![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
misheli |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 9-January 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 835 ![]() |
სიკვდილი -ოჰ რა საშინელებაა ეს სიტყვა,მისი წარმოდგენაც კი მზარავს რამდენ ტკივილს მოიცავს ეს პატარა ,მაგრამ დიდი მნიშვნელობის მქონე ფრაზა.
სიკვდილი, თავისი შინაარსით იგივეა რაც გარდაცვალება.აქ თითქოს უფრო რბილდება მისი მნიშვნელობა,რაც ადამიანისათვის ძალზე აუცილებელია და ჰაერივივით ჭირდება. ეს მორწმუნესათვის უფრო ადვილი გასაგებია,რადგან ეკლესიური ცხოვრება გვეხმარება ამ ყოველივეს კარგად გაანალიზებაში და დაძლევაშიც. ერთი ლექსი გამახსენდა გარდაცვალებასთან დაკავშირებით: *** ო ნუ ტირიხარ, გთხოვ გაიღიმე და დამიხუჭე თვალნი თითებით და თუ გიყვარვარ ერთი იწამე, მე არ მოვკვდები,გარდავიცვლები... შენ ჩემს საფლავთან მწარედ იტირებ, მაგრამ ამას გთხოვ, სულ ერთი წამით მოსწყვითტო ცრემლი, როგორც სულს ცოდვა იდუმალ ბაღნარს მიაპყარ თვალი და აჰა ვარდი დამადე გულზე , და საოცრება ჩემი იწამე მე ახლა უფრო ძლიერ მიყვარხარ, მე არ მომკვდარვარ გარდავიცვალე! ,, სიკვდილი არრა არის რა...'' |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,979 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ხალხური
* * * გულსა მომაწვა ვარამი ვით ნაგუბარი წყალიო. რა მალე შევწუხებულვარ, გუნება მიძე მყრალიო; გამაგრდი, გულო, გუნებავ, როგორც მყინვარი სალიო! თორ მალე მოვა სიკვდილი, ტუქსი, არ მოცინარიო; სულ დამაცილებს ჯავრებსა, იმნაირი აქვ ზარიო. უნდა წამართოს უეცარ რაც მის მადევს ვალიო. გავექცე? სად უნდ წავიდე ცხენიც რო მყვანდეს ჩქარიო? შავება? არ დააშინებს ჩემი ფრანგული ხმალიო! ვიტირო? არ შამიცოდებს, არ იცის ცოდვა-ბრალიო; ვეხვეწო? არ გაიგონებს, უნდა იხმაროს ძალიო... ისევ სჯობს გულით ვილხინო სანამ ცოცხალი ვარიო, - ვისა აქვ მეტი სიცოცხლე უფლისგან ნაჩუქარიო? -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 01:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი