თვისებები გააჩნია?
-------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
![]() ![]() |
მოყვასი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() הַלְלוּ-יָהּ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 ![]() |
თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ, ამაზე მრავალგვარი პასუხი არსებობს ადამიანებში. ადამიანები ამ შეკითხვას პასუხობენ სხვა და სხვა "თაროდან", ზოგი ადათ-წესებიდან და იმ რწმენიდან როგორაც გაიზარდნენ თავიანთ ქვეყანაში თუ ოჯახში (საერთოდ, ზოგადად ვამბობ). თუმცა, რელიგიების უმრავლესობას ის ძირითადი წარმოდგენა აერთიანებს, რომ პიროვნებაში არსებობს რაღაც - სული თუ აჩრდილი, რომელიც უკვდავია და სხეულის სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს ცხოვრებას. სულის უკვდავების რწმენა, თითქმის საყოველთაოდ აღიარებულია ქრისტიანული სამყაროს ათასობით რელიგიასა და სექტაშიც კი. ის იუდაიზმშიც დაკანონებულია. ინდუიზმში სწორედ სულის უკვდავების რწმენა უდევს საფუძვლად გარდასახვის შესახებ სწავლებას. მუსულმანებს სწამთ რომ სული სხეულთან ერთად იწყებს არსებობას, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს სიცოცხლეს. სხვა რელიგიები, როგორიცაა მაგალიტად: აფრიკული ანიმიზმი, სინტოიზმი და ბუდიზმიც კი, ამავე თემის სხვადასხვა ვარიანტებს ასწავლის. მაგრამ, აქვე აღვნიშნავდი (თუ ზოგიერთი არ მიწყენდა), რომ ზოგიერთს ადაიანს, საპირისპირო თვალსაზრისი აქვს, რომ შეგნებული სიცოცხლე სიკვდილით მთავრდება. ის აზრი, რომ ემოციური და ინტელექტუალური სიცოცხლე სხეულისგან განცალკევებულ, პიროვნების გარეშე არსებულ, აჩრდილისებურ სულში გრძელდება, მათ არაგონივრულად ეჩვენებათ. მაგალითად, მეოცე საუკუნის ესპანელი მწერალი და მეცნიერი მიგელ დე უნამუნო წერს: "სულის უკვდავების დაჯერება არის სურვილი, რომ სული უკვდავი იყოს, მაგრამ ისეთი ძლიერი სურვილი, რომ საღ აზრს ფეხქვეშ თელავს და გონიერების საზღვრებს სცილდება"-ო. მათ შორის რომლებსაც არ სწამდათ სულის უკვდავება, არიან ძველი დროის ცნობილი ფილოსოფოსები: არისტოტელე და ეპიკურე, ექიმი ჰიპოკრატე, შოტლანდიელი ფილოსოფოსი დეივიდ ჰიუმი, არაბი მეცნიერი ავეროესი და ინდოეთის დამოუკიდებლობის შემდეგ მისი პირველი პრემიერ მინისტრი ჯავაჰარლალ ნერუ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნათელია რომ, სულის უკვდავება-მოკვდავების შესახებ განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ ადამიანებს. მთავარი კი ალბათ დამეთანხმებით - ისაა, თუ რას ასწავლის წმინდა წერილი მის შესახებ და არა ადამიანების მოსაზრებები.
-------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 09:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი