![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ეს ახალი თემა
![]() უსარგებლო კამათს სექტანტებთან მოდით ისევ წმ. წერილის სწავლებას მივყოთ ხელი. ახლა მინდა ისეთ რამეზე ვისაუბროთ, რომელიც მშრალად არ იქნება წმ. წერილიდან, არამედ პარალელებს მოვნახავთ ჩვენს ცხოვრებაში, იმაში რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. რადგანაც ყველა ადამიანი განსაკუთრებულია და ინდივიდია, ასევე ინდივიდუალურია და განუმეორებელი ის გზა, რომლითაც ადამიანი უფალთან მიდის, უფლის მოწოდებაც ასევე განსაკუთრებულია, რადგან უფლის ქმედებაც ამოდის ადამაინის ინდივიდიდან და ამის უამრავ მაგალითს ვნახავთ წმ. წერილში თუ პატერიკებში. მოდი დავიწყოთ ამ საოცარი ფაქტებით: დავიწყოთ ე.წ. მყისიერი მოქცევებით: მოციქულები პეტრეს და მისი ძმა ანდრია ,ძმები იაკობი და იოანე და მოციქული და მახარებელი მათე: მთ. 4,18-22 18. და როდესაც მიდიოდა იესო გალილეის ზღვის პირას, იხილა ორი ძმა: სიმონი, რომელსაც ეწოდა პეტრე, და ანდრია, მისი ძმა, ისროდნენ ბადეებს ზღვაში, რადგან იყვნენ მებადურები; 19. და უთხრა მათ: მოდით, შემომიდექით მე, და გაქცევთ თქვენ კაცთა მებადურებად. 20. ხოლო მათ მყისვე დატოვეს თავისი ბადეები და გაჰყვნენ მას. 21. როდესაც იქიდან წამოვიდა, იხილა სხვა ორი ძმა: იაკობ ზებედესი და იოანე, მისი ძმა, ნავში, ზებედესთან, მათს მამასთან ერთად, რომლებიც ბადეებს ამზადებდნენ, და უხმო მათ. 22. ხოლო მათ მყისვე დატოვეს ნავი და თავისი მამა და გაჰყვნენ მას. ***************** მარკოზი 1: 14 14. და როდესაც გაიარა, იხილა ლევი ალფესი, მჯდომარე საზვერეში, და უთხრა მას: გამომყევი მე. და ადგა და გაჰყვა მას. ***************** მაგრამ ყველა ასე უცებ არ მოქცეულა, ზოგს უფალი ჯვარცმული უნდა ენახა რომ ეღიარებინა, მაგალითად გონიერ ავაზაკს და რომაელ ასისთავ ლონგინოზს, ზოგს უფლის სასწაული მოაქცევდა 18. და აღ-რაჲ-ვიდა იესუ ნავსა, ევედრებოდა მას, რომელი-იგი იყო პირველ ეშმაკეული, რაჲთა მის თანა იყოს. 19. და არა უტევა იგი, არამედ ჰრქუა მას: წარვედ სახიდ შენდა თჳსთა შენთა თანა და უთხარ მათ, რაოდენი გიყო შენ უფალმან და შეგიწყალა. 20. და წარვიდა იგი და იწყო ქადაგებად ათქალაქსა მას, რაოდენი უყო მას იესუ; და ყოველთა უკჳრდა. და ასე ყოფილი ეშმაკეული მის ერთერთ პირველ მქადაგებლად იქცა. ზოგს უფალი მრისხანე და მამხილებელი უნდა ენახა რომ მოქცეულიყო, მაგალითად მოციქული პავლე: საქმე მოციქულთა თავი 9 1. ხოლო სავლე უფროჲსად განრისხნებოდა და სავსე იყო გულის წყრომითა და კლვითა მოწაფეთა მათ ზედა უფლისათა, მოუჴდა მღდელთ მოძღუარსა მას 2. და ითხოვა მისგან წიგნები დამასკოდ სხუათა მიმართ კრებულთა, რაჲთა მივიდეს და, თუ ვინმე პოვნეს ამის მოძღურებისა გზასა, მამები ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს იერუსალემდ. 3. და მი-ოდენ რაჲ-ვიდოდა იგი და მიეახლნეს დამასკესა, მეყსეულად იყო გარემოჲს მისსა ბრწყინვალებაჲ ნათლისაჲ ზეცით გარდამო. 4. და იგი დაეცა ქუეყანასა ზედა და ესმა ჴმაჲ, რომელმან ჰრქუა მას: საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნაჲ დეზისაჲ. 5. მან მიუგო და ჰრქუა: შენ ვინ ხარ, უფალო? ჰრქუა მას: მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი. 6. არამედ აღდეგ და შევედ ქალაქად, და მუნ გეთხრას შენ, რაჲ-იგი ღირდეს შენდა საქმედ. 7. და კაცნი იგი, რომელნი იყვნეს მის თანა, დგეს დაკჳრვებულნი. სმენით ესმოდა ჴმაჲ იგი, ხოლო ხედვიდეს ვერარას. 8. აღდგა სავლე ქუეყანით, თუალნი ეხილვნეს და ხედვიდა ვერარას. უპყრეს ჴელი მისთანათა მათ და შეიყვანეს დამასკოდ. 9. და წარჴდეს სამნი დღენი, და არარას ხედვიდა და არცა ჭამა და არცა სუა. ზოგს უბრალოდ უფლის დანახვისას რაღაც შინაგანი ეხსნებოდა და უფლის მოწოდებაც კი არ ჭირდებოდა, არამედ თავისით იხსნებოდნენ, მაგალითად სისხლმდინარე დედაკაცი და მემრუშე ქალი, როცა უფალთან უხმოდ მივიდა, ტიროდა, ცრემლებით ფეხებს უსველებდა და თმებით უმშრალებდა, მერე კი მირონი სცხო, ისე რომ სიტყვაც არ უთქვამს: 36. ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ერთად ეჭამა პური. შევიდა ფარისევლის სახლში და ინახად დაჯდა. 37. და, აჰა, ქალაქში ერთმა ცოდვილმა ქალმა, როცა გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ალებასტრის ჭურჭლით მოიტანა ნელსაცხებელი; 38. ფერხთით დაუდგა უკნიდან, ტიროდა, ცრემლით ულტობდა ფეხებს და თმებით უმშრალებდა, უკოცნიდა ფეხებს და ნელსაცხებელს სცხებდა. 39. ამის შემყურე ფარისეველმა, მისმა მასპინძელმა, გულში თქვა: ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, ხომ მიხვდებოდა, ვინ ეხება, ან რანაირი ქალი ეხება, ვინაიდან ცოდვილიაო. 40. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: სიმონ, სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი. და მან უთხრა: მოძღვარო, სთქვი! 41. ერთ მევალეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა მისი, მეორეს - ორმოცდაათი; 42. მაგრამ რაკი გადახდის თავი არ ჰქონდათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო ეყვარება იგი? 43. სიმონმა მიუგო: ჩემის აზრით, იმას, ვისაც მეტი აპატია. ხოლო მან თქვა: მართლად განსაჯე. 44. მიუბრუნდა ქალს, და უთხრა სიმონს: მე შემოვედი შენს სახლში, და ფეხსაბანი წყალიც კი არ მომეცი, ხოლო ამან ცრემლით დამილტო ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა. 45. შენ ერთხელაც არ მეამბორე, ხოლო ეს, აქ შემოსვლის შემდეგ, განუწყვეტლივ მიკოცნის ფეხებს. 46. შენ ზეთიც არა მცხე თავზე, ხოლო ამან ფეხებზე მცხო ნელსაცხებელი. 47. ამიტომაც გეუბნები შენ: მიეტევა მას დიდძალი ცოდვა, ვინაიდან დიდია მისი სიყვარული; ხოლო ვისაც მცირედი მიეტევება, მცირედია მისი სიყვარული. 48. ქალს კი უთხრა: მოგეტევა შენი ცოდვანი. 49. ხოლო მისი თანამეინახენი გულში ამბობდნენ: ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებსო? 50. მაგრამ იესომ უთხრა ქალს: შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით! ლუკა 7:37-50 ***** ბევრია ასეთი საოცარი ადგილები, იქნებ თქვენც თქვენი თქვათ ![]() იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ქევან, კითხვები "გამარკვიეთში" შემდეგ
![]() ციტატა თითქოს სიცარიელეს ვეპოტინებოდი... ეგ საინტერესო განცდაა ისე და ხშირად შევხვდებით, ოღონდ სხვანაირ სახეობით წმ. წერილში, უფრო საკუთარი სიცარიელის გამოა ეგ , ვიდრე ის რომ ზემოთაა სიცარიელე, გახსოვთ როგორ უთხრა ბავშვის მამამ "შეეწიე, ურწმუნოებასა ჩემსა"? ნახეთ როგორ მოაქცია ეს კაცი, უფალს ევედრება რომ მისი ძე განკურნოს, და პასუხიც ლოგიკურია: 23. ხოლო იესომ უთხრა მას: თუ შეგიძლია გწამდეს, ყველაფერი შესაძლოა მორწმუნისათვის. და ეს არაა მხოლოდ "ლოგიკური პასუხი", არამედ ერთგვარი მხილება, და ისეთი მხილება, რომ სინანულს მყისვე იწვევს და ქმედით სინანულს: 24. ბავშვის მამამ მყისვე შეჰღაღადა ცრემლების ფრქვევით: მწამს, უფალო; შეეწიე ჩემს ურწმუნოებას. (მარკოზი თავი 9) ანუ უცებ კი არ განკურნა, უცებ კი არ აღადგინა, არამედ ჯერ სული განუკურნა მამას, ჯერ რწმენა აღუდგინა და მერე ქმედება, იგივე მოხდა თამარ84 .ის მიერ მოყვანილ მართლაც ულამაზეს ნაწყვეტში, როგორ მოაქცია ის ქალი? ძალზე უცნაურად, ვერც ვცნობთ მაცხოვარს ლამის... ყურადღებას არ აქცევს თითქოს, თითქოსდა ხელს კრავს, არ უსმენს, ძაღლსაც კი ადარებს, განსაცდელდატეხილ ქალზე ახალი განსაცდელია თითქოს, უფალმაც კი არ უსმინა თითქოს, მაგრამ ეს ყველაფერი თითქოსაა, ეს ყველაფერი მხოლოდ იმისათვის კეთდება, რომ ამ ქალში, როგორც ზემოთ ეშმაკეულის მამაში, სინანული გამოიწვია, და კურნებაც მოვიდა, შეიძლება ითქვას, რომ ერთერთი პირველი რასაც უფლისადმი გზაზე სიარულში ადამიანში იღვიძებს არის მორჩილება და სინანული, სინანული იმიტომ, რომ ადამიანი მოულოდნელად შეიგრძნობს საკუთარი ცოდვების სიმრავლეს და სიმძიმეს, და ღმერთის ძალას, როგორც დაბნელებულ ოთახში შეიჭრება მზის სხივი და ასევე შედის მადლი ღვთისა და გამოაჩენს იმათ რასაც ადრე ვერ ხედავდნენ... ქრისტიანეს მაგალითები კი შეუდარებელია, სამივე შემთხვევაში გულში ეჯდა უფალი ამ საოცარ ადამიანებს, განსაკუთრებით საჭურისს, რამდენს უნდა ვუმადლოდეთ იმ ადამიანებს ვინც ეკლესიის კარგი გაგვიღო, ჰო ისე, კაიროსიც ასე მივიდა ეკლესიაში, ერთი ძალიან კარგი, განათლებული და მისიონერი ადამიანის დამსახურებით, რომელმაც სკოლები მოარა, ლექციებს ატარებდა, მერე როცა ასობით მსმენელიდან დაილექა ყველაზე დაინტერესებულების მცირე ჯგუფი, ყველა ეკლესიაში მიგვიყვანა, აღსარება ჩაგვაბარებინა, ვეზიარეთ... მერე საკუთარ სახლში გამატარებინა რატომღაც მარტო მე სააღდომო მარხვა, სწავლა, ლოცვა და ხელის საქმე საათივით იყო აწყობილი მის საოცარ ოჯახში, მისივე რჩევით გავაგრძელე სასულიერო სწავლება და ასე...(დანარჩენი პრაივასია ![]() იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 02:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი