![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
mr_morrison |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 ![]() |
ჩემი აზრით ქურდული სამყარო არის ეშმაკის რელიგია რომელშიც განსაკუტრებით ჩვენი თაობა და ჩვენს შემდეგ მომავალი თაობა არის ჩაფლული. ქურდული კანონები პირდაპირ უპირისპირდება მართლმადიდებლობას. სკოლებში განსაკუთრებით სარგებლობენ ამ კონონებით. ეს ძალიან სამწუხარო და სერიოზული ფაქტია. საინტერესოა როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ საშინელ სენს. მაგ”ალითად მეც მყავს ისეთი მეგობრები რომლებიც ”კაი ბოჭობაზე” პრეტენზია არ აქვთ, თუმცა როდესაც საქმე-საქმეზე მიდგება მშვენივრად ხელმძღვანელობენ ქურდული კანონებით. ჩვენ რა უნდა ვქნათ ვისაც შეგნებულად გვესმის ქურდული სამყაროს არსი?
-------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
![]() ![]() |
უჩა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
ეჰ მართლა სერიოზულადაა საქმე რა მაგ მხრივ.
სკოლებში იცით რა ამბებია ვითომ კაი ბიჭობენ და რამე ხოდა დღე არ გავა რომ რომელიმე სკოლაში ბავშვი არ დაიჭრას ან რამე მაგნაირი არ მოხდეს ![]() და უფრო მეტიც ახალგაზრდობის 90% ქურდული გარჩევებით აგვარებს თავიანთ პრობლემებს. ვაღიარებ და მეც მომიგვარებია მასე საქმე რამდენჯერმე ![]() ![]() ჩემი აზრით ყველაფერი ჩვენი ბრალია. ვერ ვართ სულიერად იმ დონეზე რომ მოვერიდოთ ამ ყველაფერს. თან ქართველებს მაგი არ გვეკადრება ნამდვილად. ქართველები ოდიდგანვე მებრძოლი ხალხი ვიყავით და შეურაწყოფას არავის ვაპატიებდით ეს ჩემი აზრით ასეც უნდა იყოს ოღონდ ამას ქურდული კანონები ნაღდად არ უნდა აგვარებდეს რა, ამას ჩვენი ვაჟკაცობა უნდა აგვარებდეს. ძალიან გული მწყდება რომ ასეთ დღეში ვართ დღეს. მე ყველა ქართველს ვთხოვ რომ ასეთი გზით პრობლემებს ნუ მოვაგვარებთ, თორე მაინც ვერ გავიხარებთ ბოლოს, ღმერთი ხო მაღლიდან იყურება. ![]() და ბოლოს მინდა გავიხსენი უწმინდესის წლევანდელი საშობაო ეპისტოლის (ჩემი აზრით ეს ეპისტოლე ყველაზე უძლიერესი ეპისტოლეა-განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის ![]() ,,მინდა, ციხეში არსებულ მდგომარეობასაც ნაწილობრივ შევეხო. დღეს იქ მძიმე პირობებია. ცივილიზებულ ქვეყნებში ციხე გამოსწორების ადგილს წარმოადგენს. იმედია, ჩვენი პენიტენციალური სისტემაც მალე ამ სტანდარტებს დაუახლოვდება. ამისთვის კი, პირველ რიგში, უნდა გაიმიჯნოს საშიში ბოროტმოქმედი ეკონომიკური და სხვა შედარებით მსუბუქი სახის დანაშაულის ჩამდენისაგან. კარგი იქნება, თუ ასეთი პატიმრებისათვის აღდგება სასჯელის მოხდა მიმაგრების ადგილებში და ამისთვის საქართველოს მაღალმთიანი დაუსახლებელი რეგიონები გამოიყენება. ეს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს პატიმართა გამოსწორებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას და მეორე მხრივ ამ ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკურ ათვისებასა და განვითარებას. რაც შეეხება მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევთ, ციხეში მათთვისაც უნდა არსებობდეს ისეთი გარემო, რომ გაუჩნდეთ განწყობა ცხოვრების წესის შეცვლისა. ვფიქრობთ, პენიტენციალურ სისტემაში შრომის დანერგვა და სასულიერო პირის უფრო აქტიურად ჩართვა დიდ შედეგს მოიტანს, რისი გამოცდილებაც უცხოეთის ქვეყნებში კარგა ხანია აქვთ. ცნობილია, რომ ციხის გავლენა მის გარეთაც ვრცელდება. ზოგიერთისთვის კრიმინალური მსოფლმხედველობა ერთგვარ დადებით მოვლენასაც კი წარმოადგენს, რაც შეცდომაა. ეს არის ღვთის მცნების უარმყოფელი დიდი ცოდვა. ეს არის დანაშაული მოყვასის წინაშე. წმიდა პავლე მოციქული გვასწავლის: "ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს... ვერც მპარავნი, ვერც მტაცებელნი..." (I კორ.6,9,10) სამწუხაროდ, ქუჩა, უბანი, გარემო, ზოგჯერ მავნე ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს, რაც მათში ცრუ ღირებულებების დამკვიდრებით არის გამოწვეული. ახალგაზრდების ნაწილი მიმბაძველობით ან თავისი წრის ზემოქმედებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იქცევა. თუმცა ბევრი მათგანი ეკლესიაში დადის (ხოლო ვინც არ დადის, რწმენის მიმართ პატივისაცემა მაინც აქვს), მაგრამ ეს სათანადოდ ვერ აისახება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სამეგობროებში არსებულ ასეთ მდგომარეობაზე, მისი თითოეული წევრი არის პასუხისმგებელი, განსაკუთრებით კი ისინი, რომელნიც ყველაზე დიდი გავლენით სარგებლობენ. ისინი კარგად უნდა დაფიქრდნენ თავის ცხოვრებას, რომ, ნებსით თუ უნებლიედ, ეშმაკის მსახურნი არ გახდნენ. საზოგადეობა ისეთია, როგორი ავტორიტეტებიც ყავს მას." -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
შეხვეწილი |
![]()
პოსტი
#3
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 ![]() |
და რატომ ჰგონიათ ქურდებს, რომ ეკლესიების აშენებით გამოისყიდიან ცოდვებს?
-------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 05:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი