IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ინსტრუქცია იეჰოვას მოწმეების, გამოსააშკარავებლად
დათიკო
პოსტი May 5 2009, 11:29 PM
პოსტი #881


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



იეჰოვას მოწმეების სექტა დღეს კვლავაც წარმატებით მოქმედებს ჩვენს გარშემო.
ისინი ქადაგებენ, ავრცელებენ ლიტარატურას და ცდილობენ "ასწავლონ ბიბლია" ხალხს.
ბევრი ადამიანი უბრალოდ ცდილობს თავიდან მოიცილოს მომაბეზრებელი მოწმეები, მაგრამ ბევრ მათგანს სურს თავისი რწმენის ჭეშმარირიტება დაუმტკიცოს მოწმეებს, მაგრამ რაც არ უნდა სამწუხაორ იყოს, ისინი ამას ვერ ახერხებნ, რადგან არ იციან საკუტარი რელიგია და გარდა ამისა, საკმაოდ რთულია აჯობო პაექრობაში ისეთ ადამიანს, რომელიც საგანგებოდ იწვრთნებოდა და მეცადინეობდა მსგავსი კამათებისთვის. საბოლოო ჯამში, როდესაც სიტყვა ვერ ჭრის (როგორ გაჭრის ის რაც არ იცი) იეჰოვას მოწმეებს ან უსწორდებიან სიტყვიერად და ფიზიკურადაც კი, ისინი კი ამით ბედნიერები (საკუთარი რელიგიისთვის წამებულები) აგრძელებენ იგივე საქმიანობას.
ჩვენი ეკლესიის მსახურები, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ვერ იცლიან, რათა საგანგებოდ აღზარდონ მრევლი იეჰოვას მწომეებთან საპაექროდ. ან უბრალოდ თავადაც ვერ ერკვევიან საკითხში.
რჩება ერთადერთი ხელჩასაჭიდი - orthodoxy.ge - ს აპოლოგეტიკის განყოფილება, სადაც მიუხედავად იმის, რომ მეტად სასარგებლო ინფორმაცია წერია, არის მეტად მოკლედ და არგუმენტაციის გარეშე.

გამოსავალი:

ინტერნეტში არაერთი სასარგებლო რესურსია იეჰოვას სექტის საწინააღმდეგო სწავლებებით.
თუნდაც დიაკონ ანდრეი კურაევს აქვს ბევრი რამ ახსნილი.
ასევე არის ბევრი საინტერესო სტატია, რომელიც დეტალურად ხსნის იეჰოველების მცდარ სწავლებას.
აი, მაგალითისთვის http://www.iegova.ru/index2.htm
ან http://www.towerwatch.com/
ამ რესურსებში თავმოყრილია ის დეტალები, რაშიც არის იეჰოველთა ცდომილებები და რა ხერხებით უნდა აწარმოოს დიალოგი მართლმადიდებელმა სტუმრად მოსულ იეჰოველებთან.

ჩემი აზრით, არ არის ძნელი თუკი მოხერხდება ამ რესურსების თარგმნა და შეჯერება. შესაძლებელია მოხდეს ამ ინფორმაციის თავმოყრა ერთ პატარა ბროშურაში, რომელიც დაურიგდება საზოგადოებას.

თუ ეს საქმე არ გამოვა, აღნიშნული ბმულები მაინც წაიკითხეთ ვინც ნახავს ამ თემას.

რაც არ უნდა პარადოქსული უნდა იყოს, ჩვენი ეკლესია დღითიდღე ძლიერდება, მრევლი მრავლდება, მღვდლები გვემატებიან. მსგავსი ელემენტარული საკითხი კი, როგორიცაა იეჰოველების სექტის გამნოსააშკარავებელი ბუკლეტი არ არსებობს.

მოგიწოდებთ ყველას - მოითხოვეთ თქვენს მოძღვრებში არსებული რესურსი. მოითხოვეთ გასწავლონ ის დეტალები რასაც ქადაგებენ იაჰოვას მოწმეები. რადგანაც თქვენი ნათესავების და ახლობლების ოჯახებშიც შეიძლება მოვიდნენ ისინი და როდესაც თქვენები გთხოვენ დაეხმაროთ მათ იეჰოველებთან საუბარში, დააღებთ პირს და ვერაფერს ვერ ეტყვით თქვენი ჭეშმარიტების დასაცავად!

გამოიღვიძეთ!

მოითხოვეთ ცოდნა თქვენი მოძღვრებისგან და მოეშვით მარტო იმაზე ლაპარაკს ვიცი მოძღვარი უფრო თბილია და კაცთმოყვარე. ეს არ არის საკმარისი!

გიორგობას გილოცავთ!

პ.ს. თუ რამე დაგჭირდეთ იეჰოველების სექტის სწავლების საწინააღმდეგოდ, დაწერეთ. დაგეხმარებით შეძლებისდაგვარად.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
დათიკო
პოსტი May 6 2009, 01:35 AM
პოსტი #882


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ჯერ ჯერობით, რაც მე აქამდე მინახავს იეჰოვას მოწმეებზე, არის უარგუმენტო, პათეტიკური გულზეხელისდრტყმით დაწერილი სტატიები.

საჭიროა წმინდა წერილის მუხლების მიხედვით დამტკიცებული არგუმენტირებული პასუხები.

შეხედეთ როგორ ესაუბრა ერთ-ერთი რუსი ჩვეულებრივი მრევლი იეჰოვას მოწმეს:
http://kuraev.ru/smf/index.php?topic=25918.msg324667


ავგუსტინე
ციტატა
არგია, როდესაც აპოლოგია გვინდა, კარგია როდესაც ამისთვის ვემზადებით - მაგრამ იაჰოველები საფრთხეს არ წარმოადგენენ

ავგუსტინე
შენთვის არ წარმოადგენენ. სხვათათვის კი დამაბრკოლებელი ეფექტი აქვთ.

პრობლემა (თანაც ამაზე სერიოზული) მართლაც ბევრია, მაგრამ ეს არ გვაძლევს საფუძველს რომ მცირე სატკივარი დავივიწყოთ.

აქვე გადმოვიტა ხოლმე იმ ამოკრებილ მუხლებს, რომლებსაც სხვა ფორუმებშიც ვწერ:

წავიკითხოთ იოანეს სახარების 17:6 "გამოუცხადე სახელი შენი კაცთა" - ამ სიტყვებს ქრისტე იძახის.
ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ ღვთის სახელი ხალხს მოსემ ასწავლა. რა თქმა უნდა, თუკი მისი ერთადერთი სახელია იეჰოვა, მაშინ იგი მოსემ გაანდო ხალხს.
მაშ რაღაშია საქმე? ნუთუ ქრისტემ სხვა სახელი გამოუცხადა ხალხს?

ეხლა კიდევ ერთი საყურადღებო ადგილი:
ქრისტე ეუბნება თავის მოწაფეებს ილოცონ მისი სახელით:
იოანე - 16:26 "მას დღესა შინა ითხოოთ სახელითა ჩემითა"
ამავე საუბრისას ის აცხადებს: "(იოანე 16:24) აქამომდე არარაჲ გითხოვიეს სახელითა ჩემითა. ითხოვდით და მოიღოთ, რაჲთა სიხარული თქუენი სავსებით იყოს."
ანუ, აქაც ვხედავთ, რომ ქრისტე მისი სახელის მოხმობისკენ მოუწოდებს მოწაფეებს. აქ კვლავ შეგვიძლია გავიხსენოთ ის ფრაზა, რომლითაც დაიწყო ეს თემა:
იოველი 2.32
საქმე 2.21
..."ყოველმან, რომელმანცა ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს"
საინტერესოა, არა?

შემდეგ: იოანეს 14,14
"და უკუეთუ რაოდენი ითხოვოთ სახელითა ჩემითა, მე ვყო".

მსგავსი სიტყვებისთვის, ძველი აღთქმის კანონით, სიკვდილს იმსახურებდა მათი მთქმელი. თავად წარმოიგინეთ, მოდის თქვენთან კაცი და გეუბნებათ - ნუღარ ახსენებთ ღვთის სახელს, არამედ ჩემი სახელით ილოცეთ.
და რა გამოდის? თუკი ყოველივე ამის შემდეგ ქრისტე არ არის ღმერთი, მაშინ ის წარმართი ყოფილა. რადგანაც ის მოუწოდებს ხალხს არა იეჰოვას მიმართ ილოცონ, არამედ მის მიმართ.
რა გამოსავალი შეიძლება ვიპოვოთ ასეთ შემთხვევაში? გამოსავალი ერთადერთია - უნდა ვაღიაროთ რომ იეჰოვა თავად არის ქრისტე!

სხვაგან ვკითხულობთ:
საქმეები 9,13-16
ეს ის ადგილია სადაც ქრისტე ესაუბრება ანანიას, როდესაც მოექცა სავლე და ანანიას არ სურს მისი მიღება.
აქ ანანია ეუბნება ქრისტეს: "უფალო, მასმიეს მრავალთაგან მის კაცისათჳს, რაოდენი ძჳრი შეაჩუენა წმიდათა შენთა იერუსალჱმს შინა"
და ეუბნება რომ მას აქვს უფლებამოსილება მღვდელმნთავრებისგან "შეკვრად" ქრისტიანებისა "რომელნი ხადიან სახელსა შენსა." (ისევ გავიხსენოთ იოველის 2.32)
ანუ ქრისტიანები ქრისტეს სახელისთვის ისჯებოდნენ. ისჯებოდნენ იმისტვის რომ ღმერთად აღიარებდნენ ქრისტეს.
და რას პასუხობს ანანიას ქრისტე:
"მივედ შენ, რამეთუ მე ჭური რჩეული მიპოვნიეს იგი, რაჲთა ზე აქუნდეს სახელი ჩემი წინაშე ყოველთა წარმართთა, და მეფეთა და მთავართა, ძეთა ისრაჱლისათა".
და შემდეგ:
" მე უჩუენო მას რაოდენი ღირდეს მისა ვნებად სახელისა ჩემისათჳს."

აქ მცირედ შევისვენოთ და დავასკვნათ, რომ ამ თემის I პოსტში ნახსენებ იოველის სიტყვებში ხსენებული - "ყოველმან, რომელმანცა ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს", არაერთხელ გვხვდება ქრისტესთან მიმართებაში.
* * *
რომ არ დამავიწყდეს აქვე ერთი ორ საგულისხმო მუხლს დავამატებ:

ვისი სახელის მოწმეები იყვნენ მოციქულები:
საქმეები 1.8
არამედ მოიღოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა, და იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალჱმს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა.

იყვან ჩემდა მოწმეო - ამბობს ქრისტე. არა იეჰოვას მოწმეო, არამედ ჩემიო.

საქმეები 4.7
"რომლითა ძალითა, ანუ რომლითა სახელითა ჰქმენით თქუენ ესე?"
მოციქულებს ეკითხებიან თუ ვისი სახელით აღასრულებენ საქნმეებს.
რაზეც პასუხობენ:
"ცხად იყავნ თქუენ ყოველთა და ყოვლისა ერისა ისრაჱლისა, ვითარმედ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ, რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, ამის მიერ დგას ესე წინაშე თქუენსა ცოცხალი." (საქმეები 4.10)

თუკი მხოლოდ იეჰოვას სახელით უნდა ადიდებდნენ ღვთის სახელს ჭეშმარიტი მორწმუნეები, მაშინ მოციქულები არღვევდნენ სჯულს.

აქამდე არაერთხელ აღვნიშნე და კვლავაც მინდა გავიმეორო ის ფაქტი, რომ იეჰოვა არის ქრისტე.
დასტურად ამისა მივმართოთ წერილს:
ესაია 40.3
ჴმაჲ მღაღადებელისა უდაბნოსა შინა: განჰმზადეთ გზა უფლისაჲ, წრფელ-ყვენით ალაგნი ღმრთისა თქუენისანი.
קול קורא במדבר
פנו דרך יהוה ישרו
בערבה מסלה
לאלהינו׃
ორიგინალში აქ יהוה არის ჩაწერილი.
ახალ აღთქმაში ეს ფრაზა ქერისტეს მიმართ ითქმება: მარკ. 1:2 "ვითარცა წერილ არს ესაია წინაწარმეტყუელსა: აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა.
1:3 ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი."

აქვე აღვნიშნოთ, თუკი ქრისტე არასოდეს არ უწოდებდა ლოცვებში ღმერთს იეჰოვას, არამედ მამას, ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ ქრისტე არ იქცეოდა სწორად?
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ იეჰოვა არ არის ის ერთადერთი სახელი ღვთისა, რომლის მიმართაც გვმართებს ლოცვა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი May 12 2009, 02:59 PM
პოსტი #883


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



ციტატა(დათიკო @ May 6 2009, 01:35 AM) *

შეხედეთ როგორ ესაუბრა ერთ-ერთი რუსი ჩვეულებრივი მრევლი იეჰოვას მოწმეს:
http://kuraev.ru/smf/index.php?topic=25918.msg324667

საინტერესო იყო smile.gif


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
დათიკო   ინსტრუქცია იეჰოვას მოწმეების   May 5 2009, 11:29 PM
ავგუსტინე   დათიკო კარგია, როდ...   May 5 2009, 11:37 PM
staywhite   დათიკო ძალიან კაი ...   May 5 2009, 11:38 PM
inaina   http://s42.radikal.ru/i095/0905/de/6f134a5fe10c.jp...   May 6 2009, 01:18 AM
დათიკო   ჯერ ჯერობით, რაც მე ...   May 6 2009, 01:35 AM
.:Lela:.   შეხედეთ როგორ ესა...   May 12 2009, 02:59 PM
jxje   ჯერ ჯერობით, რაც მე...   Dec 18 2011, 12:20 AM
llaasshhaa   მადლობა დავით ძალი...   May 7 2009, 02:21 PM
KAIROS   ეგ კარგი რამეა, გარ...   May 7 2009, 03:13 PM
ქევანა   საერთოდ რომ არ ვალ...   May 7 2009, 05:03 PM
KAIROS   :D ეგ კი, მაგრამ ახლო...   May 7 2009, 06:14 PM
inaina   იეჰოვას მოწმეები - ...   May 8 2009, 01:20 PM
inaina   არქიმანდრიტი რაფა...   May 8 2009, 01:49 PM
jxje   არქიმანდრიტი რაფა...   Dec 16 2011, 10:47 PM
დათიკო   KAIROS მივყვეთ ნელ-ნელ...   May 11 2009, 02:47 PM
KAIROS   მოდი მაშინ ასე ვქნ...   May 11 2009, 06:29 PM
მხევალი ნინო   KAIROS მე მახსოვს, სხვ...   May 11 2009, 11:30 PM
KAIROS   ის აპოლოგეტიკის გა...   May 12 2009, 04:08 AM
დათიკო   KAIROS კარგი იქნება თუ...   May 12 2009, 05:16 AM
zeppelin   ავგუსტინე და თქვი ...   May 12 2009, 08:02 AM
llaasshhaa   ყველაზე მაგარი ისა...   May 12 2009, 02:38 PM
დათიკო   როგორც ვიცით, ახალ...   May 13 2009, 11:44 PM
დათიკო   მოდით ერთი ადგილიც...   May 17 2009, 10:56 PM
jxje   მოდით ერთი ადგილი...   Dec 15 2011, 11:14 PM
GIORGI LELUASHVILI   როგორ ფიქრობ? თუ იე...   Dec 15 2011, 11:17 PM
davithet   მოგესალმები ყველა...   May 29 2009, 11:16 AM
bekas   აკი აიპი ბანი დავა...   May 29 2009, 11:57 AM
poligloti   ძველ ქართულ ენაზე ...   Jun 7 2009, 02:17 PM
bekas   ძველ ქართულ ენაზე ...   Jun 14 2009, 03:18 PM
jevrie   "გამოსაასკარავე...   Jun 13 2009, 11:26 PM
დათიკო   davithet ესე იგი გაინტე...   Jun 18 2009, 04:34 AM
დათიკო   inaina დროს თუ გამონახ...   Jun 18 2009, 05:02 AM
inaina   inaina დროს თუ გამონახ...   Jul 12 2009, 12:54 PM
staywhite   bekas ეგ ლომაია სურათ...   Jun 18 2009, 12:01 PM
დათიკო   მოდით გავიხსენოთ კ...   Jul 11 2009, 03:58 PM
tinatin*   ყველაზე კარგი გამო...   Jul 12 2009, 08:48 PM
დათიკო   1. როგორც უკვე აღვნი...   Aug 13 2009, 03:13 AM
soso5   იეჰოვას მოწმეების...   Aug 15 2009, 10:22 AM
damiane80   დათიკო ეს არის უმ...   Sep 1 2009, 01:18 PM
დათიკო   damiane80 ჩემი და ამ ფორუ...   Sep 3 2009, 03:18 PM
ikanosi   pdf ფაილი რომ შექმნა...   Jan 12 2010, 01:23 PM
დათიკო   ერთ-ერთი ყველაზე მ...   Jul 2 2010, 12:25 PM
davithet   მე უკვე მივხვდი ბი...   Dec 22 2010, 12:51 AM
Otherguy   ძველ ქართულ ენაზე ...   Dec 22 2010, 09:49 AM
davithet   :blink: რჩევას მოგცემთ:...   Dec 22 2010, 04:36 PM
Otherguy   დათიკო შენც მინდა ...   Dec 22 2010, 10:21 AM
გუდაგუდა   ქადაგებებშიც ხშირ...   Dec 22 2010, 02:18 PM
afxazi   Otherguy კი მარა ღვთაებ...   Dec 22 2010, 02:19 PM
Adam   :D :D   Dec 22 2010, 04:41 PM
აკაკი   davithet ეს სახელი სამი...   Dec 22 2010, 07:19 PM
davithet   davithet ეს სახელი სამი...   Dec 22 2010, 07:52 PM
აკაკი   თვითონ იაჰვე ღვთის...   Dec 22 2010, 08:12 PM
Otherguy   გუდაგუდა ჰო ისე არ ...   Dec 22 2010, 10:52 PM
davithet   [b]davithet პმ-ში რომ მომ...   Dec 23 2010, 01:47 PM
afxazi   Otherguy მე ვკითხულობა ...   Dec 22 2010, 10:58 PM
Otherguy   Otherguy მე ვკითხულობა ...   Dec 22 2010, 11:00 PM
afxazi   ეს საღვთო ბუნების ...   Dec 22 2010, 11:01 PM
Otherguy   ეს საღვთო ბუნების ...   Dec 22 2010, 11:06 PM
jxje   ეს საღვთო ბუნების ...   Dec 18 2011, 03:50 PM
აკაკი   მანდ სიბრძნეზეა ს...   Dec 22 2010, 11:30 PM
afxazi   Otherguy მე მგონი მესაე ...   Dec 22 2010, 11:31 PM
Otherguy   afxazi არა, ტექსტი ამბო...   Dec 22 2010, 11:45 PM
afxazi   Otherguy სხვა რამეს ვკი...   Dec 22 2010, 11:48 PM
Otherguy   Otherguy სხვა რამეს ვკი...   Dec 23 2010, 01:39 AM
აკაკი   "ყოველივე მის (სი...   Dec 23 2010, 01:42 AM
Otherguy   "ყოველივე მის (სი...   Dec 23 2010, 01:50 AM
აკაკი   10. და: შენ დასაბამსა,...   Dec 23 2010, 11:19 AM
afxazi   Otherguy შე დალოცვილო თ...   Dec 23 2010, 12:08 PM
აკაკი   davithet ეს იაჰვე რასაც ...   Dec 23 2010, 02:09 PM
davithet   davithet ეს იაჰვე რასაც ...   Dec 23 2010, 02:13 PM
afxazi   davithet ხომ არ გეწყინე...   Dec 23 2010, 02:26 PM
davithet   davithet ხომ არ გეწყინე...   Dec 23 2010, 02:30 PM
კოკა   გსმენიათ ალბათ რუს...   Jan 14 2011, 10:21 AM
afxazi   jxje მთელი პარადოქს...   Dec 15 2011, 11:21 PM
georgios   ნეტა დღეს დაახლოვე...   Dec 16 2011, 12:39 AM
A.V.M   რამდენი გრეჩიხის ...   Dec 16 2011, 04:54 PM
georgios   A.V.M და თუ "გრეჩიხა...   Dec 16 2011, 08:54 PM
GIORGI LELUASHVILI   jxje კარგი იქნება თუ ა...   Dec 16 2011, 10:52 PM
jxje   jxje კარგი იქნება თუ ...   Dec 17 2011, 10:56 PM
afxazi   jxje ეს რაც დაწერე გე...   Dec 16 2011, 10:54 PM
GIORGI LELUASHVILI   afxazi :კი1: შეუძლებელი...   Dec 16 2011, 10:56 PM
afxazi   GIORGI LELUASHVILI ეხლა ნახე ...   Dec 16 2011, 10:57 PM
GIORGI LELUASHVILI   afxazi :D :D ასეთი გამოთქ...   Dec 16 2011, 11:00 PM
afxazi   ??????????????????????????????????????????????   Dec 16 2011, 11:02 PM
GIORGI LELUASHVILI   afxazi :D :D დავით, წინასწ...   Dec 16 2011, 11:06 PM
A.V.M   :jump: :jump: მერე დავიწყ...   Dec 17 2011, 01:01 AM
ikanosi   მოსიარულე ჭეშმარი...   Dec 17 2011, 01:53 AM
A.V.M   იკანოს!!!!! :D :...   Dec 17 2011, 01:57 AM
GIORGI LELUASHVILI   jxje გასაგებია. თუ სა...   Dec 17 2011, 11:00 PM
jxje   [b]jxje გასაგებია.   Dec 18 2011, 12:56 AM
A.V.M   რომელ დევნაზე მეუ...   Dec 18 2011, 12:55 AM
jxje   რომელ დევნაზე მეუ...   Dec 18 2011, 01:12 AM
georgios   არ არის მასე. დევნ...   Dec 18 2011, 01:15 AM
A.V.M   ამ ძილის წინ რატო მ...   Dec 18 2011, 01:20 AM
jxje   ამ ძილის წინ რატო მ...   Dec 18 2011, 01:12 PM
karpaki   საქმე ისე მიდის რო...   Dec 18 2011, 01:17 PM
jxje   საქმე ისე მიდის რო...   Dec 18 2011, 02:37 PM
karpaki   ნუ ეკამათებით რა.ა...   Dec 18 2011, 12:54 PM
A.V.M   მაშინ ახლავე შეგი...   Dec 18 2011, 01:34 PM
karpaki   იმიტომ კი არ ვამბ...   Dec 18 2011, 02:04 PM
10 გვერდი V  1 2 3 > » 


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd June 2024 - 11:40 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი