ჯადოქრობა, მისნობა, მკითხაობა და გრძნეულება, საეკლესიო დანაშაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯადოქრობა, მისნობა, მკითხაობა და გრძნეულება, საეკლესიო დანაშაულები |
კანონისტი |
Feb 6 2007, 09:46 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
თემა იხსნება KAIROS-ის თხოვნით
ჯადოქრობა, მისნობა, მკითხაობა და გრძნეულება წარმოადგენენ უმძიმეს საეკლესიო დანაშაულებს. აღნიშნულის ჩადენა ხშირად იწვევს ეშმაკის მიერ ადამიანის შეპყრობას ან სხვა მძიმე შედეგებს. აქ მომყავს დიდ სჯულისკანონში შეტანილი კანონები ამ მძიმე დანაშაულის თაობაზე: მეექვსე მსოფლიო (ე.წ. ტრულის) კრების 61-ე კანონი: ვინც მიენდობა მისნებს ან ასისთავად წოდებულებს [ანუ უხუცეს მოგვებს], ან სხვა ამგვართ, რათა მათგან სწავლით რაიმე გამოეცხადოს მათ, ექვსი წლით უზიარებლობით განკანონება მიესაჯოს მათ მამათა მიერ განწესებული დადგენილებისამებრ. ამავე კანონით საჭირო არის იმათი განკანონება, ვინც დაატარებს დათვს და სხვა ცხოველს მარტივი, უბრალო ადამიანების გასართობად და სავნებელად, ვინც მკითხაობს სვე-ბედისა და შობის დღის შესახებ და ამნაირ სიტყვებს ერის საცდუნებლად ამბობს, ვისაც ეწოდებათ ღრუბელთმდევნელნი, მსახვრალნი (რიცხვებით მკითხავნი), შემლოცველნი, თილისმის მკეთებელნი, გრძნეულნი. თუ ისინი განაგრძობენ ამგვარ უწესოებას, არ შეიცვლებიან და კვლავაც გამოიჩენენ მისწრაფებას სულის მომსპობი და წარმართული ჩვეულებებისადმი, დავადგენთ მათ გაძევებას ეკლესიიდან, როგორც ამბობენ საღვთო კანონები, ”რა აქვს საერთო სინათლეს სიბნელესთან?” (2 კორ. 6:14), როგორც ამბობს მოციქული, ”როგორ შეესატყვისება ღვთის ტაძარი კერპებს? რა თანამონაწილეობა აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რა თანხმობაა ქრისტესა და ბელიარს შორის?” (2 კორ. 6:15-16) ანკვირიის ადგილობრივი კრების 24-ე კანონი: მისნობის მოქმედნი და წარმართთა ჩვეულების მიმდევრები ან თავის სახლში წამლებისათვის და გრძნებისათვის ვინმეს შემყვანნი, სამი წელი უნდა შეუვრდებოდნენ და ორი წელი უნდა ეზიარებოდნენ ლოცვებს სიწმიდეთა გარეშე. ლაოდიკიის ადგილობრივი კრების 36-ე კანონი: მღვდელი ან სასულიერო წოდების სხვა წარმომადგენელი არ უნდა იყოს ჯადოქარი, გრძნეული, ვარსვლავთმეტყველი. ისინი არ უნდა ამზადებდნენ თილისმას,რაც მათი სულების საპყრობილეა. ხოლო ვინც ატარებს თილისმას, როგორც დამცველს, მათ ეკლესიიდან გაძევებას ვბრძანებთ. ბასილი დიდის: ა) 65-ე კანონი: ვინც თავისი გრძნეულება ან მომწამვლელობა აღიაროს, კაცის მკვლელის სასჯელი მოიხადოს დროის ისეთივე განაწილებით, რადგან თვით გაამჟღავნა თავის ცოდვაში თავი. ბ) 72-ე კანონი: ვინც გრძნებას ან რაიმე ასეთს მისცემს თავს, მან კაცისმკვლელის სასჯელი მოიხადოს იმავე დროით და დროის ისეთივე განაწილებით. გ) 83-ე კანონი: ის, ვინც გაჰყვება საწარმართო ჩვეულებას და სახლში შეიყვანს ბოროტად გრძნეულებს წამლობისა და მისნობისათვის, განკანონებულ უნდა იყოს ექვსი წლით შემდეგნაირად: ერთი წელი უნდა შესტიროდეს, ერთი წელი მსმენელი უნდა იყოს, სამი წელი უნდა შეუვრდებოდეს და ერთი წელი უნდა იდგეს მორწმუნეებთან ერთად. ამგვარად უნდა იქნეს იგი შეწყნარებული. განმარტებებს თანდათან დავდებ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
KAIROS |
Feb 12 2007, 01:22 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ლეონტი შეეშვი მეთქი სუნამოებს!
ვიღაც იდიოტმა თუკი ციტატა Запах дьявольского соблазна, чар, колдовства დაახასიათა რაიმე სუნამო, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დოგმატად გამოაცხადო, სუნამო ცუდიაო, შეეშვი სუნამოებს, გიმეორებ მისი დასხმა არაა ცოდვა!!!თუკი ისევ შენს აზრზე რჩები, მაშინ გირჩევ მიმართო მამებს და ლოგიკურ აზროვნებას, ანუ ან დაამტკიცო შენი აზრები წმინდა მამებით, და თანადროულად აჩვენო, რა არსობრივი განსხვავებაა შენს მიერ მოყვანილ სუნამოებს და იმ სუნამოს შორის, რომელსაც არც "შავი მაგია" ქვია და არც რომელიმე იდიოტი უწერს, ასეთ "დამაბრკოლებელ " დახასიათებას? ე.ი. არსობრივი თუკი არაფერია, მაშინ სად ხედავ ამ ყბადაღებულ :" ციტატა წმინდა სულნელს და რა ბოროტს შორის განსხვავებას? ციტატა ალბათ არ ღირს მისი ხშირად ხმარება ხშირად და გადამეტებულად არაფერი არ ღირს, მაგრამ გიმეორებთ,მხოლოდ და მხოლოდ ფანატიზმია და "ირანიზმია" ( ჩემი ტერმინია ) სუნამოს დასხურების აკრძალვა, რაიმე "რელიგიური" მოტივებით! ციტატა სადამდე შეიძლება წავიდეს ჯადოქრობა სინერგიზმამდე ანუ იქამდე, სადაც ადამიანი საკუთარ თავისუფალ ნებას საღვთო ნებას დაუმორჩილებს, აქ ყველა მანქანება ბოროტისა უძლურია... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th June 2024 - 05:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი