ქართული წირვა-ლოცვები, კალენდარი ევროპაში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული წირვა-ლოცვები, კალენდარი ევროპაში... |
k@the |
Feb 16 2008, 12:44 AM
პოსტი
#1
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ამ თემის გახსნის მიზანი, არის თავი მოვუყაროთ, საზღვარგარეთ ქართულ ენაზე აღვლენილ წირვა-ლოცვათა შესახებ ინფორმაციას.
მინდა, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა შეიტანოს ამ საქმეში წვილილი. თუკი ვინმეს აქვს ინფორმაცია, თუ სად აღევლინება უახლოეს მომავალში ქართული წირვა-ლოცვა, გავუზიაროთ ერთმანეთს. ბევრი ქართველი ცხოვრობს უცხოეთში ისე, რომ არც კი იცის თუ მის ქალაქში, ან მის მახლობელ ქალაქში ქართულ წირვა-ლოცვაზე დასწრების საშუალება აქვს. ღმერთს ებარებოდეთ! პ.ს. მადლობა KAIROS-ს -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
KAIROS |
May 11 2009, 04:00 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ლა რიოხა,არნედო მომენატრა მაქაური ხალხი ვიქტორია სადაა რეი? ირმა და ბოდბელი! ყოჩაღ თქვენ ძალიან მიხარია! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მანანა |
May 13 2009, 02:08 AM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 16-November 06 წევრი № 483 |
თბილისი.11.05.09."ჯი-ეიჩ-ენი". დღეს, 12 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, თანმხლებ პირებთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრა, პატრიარქი მონაწილეობას მიიღებს ახალი ქართული ტაძრის გახსნაში. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოდან აცნობეს.
14 მაისს, წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს, პარიზში გაიხსნება წმინდა მეფე თამარის სახელობის ახალი ქართული ტაძარი, რომელსაც აკურთხებს და პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ქართველ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად. ახალ ტაძარში იმსახურებს მღვდელ-მონაზონი ანტონი (კანდელაკი). ტაძრის კტიტორია ბუბა ქებურია, არქიტექტორი _ არჩილ მინდიაშვილი, კედლის მხატვრობა შეასრულა მამუკა მიქელაძემ. პარიზში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საფრანგეთის კარდინალთან, ქართულ დიასპორასთან. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ლევილის სასაფლაოზე, ემიგრაციაში გარდაცვლილ თანამემამულეთა სულის საოხად, პანაშვიდს აღავლენს. საქართველოს ეკლესიის დელეგაცია სამშობლოში 15 მაისს დაბრუნდება. საპატრიარქოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია), ბათუმის, ლაზეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი), საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ვანისა და ბაღდათის მთავარეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია), არქიმანდრიტი დავითი (ჭინჭარაული), არქიმანდრიტი კონსტანტინე (ჭინჭარაული), პროტოპრესვიტერი გიორგი (ზვიადაძე), არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი), კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, მონაზვნები და მგალობელთა გუნდი. პარიზის ზემოთხსენებული ახალი ტაძრის ზუსტი მისამართი ხომ არ იცით ვინმემ? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი