რეფერენდუმი აპოლოგეტიკის განყოფილებაზე, უნდა არსებობდეს თუ არა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რეფერენდუმი აპოლოგეტიკის განყოფილებაზე, უნდა არსებობდეს თუ არა? |
admin |
May 10 2009, 10:37 PM
პოსტი
#81
|
გიორგი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 4,393 რეგისტრ.: 22-July 06 მდებარ.: სერვერთან ახლოს წევრი № 1 |
მოკლედ ეს რამოდენიმე კვირაა ძალიან დიდ დაპირისპირებას შევაწყდით აპოლოგეტიკის თემაში, თითქოს ამ დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს, ერთი პრობლემის გადაჭრის შემდეგ მეორე ჩნდება და ა.შ. მოკლედ გამოკითხვა ერთ კვირას გაგრძელდება (18.05.2009), თუ "კი"-ის მისა უფრო მეტმა ადამიანმა ხმა ვიდრე "არა"-ს, მაშინ განყოფილება დარჩება, თუ არადა ამ ეტაპზე განყოფილება დაიხურება...
-------------------- რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიდის და რა აზრი აქვს ცხოვრებას რომელიც უფალთან არ მიგვიყვანს.
ყველაზე მეტად უყვარხარ იმას ვინც დიდი გრძნობით ცოტას გელაპარაკება. შეეცადე დაესწრო მზის ამოსვლას, რადგან არ იცი დაესწრები თუ არა მზის ჩასვლას. |
afxazi |
May 12 2009, 11:20 AM
პოსტი
#82
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
მეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას.
ჩვენ არ გვესმის ზოგადად ტერმინ დიალოგის, უფრო მწვავედ კი პოლემიკის, ან კამათის მნიშვნელობა. როდესაც ამ განყოფილების გახსნის შესახებ გაჩნდა მოსაზრება, მე მგონი ყველას, ყოველშემტხვევაში მე მაინც, კარგად გვესმოდა, რომ განყოფილება არ ისახავდა მიზნად ვინმეს მოქცევას მართლმადიდებლობაზე. ამაზე ფიქრი განსხვავებული შეხედულების მქონე პიროვნებასთან, რომელიც რეალურად არ გამოხატავს სურვილს მოისმინოს სიმართლე რა არის, უგუნურებაა და ვფიქრობ ძალიან არასწორი მიდგომა. შესაბამისად როდესაც პიროვნება არ გამოხატავს სურვილს მოისმინოს არა ის რაც მას ეამება, არამედ ის რაც სიმართლეა, ჭეშმარიტებაა, მაშ რა მიზეზით უნდა შედგეს მასთან პოლემიკა? ვგულისხმობ ჩვენს შემთხვევას. II საუკუნის ჩემის აზრით ერთ-ერთმა უდიდესმა ქრისტიანმა ფილოსოფოსმა და ღვთისმეტყველმა ათენაგორა ათენელმა ასეთი შესანIშნავი სიტყვები წარმოთქვა: "ამიტომ ვფიქრობ, იმათთვის, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს (გულისხმობს აპოლოგეტურ, ანუ დამცველობით მოღვაწეობას) ორგვარი მსჯელობაა საჭირო: ჭეშმარიტების დასაცავი და ჭეშმარიტების შესახებ. ჭეშმარიტების დასაცავი იმათთვისაა, ვინც ურწმუნოა და ეჭვობს, ჭეშმარიტების შესახებ კი - ვინც კეთილგონიერია და ჭეშმარიტებას ხალისისთ იღებს. ამიტომ ამ საკითხთა შესწავლის მსურველებმა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში არსებული ვიტარება უნდა აწონ-დაწონონ, მსჯელობა ამას შეუფარდონ, გამოსაკვლევ საკითხთა რიგი სათანადოდ გამართონ და ისე არ მოუვიდეთ, რომ ერთი და იმავე პრინციპის მუდამ დაცვის მიზნით გაუთვალისწინებელი დარჩეთ საკითხთა შესაბამისობა და თითოეულისათვის შესაფერისი ადგილი. დასაბუთებისა და ბუნებრივი თანამიმდევრობის თვალსაზრისით ჭეშმარიტების შესახებ მსჯელობა მუდამ წინ უსწრებს ჭეშმარიტების დასაცავ მსჯელობას, ხოლო მეტი სარგებლიანობის თვალსაზრისით კი, პირიქით, ჭეშმარიტების დასაცავი მსჯელობა წინ უსწრებს ჭეშმარიტების შესახებ მსჯელობას. მართლაც და, ვერცერთი მიწათმოქმედი ვერ შეძლებს დათესოს ისე, რომ როგორც საჭიროა, თუ წინდაწინ ველურ წიადაგს არ დაამუშავებს და სათესლე კულტურისთვის საზიანოს არ ამოძირკვავს. ვერც ექიმი შეიყვანს წამალს დასნეულებულ სხეულში, თუ წინდაწინ არ განწმენდს ორგანიზმში დაბუდებულ ავადმყოფობას, ან მის გავრცელებას არ შეაჩერებს. ვერც ჭეშმარიტების სწავლების მსურველი დაარწმუნებს ვინმეს ჭეშმარიტების შესახებ მოხსენებით, თუ მსმენელთა გონებას შეცდომაა დაუფლებული, რომელიც მის საბუთებს წინ ეღობება. ვფიქრობ შესანიშნავადაა გამოთქმული რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა და როგორ უნდა წარმართოს მსჯელობა განსხვავებული შეხედულების მქონე პიროვნებებთან. ხოლო იმას თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს კამათს კამათისთვის მაგალიტად მოვიხმობ დავით აღმაშენებლის დროს მომხდარ ფაქტს, როდესაც სომეხი და ქართველი სასულიერო პირები ეკამათებოდნენ ერთმანეთს რელიგიურ საკითხებზე, ისტორიკოსი შესანიშნავად ამბობს, რომ მოკამათენი შევიდნენ ადვილად შესავალსა და ძნიად გამოსავალსა. ანუ კამათში შესვლა ადვილია, მაგრამ იქიდან გამოსვლა უაღრესად რთული, რადგან ტერმინოლოგიური განსწავლულობა უაღრესად დიდ გამოცდილებას მოითხოვს, რომ უნებური შედომა არ იქნეს დაშვებული და მოწინააღმდეგის მიერ გამოყენებული. ასე რომ ზემოთქმულიდან გამომდინარე მე პირადად ვფიქრობ რომ განყოფილება გაიხსნა ჭეშმარიტების დასაცავად (გავიმეორებ თუ ვინმე საწინააღმდეგოს ფიქრობდა ეს შეცდომაა) და გამოცდილების მიხედვით ჭეშმარიტება ყოველთვის იმარჯვებს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ დროს შეიძლება ის გარეგნულად ძლეული ჩანდეს. საბოლოოდ ყოველთვის, აუცილებლად, მაშინ როცა უკეთურებამ შეიძლება თავის ზენიტს მიაღწიოს, აი სწორედ მაშინ იმძლავრებს მასზე ჭეშმარიტება, ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მუდამ, რადგან მახოვრის სიტყვებისებრ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. გამომდინარე აქედან განყოფილება უნდა არსებობდეს და ამ განყოფილებაში დამწერნი უნდა ითვალისწინებდნენ იმ ფაქტებსაც რომ მოწინააღმდეგის ნაწერი ყოველთვის მოსაწონი არ იქნება მათთვის. ცოტა შეუსაბამოა როცა მაცხოვრის ღვთაებრივი ბუნების შესახებ მიდის მსჯელობა და ოპონენტს იმაზე ვრისხავთ თუ რატომ თქვა ესა და ეს ამადა ამ ჩვენთვის ძვირფას რამეზე. ჩვენთვის ძვრიფასი ვფიქრობ ღვთისმშობლის ღვთისმშობლობა, უბიწოება, მაცხოვრის ღვთაებრიობა და ასე შემდეგ უნდა იყოს და პირველ რიგში ამის დაცვაზე უნდა გვქონდეს აქცენტი, საიდან გამომდინარეობს ყვეაფრის მიმართ თაყვანისცემა რაც მათ უკავშირდება. და როდესაც ვიცავთ ჭეშმარიტებას, გავიმეორებ უნდა გავითვალისწინოთ რომ ყოველთვის მისაღები ვერ იქნება ოპონენტის არგუმენტები და მისი ცრუ ბრალდებანი, მე მგონი ამის გათვალისწინება აუცილებელია, სხვანაირად შეუძლებელია პოლემიკა აწარმოო პიროვნებასთან. მე პირადად ამ განყოფილების გახსნის შემდეგ დავიწყე უფრო ძირფესვიანად არიანელობის შესახებ არსებული ისტორიის შესწავლა და უამრავი რამს აერთო აღმოვაჩინე არიოზის აბსოლუტურად უგუნურ სწავლებასა და ე.წ. იეღოველთა სწავლებას შორის. იდენტურად ერთიდაიგივე მუხლები ბიბლიიდან საკუთარი ვითომ სიმართლის დასადგენად და ერთიდაიგივე ინტერპრეტაცია, მაგრამ ამის ფონზე ჩემთვის პირადად ძვირფასია იმდროინდელი საეკლესიო პირების ქმედებანი, რომელთაც ძირფესვიანად ამოთხარეს არიანელობა და როდესაც მოძღვრებიტად რასაც ქვია დაამხო ათანასე ალექსანდრიელმა არიანელობა, რომ ვერაფერს ვერ უპირისპირებდნენ მას მხოლოდ დევნულებით შეეცადნენ მის (ათანასეს გაჩუმებას), რაც ცხადია ვერ მოახერხეს. მოკლედ იმედია განყოფლება იარსებებს თავისი მკაცრი წესებით. "ქარიშხალი" კი მაცხოვარმა ერთ წამში დააცხრო ზღვაზე ყოფნისას და დარწმუნებულობა ჭეშმარიტებაში არ უნდა აშინებდეს პიროვნებას მოჩვენებითი ქარიშხლის შემოტევა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 01:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი